შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს, 8 საათის განმავლობაში, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება

Comments Off on შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს, 8 საათის განმავლობაში, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება

19 აპრილს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება შარტავას ქუჩაზე. ამის მიზეზი შარტავას ქუჩაზე  თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოებია. ხიდის დემონტაჟი 18 აპრილს დაიწყო. ინფორმაციას... Read More

შეფერხება თბილისის მეტროპოლიტენში მატარებლის ძრავის გადახურების გამო

Comments Off on შეფერხება თბილისის მეტროპოლიტენში მატარებლის ძრავის გადახურების გამო

18 აპრილს, საღამოს, თბილისის მეტროპოლიტენში, პირველ ხაზზე,  ნახევარი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო მოძრაობა. მეტროსადგურ “300 არაგველზე” მატარებლიდან მგზავრები გადმოსხეს, რის შემდეგაც შეიზღუდა მატარებლების გადაადგილება ვარკეთილის მიმართულებით. მოძრაობა 22.30 საათზე აღდგა.... Read More

გორის მაღაზიიდან სიგარეტი გაიტაცეს, ბრალდებული დაკავებულია- რადიო მოზაიკა

Comments Off on გორის მაღაზიიდან სიგარეტი გაიტაცეს, ბრალდებული დაკავებულია- რადიო მოზაიკა

რადიო “მოზაიკის” ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მაღაზიიდან რამდენიმე სიგარეტი გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის ყაჩაღობის, ასევე გამყიდველზე ძალადობის ბრალდებით ამ საქმეზე ერთი პირი 16... Read More

ზუგდიდში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

Comments Off on ზუგდიდში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

18 აპრილს ზუგდიდში 28 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას... Read More

ნათია თურნავა – რა ვიცით ეკონომიკის ახალ მინისტრზე

Comments Off on ნათია თურნავა – რა ვიცით ეკონომიკის ახალ მინისტრზე

ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით, 18 აპრილს ეკონომიკის  და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. რა ვიცით ახალი მინისტრის შესახებ? მინისტრობამდე თურნავა ამჟამად უკვე ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას მოადგილე იყო. ეკონომიკის მინისტრის... Read More

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა

Comments Off on ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოქვეყნდა მთავრობის ვებგვერდზე. გიორგი ქობულიას თანამდობობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი პრემიერმა ბახტაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, ქობულიამ თავისი სურვილით დატოვა თანამდებობა,... Read More

საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია ერთი ქულით გააუმჯობესა – RSF

Comments Off on საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია ერთი ქულით გააუმჯობესა – RSF

  საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) გამოქვეყნებული 2019 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო პრესის თავისუფლების კუთხით მსოფლიოში მე-60 ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 1 პუნქტით გაიუმჯობესა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში... Read More

პარლამენტი მოსამართლეებზე კანონპროექტის მეორე მოსმენას 19 აპრილს გააგრძელებს

Comments Off on პარლამენტი მოსამართლეებზე კანონპროექტის მეორე მოსმენას 19 აპრილს გააგრძელებს

პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით იხილავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ მმართველი გუნდის მომზადებულ კანონპროექტს, თუმცა 18 აპრილის პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ მისთვის კენჭი არ უყრიათ. პლენარულ სხდომაზე ვერ მოუსმინეს სახალხო... Read More

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრი აღარ არის

Comments Off on გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრი აღარ არის

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღარ არის. როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი. მთავრობის ადმინისტრაციის... Read More

იძულებული გახადეს წასულიყო – გოცირიძე ქობულიაზე

Comments Off on იძულებული გახადეს წასულიყო – გოცირიძე ქობულიაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით, გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადაყენება ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით და იძულებით მოხდა. როგორც გოცირიძე ამბობს, დაახლოებით ერთი თვის წინ ივანიშვილმა ქობულიას შეუთვალა, თანამდებობა დაეტოვებინა,... Read More

მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: EPA/Remko de Waal

რაზე მიანიშნებს სააკაშვილის რეპლიკა დასავლეთის “კოლონიალიზმზე”

Comments Off on რაზე მიანიშნებს სააკაშვილის რეპლიკა დასავლეთის “კოლონიალიზმზე”

მიხეილ სააკაშვილის მიერ ვარშავაში გაკეთებულმა განცხადებამ დასავლეთის “კოლონიალურ მიდგომებთან” დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის რეპლიკა მმართველ გუნდში დასავლეთსა და რუსეთს შორის ტოლობის ნიშნის დასმად შეაფასეს, რასაც “ნაციონალურ მოძრაობაში”... Read More

მუშების განცხადებებით არ უნდა ხდებოდეს კომპანიების პასუხისმგებლობის გამორიცხვა – EMC

Comments Off on მუშების განცხადებებით არ უნდა ხდებოდეს კომპანიების პასუხისმგებლობის გამორიცხვა – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი ეთო გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ მუშების მიერ გაკეთებული განცხადებებით კომპანიების პასუხისმგებლობის გამორიცხვა არ უნდა მოხდეს. საუბარია “პანორამა-თბილისის” მშენებლობაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მშენებლობიდან... Read More

ცოტა უცნაური ადამიანია, არ იცოდა ბევრი მიდგომის შესახებ, რაც აქ იყო – კაკულია ქობულიაზე

Comments Off on ცოტა უცნაური ადამიანია, არ იცოდა ბევრი მიდგომის შესახებ, რაც აქ იყო – კაკულია ქობულიაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, გიორგი ქობულიამ ეკონომიკა იცის, თუმცა საქართველოში არსებული ვითარება ეკონომიკის კუთხით ბოლომდე ვერ აღიქვა. კაკულია განმარტავს, რომ ვითარებაში გასარკვევად მას გარკვეული... Read More

ლევან კობერიძე. ფოტო: დეპუტატის ფეისბუქ გვერდი

კობერიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტს არსებული სახით მხარს არ დაუჭერს

Comments Off on კობერიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტს არსებული სახით მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები, რომელთა ასახვასაც მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტში აპირებს, საკმარისი არ არის. “მე არ ვთვლი, რომ საკმარისია... Read More

მუშის თქმით, “პანორამაზე” უსაფრთხოება თავად არ დაიცვეს – რას ამბობს კანონი?

Comments Off on მუშის თქმით, “პანორამაზე” უსაფრთხოება თავად არ დაიცვეს – რას ამბობს კანონი?

“პანორამა-თბილისის” მშენებლობაზე დაშავებული მუშა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომები თავად არ დაიცვეს. ერთ-ერთი დაშავებული მუშის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მედიასაშუალებებმა, მათ შორის  “იმედმა” და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გაავრცელეს. ჟურნალისტებისთვის მშენებლობის ტერიტორიაზე მიცემულ... Read More

თვალყურს ვადევნებთ აჭარის ტვ-სა და კაპანაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს – აშშ-ის საელჩო

Comments Off on თვალყურს ვადევნებთ აჭარის ტვ-სა და კაპანაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დღეს, 18 აპრილს, განცხადებას ავრცელებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით. “აშშ-ის საელჩომ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძლიერმა მხარდამჭერმა, მოიწონა ეუთოს... Read More

საქართველოში გამოქცეული საუდელი დები

საუდელ დებს თავშესაფრის მიღების პროცედურების დაწყება შევთავაზეთ – შსს

Comments Off on საუდელ დებს თავშესაფრის მიღების პროცედურების დაწყება შევთავაზეთ – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა მოინახულეს საუდის არაბედითან თბილისში გამოქცეული დები, რომლებიც აცხადებენ, რომ თავიანთი ოჯახისგან საფრთხე ემუქრებათ. საუდის არაბეთის მოქალაქეებმა, დებმა მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა, ინტერნეტის მეშვეობით გაავრცელეს... Read More

გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს – იმედი

Comments Off on გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს – იმედი

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დღეს, 18 აპრილს თანამდებობას დატოვებს. ამ ინფორმაციას მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში არ ადასტურებენ. ქობულია მინისტრის პოსტზე 2018 წლის ივლისში... Read More

ბოკუჩავა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებში გენდერული ბალანსის დეკლარირების მომხრეა

Comments Off on ბოკუჩავა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებში გენდერული ბალანსის დეკლარირების მომხრეა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტს მიმართავს, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის კრიტერიუმებში, არასავალდებულო, დეკლარაციული ხასიათის ჩანაწერი გაკეთდეს გენდერულ ბალანსზე. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი... Read More

ბიბილოვი: რუსეთთან გასაერთიანებლად სამხრეთ ოსეთმა ყირიმის გზა უნდა გაიაროს

Comments Off on ბიბილოვი: რუსეთთან გასაერთიანებლად სამხრეთ ოსეთმა ყირიმის გზა უნდა გაიაროს

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ყირიმის გზა უნდა გაიაროს რუსეთთან გასაერთიანებლად”, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა, სამხრეთ ოსეთოს დე ფაქტო ლიდერმა ჟურნალისტებთან იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. “ჩვენი ხალხი მშობლიურ წიაღში დაბრუნებული ყირიმის... Read More

“ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მითქვამს” – კობახიძე ბილწსიტყვაობას უარყოფს

Comments Off on “ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მითქვამს” – კობახიძე ბილწსიტყვაობას უარყოფს

“რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა პარლამენტის პლენარული სხდომის ვიდეოჩანაწერი, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანრი ოხანაშვილს მიმართავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ დროს, როცა მთავარი მიკროფონები გათიშული იყო, ერთ-ერთი გაუთიშავი მიკროფონიდან პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალზე... Read More

ნოტრ-დამის აღდგენისთვის დისნეი $5 მილიონს გაიღებს

Comments Off on ნოტრ-დამის აღდგენისთვის დისნეი $5 მილიონს გაიღებს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად დისნეი 5 მილიონ დოლარს გაიღებს. 850-წლიანი კათედრალის აღდგენაში მონაწილეობაზე თავად დისნეის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. ბობ იგერმა ნოტრ-დამს შეუცვლელი არქიტექტორული შედევრი უწოდა, რომელიც საუკუნეების მანძილზე  არის საფრანგეთის... Read More

ცირკი ცხოველების გარეშე! – თბილისის ცირკთან საპროტესტო აქცია გაიმართება

Comments Off on ცირკი ცხოველების გარეშე! – თბილისის ცირკთან საპროტესტო აქცია გაიმართება

ცირკი ცხოველების გარეშე ! – ამ ლოზუნგით 4 მაისს, 17:00 საათზე, იური ნიკულინის დასის წარმოდგენის პარალელურად, თბილისის ცირკის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. სოციალურ ქსელში დაგეგმილი ღონისძიებით უკვე 4500-ზე მეტი ადამიანია... Read More

საქართველოში გამოქცეული საუდელი დების საქმეში შსს ჩაერთო

Comments Off on საქართველოში გამოქცეული საუდელი დების საქმეში შსს ჩაერთო

დებს, რომლებიც საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოიქცნენ და დახმარებას ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამოკითხვას უტარებენ. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, პროცესი დების დროებით საცხოვრებელ ადგილას მიმდინარეობს და მას მიგრაციის სამსახურის თანამშრომლების... Read More