სამართალი

სასამართლო პროცესი ადვოკატის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიდო

9 ნოემბერი, 2011 • 1168
სასამართლო პროცესი ადვოკატის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში რევაზ დემეტრაშვილის საქმის განხილვა ადვოკატ დათუნა მოდებაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიდო.
რევაზ დემეტრაშვილი მინასიანების ოჯახში 1994 წელს ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში თანამონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული. მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს.
სასამართლო პროცესი დღეს, დილის 10 საათზე დაიწყო. მას 150–მდე ადამიანი ესწრებოდა და 20–ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.
პროცესზე დილიდან ნაფიცმა მსაჯულებმა პროკურორისა და ადვოკატის შესავალი სიტყვები მოისმინეს, რის შემდეგაც მოსამართლე ნინო სანდოძემ შესვენება გამოაცხადა.
შესვენების შემდეგ მხარეებს პროცესზე საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები უნდა წარმოედგინათ, თუმცა ადვოკატმა თავი შეუძლოდ იგრძნო და პროცესში მონაწილეობის გაგრეძლება ვეღარ შეძლო.
ხვალიდან დემეტრაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი