სამართალი

შსს-მ სამ თვეში ხელფასებსა და პრემიებზე 99 მილიონამდე დახარჯა

8 ნოემბერი, 2011 • • 1180
შსს-მ სამ თვეში ხელფასებსა და პრემიებზე 99 მილიონამდე დახარჯა

შსს
შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ არასრულყოფილად, ასევე ვადის დაღღვევით მიაწოდა საჯარო ინფორმაცია სამინისტროს სახელფასო ფონდების, ხარჯებისა და თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ცნობით, მათ შსს-სგან საჯარო ინფორმაცია 2011 წლის 9 სექტემბერს გამოითხოვეს, პასუხი კი 1 ნოემბერს მიიღეს. შსს-სგან მიღებული საჯარო ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი 8 ნოემბრიდან გახდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შსს-მ მათ არ მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო პროექტების, ღონისძიებების, საჯარო რეესტრისა და ვებ-გვერდის ხარჯების შესახებ. გარდა ამისა,  არასრულყოფილად არის მოწოდებული ინფორმაცია ბიუჯეტის, ხელფასებისა და პრემიების, ავტოპარკის, საკომუნიკაციო ხარჯების, შესყიდვებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშების შესახებ შემდეგი მიზეზების გამო: ბიუჯეტის ბალანსი არ არის სრულყოფილი. გარდა ამისა, შსს-ს მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტებში არ არის ინფორმაცია თანამდებობის პირების ხელფასების, პრემიების, სამივლინებო ხარჯებისა და საკომუნიკაციო ხარჯების შესახებ, ავტოპარკის შემთხვევაში იგნორირებულია მოთხოვნა თანამდებობის პირების შესახებ და მეორე კვარტალის ნაცვლად მოცემულია მთლიანი წლის საწვავის ხარჯები, სახელმწიფო შესყიდვების თანხები არ არის მითითებული ცალ-ცალკე და არ არის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის რეკვიზიტები. “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია.

შსს-ს მიერ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის” მიწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრომ 2011 წლის მეორე კვარტალში(აპრილი-მაისი-ივნისი)  ბიუჯეტიდან აითვისა 134 637 100 ლარი. აქედან,  შრომის ანაზღაურებისთვის დაიხარჯა  88 მილიონ ლარზე მეტი, საქონლისა და მომსახურებისთვის– 44 მილიონამდე, სოციალური მომსახურებისთვის– 498 ათასი, ხოლოს „სხვა ხარჯებისთვის“– 1.7 მილიონზე მეტი.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციამ 2011 წლის მეორე კვარტალში დახარჯა 129 მილიონ ლარზე მეტი თანხა, შსს-ს აკადემიამ – 1 079 000 ლარი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა– თითქმის 3.5 მილიონი, შსს-ს ჯანდაცვის სამსახურმა– 1.3 მილიონამდე, ხოლო შსს-ს სფეროში არსებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა– ჯამში 5.5 მილიონ ლარამდე.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შსს-სთვის პრეზიდეტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხები არ გადარიცხულა.

მეორე კვარტალის სამ თვეში(აპრილი-მაისი-ივნისი) ძალოვანმა უწყებამ სატელეფონო ხარჯებზე 571 ათასი ლარი დახარჯა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში შსს-ს თანამშრომელთა მივლინებებისთვის 1 051 026 ლარი დაიხარჯა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის მეორე კვარტალში სახელმწიფო შესყიდვებისთვის 51.5 მილიონ ლარამდე აქვს დახარჯული.

მოცემლ სამთვიან პერიოდში შსს-ში მუშაობდა 24 950 შტატიანი და 540 უშტატო თანამშრომელი, რომლებზეც ჯამში გაიცა 88.4 მილიონი ლარის ოდენობის ხელფასი და 10.3 მილიონ ლარამდე პრემია.

შსს-ს ცნობით, 2011 წლის მეორე კვარტალში, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, სამინსიტროში შევიდა 37 განცხადება, რომელთაგან 28 დაკმაყოფილდა, 9-ს კი უარი ეთქვა დაკამყოფილებაზე.

საჯარო ინფორმაციის მონაცმეთა ბაზისთვის გადაცემულ საჯარო ინფორმაციას ხელს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ზურბა თავართქილაძე აწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი