სამართალი

რუსთაველზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

19 ოქტომბერი, 2011 • • 1515
რუსთაველზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

შსს–ს პრესსამსახურის ცნობით, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 19 წლის დავით რუსიშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მისი კუთვნილი „ჩეზეს” ტიპის პისტოლეტი.  პოლიციის მიერ ასევე დადგენილია მკვლელობაში მონაწილე 2 პირი: 51 წლის ივერი (დათო) გოგბერაშვილი და 23 წლის ირაკლი აგლაძე.

ამჟამად სამართალდამცავები ეჭვმიტანილთა დაკავებაზე მუშაობენ.

სროლა რუსთაველის გამზირზე 17 ოქტომბერს, შუადღისას, რუსთაველის გამზირზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ორი ადამიანი მისდევდა გიორგი ტარყაშვილს, თან იარაღიდან ესროდნენ. ტარყაშვილი თავში მიყენებული ჭრილობებით ადგილზევე დაიღუპა, თავდამსხმელები კი მიიმალნენ. მკვლელობის ფაქტს მოკლულის ოჯახის წევრებიც შეესწრნენ. შემთხვევის მიზეზად შურისძიება დასახელდა.

ფოტო: გიორგი ბენაშვილი
ფოტო: გიორგი ბენაშვილი

ამავე თემაზე:

სროლა რუსთაველის გამზირზე

მასალების გადაბეჭდვის წესი