სამართალი

მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიას სასამართლოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

27 აპრილი, 2016 • 1245
მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიას სასამართლოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს იხილავს, სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

მოსამართლეთა კოლეგიის განცხადებით, გვარამიას შესვენების შემდეგ სხდომაზე შესვლის უფლება კვლავ ექნება. მანამდე მოსამართლეებმა ნიკა გვარამიას რამდენიმე შენიშვნა მისცეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგია რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების სააპელაციო სარჩელს განიხილავს. საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი