სამართალი

142$ ციხეში გატარებული ერთი ღამისთვის

6 თებერვალი, 2012 • 1169
142$ ციხეში გატარებული ერთი ღამისთვის

კალიფორნიაში ციხეში ჯდომა ფასიანი გახდება, ერთ დღე–ღამეში პატიმრებს 142.42 დოლარის გადახდა მოუწევთ.

სახელმწიფოს წარმომადგენლების განცხადებით, ამ ცვლილების საფუძველზე წელიწადში 3–5 მილიონი დოლარის დაზოგვა მოხდება. თუმცა გადასახადი ყველა პატიმარს არ დაეკისრება.

ერთ–ერთი ციხის მმართველი ჯეფ სტოუნი თვლის, რომ პატიმრებს, რომლებსაც მსუბუქი დანაშაულისთვის, მაგალითად, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისთვის იჭერენ, ამ თანხის გადახდა თავისუფლად შეუძლიათ:

“მე მჯერა, რომ იმ ადამიანების 25%–ს, ვინც ჩვენს ციხეში ხვდება, თავისუფლად შეუძლია დაფაროს ეს თანხა, ქვეყანას კი რამდენიმე მილიონი ლარი დაეზოგება”, – განაცხადა სტოუნმა.

კალიფორნიის ციხეში წელიწადში 60.000–მდე პატიმარი იხდის სასჯელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი