სამართალი

ფოტორეპორტიორების საქმე მთლიანად „გრიფით“ საიდუმლოა

14 ივლისი, 2011 • 1823
ფოტორეპორტიორების საქმე მთლიანად „გრიფით“ საიდუმლოა

ფოტორეპორტიორების საქმე მთლიანადაა დახურული – განაცხადეს ადვოკატებმა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა 13 ივლისს მედიის წარმომადგენელებს უთხრა, რომ საქმის დოკუმენტების ნაწილზე, რომლებიც არ წარმოადგენს საიდუმლოებას, ადვოკატებს შეუძლიათ ისაუბრონ.

„დაუყოვნებლივ მოეხსნათ  ფოტორეპორტიორების ადვოკატებს დუმილის ვალდებულება,  რათა მათ დროულად და ამომწურავად მიაწოდონ ინფორმაცია მოქალაქეებს“, – ეს ერთ–ერთი მოთხოვნა იყო განცხადების, რომლითაც  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს 12 ივლისს.

გუშინ  მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

“ჩვენ ვუთხარით მინისტრს, რომ როგორც მინიმუმ ადვოკატებს უნდა შეეძლოთ საუბარი, რაზეც ბატონმა მინისტრმა გვითხრა, რომ  მისკომუნიკაცია არისო: ადვოკატებს, როგორც ჩანს, კარგად არ განუმარტეს, რომ მათ შეუძლიათ საქმეზე საუბარი და არ შეუძლიათ მხოლოდ საქმეში არსებულ საიდუმლო დოკუმენტებზე საუბარიო”, – აცხადებს ნინო დანელია.

„ნეტგაზეთი“ დაკავებული ფოტოეროპრტიორების სამ ადვოკატს – რამაზ ჩინჩალაძეს, ნინო არჩვაძეს და მიხელ ღოღაძეს დაუკავშირდა – სამივე აცხადებს, რომ საქმეს მთლიანად ადევს „გრიფით“ საიდუმლო და მათ იმის მიუხედავად, თუ რა განაცხადა მინისტრმა, უფლება არა აქვთ ისაუბრონ, რადგან დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ჩინჩალაძემ და ღოღაძემ განაცხადეს, რომ მათ მიმართეს გამოძიებას, რათა მიაწოდონ იმ დოკუმენტების სია საქმეში, რომელიც არ არის გასაიდუმლეობული, თუმცა ჯერჯერობით გამოძიების პასუხი არ მიუღიათ.

ადვოკატების თქმით, საქმეში, რომელიც მთლიანად გრიფით არის საიდუმლო,  არის ის მასალებიც, რაც გაასაჯაროა შინაგან საქმეთა სამინსიტრომ თავისი ვებ გვერდის საშუალებით.

მედიის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე განაცხადეს, რომ მას შემდეგ რაც ვანო მერაბიშვილს ბევრი კიტხვა დაუსვეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლოს დაადასტურა კიდეც, რომ საქმე მთლიანად დახურულია და გასაჯაროვდება სასამართლო პროცესზე გარდა დოკუმენტების 10%–ისა, რომლებიც საიდუმლოა.

 

ამავე თემაზე:

შს მინისტრი: ქურციკიძე ჯაშუშური საქმიანობისთვის არ იყენებდა EPA-ს

მერაბიშვილი: ქურციკიძე დაკავშირებულია 2006 წლის ჯაშუშების სკანდალურ ჯგუფთან

პროკურატურა: ფოტოგრაფების საქმე იქნება საჯარო

გიგა ბოკერია დაკავებულ ფოტოგრაფებზე

დაკავებულ ფოტოგრაფებზე კომენტარი რუსეთის საგარეო უწყებაშიც გაკეთდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებული ფოტოგრაფის საქმესთან დაკავშირებით

თინათინ ხიდაშელმა დაკავებული ფოტორეპოტრიორების საქმეზე ისაუბრა

პრეზიდენტი პირადი ფოტოგრაფის დაკავების შესახებ

EPA საქართველოს ხელისუფლებას მტკიცებულებებს გამოუგზავნის

ინტერვიუ ზურაბ ქურციკიძის ადვოკატთან

ქურციკიძის ადვოკატი ციხის ადმინისტრაციისგან შექმნილი პრობლების ფაქტს ახმიანებს

ომბუდსმენი ფოტორეპორტიორების საქმეზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებული ფოტოგრაფის საქმესთან დაკავშირებით

გიორგი აბდალაძის მიმართვა ამერიკის ელჩს

გიორგი აბდალაძის მიმართვა მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს

გიორგი აბდალაძის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

გიორგი აბდალაძე: 26 მაისის კადრებს შევეწირეთ

საია ასაჩივრებს ფოტორეპორტიორის წინასწარ პატიმრობას

სასამართლოს განმარტება ფოტორეპორტიორების საქმეზე

სახალხო დამცველის განცხადება დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით

საია სამართალდაცავებს მოუწოდებს გაასაჯაროოს ფოტოგრაფების საქმე

მანანა მანჯგალაძე დაკავებული ფოტოგრაფების შესახებ

ფოტოგრაფებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ[Video]

04:00: ფოტორეპორტიორებს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს

ფოტოგრაფებს ბრალს წაუყენებენ

რა ინფორმაციას იძლევა შსს–ს მიერ გავრცელებული მასალა ფოტორეპორტიორზე

დაკავებული ფოტოგრაფებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

დაკავებული ფოტოგრაფების საქმე

ფოტოგრაფების დაკავება– განახლებადი რეჟიმი

EPA სააგენტო ქართველი რეპორტიორის დაკავებაზ

შსს ფოტოგრაფების დაკავების შესახებ

დაკავებული ფოტოგრაფები

პროკურატურა ფოტოგრაფების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

დაკავებულია რამდენიმე ცნობილი ფოტოგრაფი

ვანო მერაბიშვილი: “რუსეთის ყველა აგენტი და ჯაშუში დაკავებული არ არის”

მასალების გადაბეჭდვის წესი