სამართალი

ათდღიანი პატიმრობა დაკავებულ მეტალურგებს

19 სექტემბერი, 2011 • 1286
ათდღიანი პატიმრობა დაკავებულ მეტალურგებს

მარცხნივ ერთ-ერთი დაკავებული მალხაზ გოგიავა
მარცხნივ ერთ-ერთი დაკავებული მალხაზ გოგიავა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ მეტალურგებს ათ–ათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ თანამშრომელთა გაფიცვის მონაწილე სამი მეტალურგი – ირაკლი იობიძე, ემილო გუმბერიძე და მალხაზ გოგიავა სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით წაეყენათ, რაც გულისხმობს სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიელბლობას.

დაკავებულთა ინტერესები “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალის იურისტს გიორგი ჭიქაბერიძეს უნდა დაეცვა, თუმცა სასამართლო პორცესის დაწყების წინ დაკავებულებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადეს.

ჭიქაბერიძის თქმით, სამართალდამცავები დაკავებულებს ედავებოდნენ იმაში, რომ მათ მოითხოვეს იობიძის, გუმბერიძისა და გოგიავას შემოწმება ნარკოტიკებზე, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელთა მხრიდან წინააღმდეგობა.

ქუთაისის ქარხანა “ჰერკულესის” თანამშრომლები 13 სექტემბერს გაიფიცნენ, რითაც მათ გააპროტესტეს ქარხანაში არსებული სამუშაო პირობები. გაფიცულების ნაწილმა იმავე დღეს პროტესტი უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართა. 15 სექტემბერს, საღამოს 10 საათისთვის, გაფიცულების აქცია პოლიციამ დაშალა და მათი ნაწილი დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც დაკავებულებს ხელწერილები დააწერინეს, პოლიციამ ისინი გაათავისუფლა.

აქციები ქუთაისში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ორგანიზებით მიმდინარეობდა. პროფკავშირების ცნობით, დღეს გაფიცული მეტალურგების ნაწილი თბილისში აპირებდა ჩასვლას და აქციის დაშლის გამო პროკურატურაში საჩივრის შეტანას, თუმცა სამი მათგანი ქუთაისის პოლიციამ გუშინ საღამოს დააკავა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ ირაკლი იობიძეს, ემილო გუმბერიძესა და მალხაზ გოგიავას ათ–ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე:

ომბუდმენი მეტალურგებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

პროფკავშირები: “დაკავებულია სამი მეტალურგი”

გაფიცული მეტალურგების პირობა პოლიციას

პროფკავშირები საზოგადოებას მიმართავს

ქუთაისში მოშიმშილე მუშები დააპატიმრეს[განახლებული]

ქუთაისში მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა

გაფიცვისა და შიმშილობის მეორე დღე ქუთაისში

პოლიციამ გაფიცულებს კარავი დააშლევინა

ქუთაისში გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისში ქარხნის მუშები გაიფიცნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი