სამართალი

ინტერპოლმა დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა

23 მარტი, 2016 • 2000
ინტერპოლმა დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა

დათა ახალაია ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირების სიიდან ამოიღო. ახალაია ინტერპოლის ვებგვერდზე ძებნილთა ჩამონათვალში აღარ გვხვდება.

დათა ახალაიას ძმის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ დათა ახალაია ძებნილთა სიიდან ინტერპოლმა პოლიტიკური მოტივაციის გამო მოხსნა:

ინტერპოლმა დათა ახალაიას ძებნა შეწყვიტა იმ მოტივით, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს!

Posted by Ani Nadareishvili on Tuesday, March 22, 2016

დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.

გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის, ასევე, მოქალაქეების – ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.

ახალაია პასუხისგებაშია მიცემული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზეც.

წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ინტერპოლმა თავის დროზე ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და ერეკლე კოდუაც მოხსნა, ხოლო მიხეილ სააკაშვილზე ძებნა საერთოდ არ გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი