სამართალი

ცვლილებების საბოლოო რედაქცია რელიგიურ გაერთიანებებზე

6 ივლისი, 2011 • 1124
ცვლილებების საბოლოო რედაქცია რელიგიურ გაერთიანებებზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საბოლოო რედაქციაში, რომლებიც რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს, არ არის საკითხები, რომლებზეც კანონპროექტის ავტორმა ისაუბრა 5 ივლისს, პარლამენტის სხდომაზე ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენისას. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ ვალდებულების აღებას სხვა  სახელმწიფოების ტერიტორიაზე არსებული ყველა მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევების, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების მოვლა-პატრონობისა და საკუთრებისა და ეკლესიის სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოების შესახებ.

პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებული ცვლილებებით საქართველოსთან ისტორიულ კავშირის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს, ან ისეთებს, რომელბიც რელიგიურ გაერთიანებებად აღიარებული არიან ევროპის საბჭოს ქვეყნებში, მიეცათ არჩევანის შესაძლებლობა რეგისტრაციისას. მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც კერძო სამართლის არასამეწარმეო (რისი შესაძლებლობაც აქამდეც ჰქონდათ), ისე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, ან იმოღვაწეონ არარეგისტრირებულმა გაერთიანებებმა.

პრეზიდენტს კანონის შესაბამისად, ცვლილებები პარლამენტმა  7 დღის ვადაში უნდა გაუგზავნოს. პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს 10 დღის ვადაში. ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ცვლილებების საბოლოო რედაქცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი