სამართალი

მერაბიშვილი: ასეთი ლამაზი პოლიციის შენობა არსად არ შემხვედრია

23 ნოემბერი, 2011 • 1247
მერაბიშვილი: ასეთი ლამაზი პოლიციის შენობა არსად არ შემხვედრია

დღეს განახლებულ აღმაშენებლის გამზირს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესტუმრა, მან აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის ახალი შენობა გახსნა.

“ეს არის ყველაზე ლამაზი პოლიციის შენობა მთელ მსოფლიოში. მე ბევრი პოლიცია და ბევრი ქვეყანა მინახავს და ასეთი ლამაზი პოლიციის შენობა არსად არ შემხვედრია, მე გაოცებული ვარ,” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა – “მე ვარ ბედნიერი, რომ ყველა ქართველი ამაყობს, რომ საქართველოს პოლიცია არის ერთ–ერთი ყველაზე კარგი პოლიცია მსოფლიოში, ამას აღიარებს მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი არაკეთილმოსურნეები. ქართველობა გახდა საამაყო მთელ მსოფლიოში და ეს არის ვარდების რევოლუციის ყველაზე დიდი მიღწევა”.

პოლიციის შენობის გახსნის შემდეგ მინისტრმა აღმაშენებელი დატოვა. ქუჩის ოფიციალურ გახსნას ვანო მერაბიშვილი არ დასწრებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი