Interviews

რუსეთის პარალელურად აქცია „უკვდავი პოლკი” თბილისში, გორსა და ბათუმში 9 მაისს გაიმართება

2 მაისი, 2018 • 3885
რუსეთის პარალელურად აქცია „უკვდავი პოლკი” თბილისში, გორსა და ბათუმში 9 მაისს გაიმართება

9 მაისს პრორუსული ორგანიზაციები თბილისში, გორსა და ბათუმში აქცია–მსვლელობას “უკვდავი პოლკი” გამართავენ.

“მოძრაობა „უკვდავი პოლკი” — ესაა შესაძლებლობა იმის ჩვენებისა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს მათი წინაპრების გმირობას და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მნიშვნელობას. სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა გამოვა ქალაქების ქუჩებში, გაივლის მარშით თავიანთი ნათესავების პორტრეტებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე იბრძოდნენ ან ზურგში მუშაობდნენ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

აქციის ორგანიზატორები არიან საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი ლიკა ზახაროვა, „უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელი საქართველოში რევაზ გოგიძე, საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირის „სამშობლო” პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკი, „საქართველოს კაზაკთა მრავალნაციონალური კავშირის” ატამანი მიხაილ ტელესნიკი.

ანალიგიური მსვლელობები მოეწყობა რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, მოლდოვაში. აქცია „უკვდავი პოლკი” პირველად 2012 წელს ტომსკში ადგილობრივი ტელეჟურნალისტების ინიციატივით იყო ორგანიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი