სამართალი

დაკავებულ ქართველებს ცხინვალის რეგიონიდან გამოაძევებენ

22 ივნისი, 2011 • 1293
დაკავებულ ქართველებს ცხინვალის რეგიონიდან გამოაძევებენ

http://cominf.org/node/1166487952
http://cominf.org/node/1166487952

სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ჯავის რაიონის სასამართლომ 10 ქართველის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაცის ე.წ. სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო “РЕС”-ი ავრცელებს ჯავის რაიონულ სასამართლოზე დაყრდნობით.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, საქართველოს 10 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მათგან 4 – 18 ივნისს, 6 კი – 19 ივნისს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, 2011 წლის 18 ივნისის საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ონის რაიონის სოფელ ღარის 10 მოსახლე: ლაშა მარკოიშვილი, დავით ჯელაძე, ვიტალი სამხარაძე, თორნიკე ჯელაძე, ბესო ჯელაძე, დიტო მარკოიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, გიორგი მეტრეველი, ვასო მარკოიშვილი და გია კაკრაშვილი დააკავეს.

“ქართველები და ოსები რელიგიურ დღსასწაულ საჯვარეობას საუკუნეების მანძილზე ერთად აღნიშნავენ, ხოლო სალოცავები, რომელთაც დღსასწაულისას მოსახლეობა სტუმრობს, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ოკუპანტებმა ზემოაღნიშნული პირები დღესასწაულისას წმინდა გიორგის სალოცავების სიახლოვეს დააკავეს”, – ნათქვამის საქართველოს შსს–ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი