მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამოყოფა მიუღებელია – ლომჯარია ჯაშს

Comments Off on მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამოყოფა მიუღებელია – ლომჯარია ჯაშს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აკრიტიკებს პარლამენტარ მარიამ ჯაშს და მიუღებელს უწოდებს მის განცხადებას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის შესახებ. მარიამ ჯაშის კომენტარი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და აზერბაიჯანში მცხოვრებ... Read More

რომან კაკულია ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კომიტეტის სხდომის შეწყვეტისთვის ბოდიშს უხდის

Comments Off on რომან კაკულია ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კომიტეტის სხდომის შეწყვეტისთვის ბოდიშს უხდის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია “თიბისი ბანკის” აქციონერებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბოდიშს უხდის კომიტეტის 26 თებერვლის სხდომის შეწყვეტის გამო. რომან კაკულიამ ამის... Read More

“ჩემთვისაც მოულოდნელი იყო” – მიტროპოლიტი გრიგოლი საპატრიარქოს განცხადებაზე

Comments Off on “ჩემთვისაც მოულოდნელი იყო” – მიტროპოლიტი გრიგოლი საპატრიარქოს განცხადებაზე

“ჩემთვისაც მოულოდნელი და უცნობი იყო ეს განცხადება, ვიდრე თქვენამდე მოვაღწევდი” – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საპატრიარქოს 26 თებერვლის განცხადებას, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. მიტროპოლიტმა გრიგოლმა... Read More

მურუსიძის აცილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადვოკატთა ეთიკის კომისიისთვის მიმართვას გეგმავს

Comments Off on მურუსიძის აცილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადვოკატთა ეთიკის კომისიისთვის მიმართვას გეგმავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი “პროვოკაციულს” უწოდებს იმ ადვოკატების ქმედებას, რომლებმაც წამოიწყეს კამპანია “აიცილე ლევან მურუსიძე”. გვრიტიშვილის თქმით,  სასამართლო სხდომებზე ადვოკატები მურუსიძის ასაცილებლად შუამდგომლობებს აყენებენ. “ეს კამპანიაც არის... Read More

ივანიშვილთან თუ მის წინააღმდეგ – რა ადგილს დაიკავებს ბესელია პოლიტიკაში

Comments Off on ივანიშვილთან თუ მის წინააღმდეგ – რა ადგილს დაიკავებს ბესელია პოლიტიკაში

დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც “ქართული ოცნება” დატოვა, ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესაქმნელად კონსულტაციებს მართავს. თავდაპირველად, ის შეეცდება პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საჭირო მინიმუმ 6 დეპუტატის მიმხრობას, 2020 წლისთვის კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც... Read More

საქართველოს საელჩო რომში, სააკაშვილის ღონიძიების პარალელურად, ლექციას მართავს

Comments Off on საქართველოს საელჩო რომში, სააკაშვილის ღონიძიების პარალელურად, ლექციას მართავს

3 მარტს საქართველოს საელჩო იტალიიის დედაქალაქ რომში, მიხეილ სააკაშვილის ღონისძიების პარალელურად, ანტიკურ რომზე საჯარო შეხვედრა-ლექციას მართავს. “გაცნობებთ, რომ კულტურული ასოციაციის, “რომის ქართული დიასპორის” ინიციატივით, კვირას, 3 მარტს, 13.30-ზე შედგება შეხვედრა-ლექცია... Read More

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდნენ

Comments Off on მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდნენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” TBC ბანკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც ბანკის პრესსამსახურში აცხადებენ, TBC-ს დამფუძნებლებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისგან მიწვევა ჯერ არ... Read More

რუსეთში, ეკლესიაში აშშ-ის დაბომბვის შესახებ იმღერეს [ვიდეო]

Comments Off on რუსეთში, ეკლესიაში აშშ-ის დაბომბვის შესახებ იმღერეს [ვიდეო]

23 თებერვალს სანკტ-პეტერბურგის ისაკის ტაძარში გამართულ კონცერტზე მომღერალთა გუნდმა შეასრულა რუსეთში 1980 წელს დაწერილი სიმღერა აშშ-ის ატომური დაბომბვის შესახებ, სახელწოდებით “წყალქვეშა ნავით ან ჯარისკაცთა ხელფასების შესახებ”. ვიდეომასალა თავად მომღერალთა გუნდმა... Read More

MDMA-ის და “მეტამფეტამინის” მინიმალურ ოდენობაზე დაწესებულ სასჯელს, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

Comments Off on MDMA-ის და “მეტამფეტამინის” მინიმალურ ოდენობაზე დაწესებულ სასჯელს, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაცია სასამართლოში მინიმალური ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების (0,000305 გრამი ,,მდმა“ და 0.000106 გრამი ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) ფლობის კრიმინალიზებას და ამ ქმედებისთვის სასჯელის... Read More

“თბილავიამშენის” თანამშრომლები ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაფიცვას იწყებენ

Comments Off on “თბილავიამშენის” თანამშრომლები ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაფიცვას იწყებენ

27 თებერვალს, დილის 9 საათიდან, სააქციო საზოგადოება “თავ თბილავიამშენის” თანამშრომლები გაფიცვას იწყებენ ხელფასების მომატების მოთხოვნით. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთაინების (GTUC) თანახმად, 21-დღიანი სამედიაციო პროცესის მიუხედავად, თანამშრომლებმა დამსაქმებელთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს,... Read More

გამოიცანი დეპუტატის სპეციალობა [ტესტი]

Comments Off on გამოიცანი დეპუტატის სპეციალობა [ტესტი]

შეავსეთ “ნეტგაზეთის” ტესტი და გაიგეთ, რამდენად კარგად იცნობთ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს. მასალა მომზადებულია პარლამენტის საიტზე დაყრდნობით.... Read More

ბრიტანელი ულტრამემარჯვენე აქტივისტი ტომი რობინსონი ფეისბუკმა და ინსტაგრამმა დაბლოკა

Comments Off on ბრიტანელი ულტრამემარჯვენე აქტივისტი ტომი რობინსონი ფეისბუკმა და ინსტაგრამმა დაბლოკა

ულტრამემარჯვენე აქტივისტი, ისლამოფობიური ორგანიზაცია “ინგლისის დაცვის ლიგის” (EDL-ის) დამფუძნებელი და ყოფილი ლიდერი ტომი რობინსონი, ფეისბუკმა და ინსტაგრამმა თავიანთ პლატფორმებზე დაბლოკეს სიძულვილის ენის განუწყვეტლივ გამოყენების გამო. ფეისბუკმა განაცხადა, რომ რობინსონმა დაარღვია... Read More

თეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

Comments Off on თეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 7 ცხენის ქურდობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ცხენების ქურდობაში ბრალდებულს 6-დან... Read More

გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

Comments Off on გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 26 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში დეპუტატ გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელლობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში... Read More

შესაძლოა, მაჩალიკაშვილმა ერთ-ერთი კარავი პროკურატურასთან გადაიტანოს

Comments Off on შესაძლოა, მაჩალიკაშვილმა ერთ-ერთი კარავი პროკურატურასთან გადაიტანოს

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ შესაძლოა, პროტესტის ნიშნად ერთი კარავი საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ გადაიტანოს. ასევე, სარალიძე და მაჩალიკაშვილი აპირებენ მასშტაბური აქციების განახლებას. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად როდის გადაიტანენ... Read More

1921 წლის თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგია

Comments Off on 1921 წლის თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგია

1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან და საბჭოთა ანექსიიდან 98 წელი შესრულდა. ბრძოლა ქვეყნის დასაცავად თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, ის მომდევნო 3... Read More

კვიციანი სპეცსამსახურებს “დემოგრაფიული ცენტრისთვის” პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს

Comments Off on კვიციანი სპეცსამსახურებს “დემოგრაფიული ცენტრისთვის” პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, ემზარ კვიციანის განცხადებით, მისი ინიციატივით შექმნილ “დემოგრაფიის ცენტრს” სპეცსამსახურები პრობლემებს უქმნიან. ამის შესახებ მან პორტალ “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “სპეცსამსახურებმა მიაკითხეს უკვე იმ ბიზნესმენებს, რომ შეაჩერონ რაიმე... Read More

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება – ხატია მოისწრაფიშვილი

Comments Off on პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება – ხატია მოისწრაფიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ შეწყალების წესი უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილს შეწყალების კომისია ჯერ არ დაუკომპლექტებია. როგორც მოისწრაფიშვილმა დღეს განმარტა,... Read More

ნახევარფაბრიკატების საწარმო “მადას” დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სააგენტო

Comments Off on ნახევარფაბრიკატების საწარმო “მადას” დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს აცხადებს, რომ ნახევარფაბრიკატების საწარმო “მადა” დარღვევების გამო დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სააგენტოს ცნობითვე, ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი შპს “მადას” არაფერი აქვს საერთო საკონდიტრო საწარმო “მადარტთან”, რომელიც მომხმარებლისთვის ასევე... Read More

მდინარაძე: თუ კაკულია ტყვეობაში იყო, ამაში ევროპული საქართველოს ლიდერები მონაწილეობდნენ

Comments Off on მდინარაძე: თუ კაკულია ტყვეობაში იყო, ამაში ევროპული საქართველოს ლიდერები მონაწილეობდნენ

მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმცირესობას პოპულიზმში და ანტისახელმწიფოებრივ მიდგომაში ადანაშაულებს. მდინარაძე მიზანშეწონილად თვლიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოთხოვნაზე დათანხმებას, დახურულიყო კომიტეტის სხდომა, სადაც თიბისი ბანკის საკითხს განიხილავდნენ. მამუკა მდინარაძე... Read More

შეწყალების შუამდგომლობას აღვძრავთ, თუ მამალაძე დანაშაულს აღიარებს – საპატრიარქო

Comments Off on შეწყალების შუამდგომლობას აღვძრავთ, თუ მამალაძე დანაშაულს აღიარებს – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობას მხოლოდ მისი წილი დანაშაულის აღიარებისა და შენდობის თხოვნის შემთხვევაში გაუწევს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს როგორც... Read More

ხაზარაძე/ჯაფარიძე არ აკონკრეტებენ, ვისგან მოდის “ორკესტრირებული შეტევა”

Comments Off on ხაზარაძე/ჯაფარიძე არ აკონკრეტებენ, ვისგან მოდის “ორკესტრირებული შეტევა”

თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ აკონკრეტებენ, ვინ ახორციელებს მათ წინააღმდეგ “ორკესტრირებულ შეტევას”. აღნიშნული ტერმინი ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს მამუკა ხაზარაძემ გამოიყენა ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის... Read More

საპატრიარქო მამალაძის წერილის და საქმის მასალების გამოქვეყნებას ითხოვს

Comments Off on საპატრიარქო მამალაძის წერილის და საქმის მასალების გამოქვეყნებას ითხოვს

საპატრიარქო ითხოვს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილი წერილის და მისი საქმის მასალების გამოქვეყნებას. “ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე (რომელსაც სკანდალურს უწოდებენ),... Read More

“ევროპული საქართველო” გვენეტაძის სავალდებულო მოწვევას ითხოვს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში

Comments Off on “ევროპული საქართველო” გვენეტაძის სავალდებულო მოწვევას ითხოვს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველო” თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო მოწვევას მოითხოვს. ამ მოთხოვნით ფრაქციამ წერილი უკვე გაუგზავნა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს. პარტიის... Read More