სამართალი

ფოტოგრაფთა საქმის გამოქვეყნებული მტკიცებულებების სია

22 ივლისი, 2011 • • 1793
ფოტოგრაფთა საქმის გამოქვეყნებული მტკიცებულებების სია

დაკავებული ფოტოგრაფები
დაკავებული ფოტოგრაფები

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს, 22 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილის ნუსხა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ  მასალებში დოკუმენტთა მხოლოდ სათაურებია მითითებული, შინაარსი კი დაშიფრულია.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი აბდალაძის სახლიდან ამოღებულია:

  • ევროპის საბჭოს სტრუქტურებში მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა სია.
  • საქართველოს პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელდარ მამედიაროვთან შეხვედრისას,  2011 წლის 14 ივნისს გამართული საუბრის ტრანსკრიპტი.
  • ეუთოში მომუშავე საქართელოს მოქალაქეთა სია.
  • გაეროს სტრუქტურებში მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა სია.
  • საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერის ტრანსკრიპტი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ  ელდარ მამედიაროვთან, 2011 წლის 14 ივნისი.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის საუბრის ჩანაწერის ტრანსკრიპტი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ  ელდარ მამედიაროვთან, 2011 წლის 14 ივნისი.

პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ქურციკიძის სახლიდან ამოღებულია:

  • სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს  ერთობლივ ღონისძიებათა მუდმივმოქმედი გეგმა.
  • ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინიდის პანთეონში  საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს  ერთობლივ ღონისძიებათა მუდმივმოქმედი გეგმა.
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (დიდი დარბაზი) საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა მუდმივმოქმედი გეგმა.
  • საქართველოს პრეზიდენტის ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით  წინასწარი ჯგუფის მოქმედების მუდმივმოქმედი გეგმა

პროკურატურის ინფორმაციით,  ირაკლი გედენიძის სახლიდან ამოღებულია:

  • ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღამტებულების ტომას ჰენდრიკ ილევსის  საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პროგრამა, 4-6 ივლისი, 2011 (დოკუმენტი დაუშიფრავია).
  • ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ ტომას ჰენდრიკ ილევსის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს შინაგან სამქეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთობლივი მოქმედებების გეგმა.
  • შპს–ს „სახელმწიფო უზრუნველყოფა“ მუშების მონაცემები და დამლაგებელთა სია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი