სამართალი

10-წლიანი პატიმრობა ცოლის მოკვლისთვის

18 ოქტომბერი, 2011 • • 991
10-წლიანი პატიმრობა ცოლის მოკვლისთვის

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული იროდიონ ნაჭყებია დამნაშავედ მიიჩნია და სასჯელად 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

საქმის მასალების მიხედვით,  დანაშაული 2011 წლის 31 მაისს ზესტაფონის რაიონში, მოკლულის ოჯახში  მოხდა. სასამართლო განხილვებით დადგინდა, რომ იროდიონ ნაჭყებიას მეუღლესთან ნ.გ.-სთან კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდა. იმავე ღამეს მან ცოლი საწოლში კისრის არეში ხელის მოჭერით დაახრჩო. ამის შემდეგ კი თვითნაკეთი დანით კისრის არეში დაზიანებები მიაყენა, რომ ცოლის სიკვდილში დარწმუნებული ყოფილიყო. დამნაშავემ შემთხვევის ადგილი იმავე ღამით დატოვა და მარტვილის რაიონში წავიდა. შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში იგი ნებაყოფლობით გამოცხადდა და ბრალი აღიარა. სასამართლომ 32 წლის იროდიონ ნაჭყებიას ჩადენილი დანაშაულისათვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი