სამართალი

ზურა კიწმარიშვილი: პროკურატურის ვერსიას არ ვეთანხმებით

22 ივნისი, 2016 • 1617
ზურა კიწმარიშვილი: პროკურატურის ვერსიას არ ვეთანხმებით

“მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ არ ვეთანხმებით იმ ვერსიას, რომელიც პროკურატურამ შემოგვთავაზა”, – ასე გამოეხმაურა ნეტგაზეთთან საუბარში ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაასრულეს გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაადგინეს, რომ კიწმარიშვიმა თავი მოიკლა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა. ზურა კიწმარიშვილმა გვითხრა, რომ ოჯახს გარკვეული დრო სჭირდება მოსამზადებლად და თავის არგუმენტებს საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.

“მე [პროკურატურის] ბრიფინგი არ მინახავს, რადგან დაბარებული ვიყავით პროკურატურაში და ქალაქის მთავარ პროკურორთან გვქონდა შეხვედრა. ფაქტობრივად, იქაც იგივე ვერსია შემოგვთავაზეს. ჩვენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტირებულად ვაპირებთ ხვალ ჟურნალისტებთან შეხვედრას”, – განუცხადა ზურა კიწმარიშვილმა ნეტგაზეთს.

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ვიდეომასალას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი