სამართალი

თბილისი ცენტრალიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

19 იანვარი, 2012 • 1291
თბილისი ცენტრალიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

“თბილისი–ცენტრალის” შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის ცარიელია შენობის სამივე სართული. როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რამდენიმე წუთის წინ მიიღეს შეტყობინება, რომ შენობა დანაღმულია, რის შემდეგაც განხორციელდა ევაკუაცია.

“ნეტგაზეთის” კორესპონდენტის ცნობით, თბილისი–ცენტრალში განთავსებული რკინიგზის სადგურის ბაქანზე იმყოფება ხალხი, ასევე, დგანან მატარებლები. შენობის ბოლო სართულზე იმყოფებიან მხოლოდ დაცვის თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის თქმით, “თბილისი–ცენტრალში”, რკინიგზის სალაროებთან მდებარე ერთ–ერთ კაფეში, უპატრონოდ მიტოვებული ჩანთა იპოვნეს, რასაც მოჰყვა ევაკუაცია. მისივე ინფორმაციით, ამჟამად სპეციალისტები ადგილზე მიდიან სიტუაციაში გასარკვევად.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მომხდარის მიუხედავად, დღეს დაგეგმილი რეისები შეუფერხებლად განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი