სამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სახელმწიფო მოხელეები

1 დეკემბერი, 2011 • 1032
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სახელმწიფო მოხელეები

 

დაკავებული არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საწარმოს დირექტორი, რობიზონ თავაძე და სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერის რწმუნებული, ზურაბ ვერულეიშვილი.

 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოავლინეს სახელმწიფო მოხელეების მიერ კორუფციული დანაშაულის მორიგი ფაქტები.

როგორც შსს იუწყება, დაკავებული არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საწარმოს დირექტორი, რობიზონ თავაძე და სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერის რწმუნებული, ზურაბ ვერულეიშვილი, რომლებმაც, შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეწარმეს მიწის ნაკვეთის პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ 6000 ლარი გამოსძალეს.

“ასევე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს თანამშრომელი, ირაკლი გიგინეიშვილი, რომელმაც მეწარმეს უძრავი ქონების პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოსძალა 500-500 ლარი. დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.”–ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი