სებ-მა საჯარო რეესტრში დააფიქსირა, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა

Comments Off on სებ-მა საჯარო რეესტრში დააფიქსირა, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა

საჯარო რეესტრმა ეროვნული ბანკის (სებ) განცხადების საფუძველზე თიბისის ოფიციალურ დოკუმენტებში დააფიქსირა, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ. შესაბამისი ჩანაწერი საჯაროო... Read More

ავსტრალიელმა პითონმა მგზავრის ჩანთით 15 ათასი კილომეტრი იფრინა

Comments Off on ავსტრალიელმა პითონმა მგზავრის ჩანთით 15 ათასი კილომეტრი იფრინა

ავსტრალიელმა პითონმა დაახლოებით 15 ათასი კილომეტრი იფრინა შოტლანდიელი მგზავრის ჩანთით. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მგზავრმა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიტყო, მის ჩანთაში გველი რომ იყო მოთავსებული, მას შემდეგ, რაც ჩანთა გახსნა და... Read More

დიმიტრი პესკოვის შვილი ევროპარლამენტში სტაჟიორად მუშაობს – RFE/RL

Comments Off on დიმიტრი პესკოვის შვილი ევროპარლამენტში სტაჟიორად მუშაობს – RFE/RL

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შვილი ელიზავეტა პესკოვა ევროპის პარლამენტში სტაჟიორად მუშაობს და ევროკავშირის გარკვეულ დოკუმენტებსა და ბაზებზე დაშვება აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას RFE/RL ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პესკოვა სტაჟიორად საფრანგეთის წარმომადგენელ... Read More

რა იცით 25 თებერვალზე — Quiz

Comments Off on რა იცით 25 თებერვალზე — Quiz

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა. საბჭოთა ისტორიოგრაფია დამახინჯებულად წარმოაჩენს ამ პერიოდს. პირველი რესპუბლიკისა და მისი მმართველი მენშევიკების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის... Read More

შეგიძლია თუ არა სეზონური გრიპის და გაციების დამარცხება? [ტესტი]

Comments Off on შეგიძლია თუ არა სეზონური გრიპის და გაციების დამარცხება? [ტესტი]

იცით თუ არა, როგორ უნდა ებრძოლოთ სეზონურ გრიპსა და გაციებას? ყურადღებით ეცნობით რეკომენდაციებს? ეს ტექსტი დაგეხმარებათ ამის გარკვევაში.... Read More

კობა გვენეტაძე კანონს არღვევს – დავით ბაქრაძე

Comments Off on კობა გვენეტაძე კანონს არღვევს – დავით ბაქრაძე

ეს არის ერთდროულად ძალიან თავხედური და ძალიან შეშინებული პასუხი პარლამენტს და ამ პასუხით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირდაპირ არღვევს კანონს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის... Read More

ჩვენების ვიდეო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის გამოიყენეს – კობაურის ადვოკატი

Comments Off on ჩვენების ვიდეო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის გამოიყენეს – კობაურის ადვოკატი

ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები 24 თებერვალს ტელევიზიებით გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურებიან, სადაც კობაური გამომძიებელს ესაუბრება. მისი ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აღნიშნული ვიდეო საზოგადოების, მათ... Read More

იანვარში ფიზიკურ პირებზე სესხების მოცულობა დაახლოებით 265 მლნ ლარით შემცირდა

Comments Off on იანვარში ფიზიკურ პირებზე სესხების მოცულობა დაახლოებით 265 მლნ ლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკებიდან ლარში გაცემული სესხების მოცულობა 118.7 მლნ ლარით, ანუ 1 პროცენტით შემცირდა. ლარში გაცემული სესხების მსგავსად, უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების მოცულობაც 51.5... Read More

ავჭალის რკინიგზის სადგურს შესაძლოა ვლადიმერ გოგუაძის სახელი დაერქვას

Comments Off on ავჭალის რკინიგზის სადგურს შესაძლოა ვლადიმერ გოგუაძის სახელი დაერქვას

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისია ავჭალის რკინიგზის სადგურისთვის ვლადიმერ გოგუაძის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის. როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, საკითხის განხილვის მიზნით, უახლოეს... Read More

ეროვნული ბანკი პარლამენტში სესხების ახალი რეგულაციების განხილვის გადავადებას ითხოვს

Comments Off on ეროვნული ბანკი პარლამენტში სესხების ახალი რეგულაციების განხილვის გადავადებას ითხოვს

ეროვნული ბანკი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს 2019 წლის 1 იანვარს შემოღებული რეგულაციების საკითხის განხილვის გადავადების თხოვნით მიმართავს. “რაც შეეხება, კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება... Read More

არასრულწლოვნის გაუპატიურება შესაძლოა უვადო პატიმრობით დაისაჯოს

Comments Off on არასრულწლოვნის გაუპატიურება შესაძლოა უვადო პატიმრობით დაისაჯოს

არასრულწლოვანის გაუპატიურება შესაძლოა უვადო პატიმრობით დაისაჯოს. შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი მთავრობას განსახილველად უკვე გაეგზავნა. 2019 წლის 12 თებერვალს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ შსს არასრულწლოვანთა მიმართ... Read More

ეროვნული ბანკი: მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია პარლამენტში TBC-ზე საუბარი

Comments Off on ეროვნული ბანკი: მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია პარლამენტში TBC-ზე საუბარი

ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, პარლამენტში TBC ბანკის შესახებ ისაუბროს. როგორც მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული... Read More

ბასილაშვილმა კარენ ხაჩანოვი 2 სეტში დაამარცხა

Comments Off on ბასილაშვილმა კარენ ხაჩანოვი 2 სეტში დაამარცხა

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ჩემპიონატის პირველ ტურში რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა და შემდეგ რაუნდში გავიდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა 6-4 მოიგო, ხოლო მეორე 6-1. ხაჩანოვი ტურნირზე მე-4 ნომრად იყო... Read More

სასამართლომ მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა

Comments Off on სასამართლომ მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა

დღეს, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ნოზაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის... Read More

“კარფურის” ხაჭო რძის გარდა სხვა ცხიმების ნარევსაც შეიცავს – Momxmarebeli.ge

Comments Off on “კარფურის” ხაჭო რძის გარდა სხვა ცხიმების ნარევსაც შეიცავს – Momxmarebeli.ge

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პორტალის, Momxmarebeli.ge-ს განცხადებით, მომხმარებლის განცხადების საფუძველზე თბილისში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” მდებარე “კარფურში” შეძენილი ხაჭო გამოიკვლიეს. პორტალის ცნობით,  2019 წლის 10 თებერვალს მომხმარებელმა აცნობა, რომ... Read More

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 6 მარტს წარდგება

Comments Off on სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 6 მარტს წარდგება

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება. პარლამენტის 5-7 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების... Read More

“გააჩინე ხორცი” – რუსი ფემინისტების პერფორმანსი მილიტარიზაციის წინააღმდეგ

Comments Off on “გააჩინე ხორცი” – რუსი ფემინისტების პერფორმანსი მილიტარიზაციის წინააღმდეგ

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ფემინისტთა ჯგუფმა სამხედრო კომისარიატის წინ აქცია/პერფორმანსი გამართა. ქალებს ხელებში ბავშვივით გახვეული ხორცის ფარში ეკავათ, რითაც, როგორც აქტივისტები განმარტავენ, აპროტესტებენ ახალგაზრდების ჯარში გაწვევის პოლიტიკას. როგორც რუსი აქტივისტი ლედა გარინა... Read More

ბიძინა ივანიშვილი კონსულტაციებს საკუთარ რეზიდენციაში მართავს

Comments Off on ბიძინა ივანიშვილი კონსულტაციებს საკუთარ რეზიდენციაში მართავს

“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კონსულტაციებს საკუთარ რეზიდენციაში მართავს. როგორც ტელეკომპანია “პირველის” კადრებში ჩანს, შეხვედრაზე მივიდნენ გოგა ხაინდრავა, ლაშა ნაცვლიშვილი, არჩილ თალაკვაძე და ზვიად ძიძიგურიც. ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში რამდნიმე წუთი... Read More

არ მგონია, გედევანი ბოლო იყოს – ბესელია უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლაზე

Comments Off on არ მგონია, გედევანი ბოლო იყოს – ბესელია უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლაზე

დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გედევან ფოფხაძე არ იქნება ბოლო, ვინც საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. ბესელიას თქმით, ფოფხაძე ყველაზე ადრე გამოთქვამდა პროტესტს და რამდენიმე მცდელობა ჰქონდა უმრავლესობიდან გასვლის. “ასეთი ნაბიჯი ყველაზე... Read More

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ფრაქციის გარეშე რჩება

Comments Off on “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ფრაქციის გარეშე რჩება

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” ტოვებს. ჭიჭინაძის შესაბამისი მიმართვა  ბიუროს სხდომაზე ჯერჯერობით არ შესულა, დეპუტატი ადა მარშანია არ გამორიცხავს, რომ “საქართველოს პატრიოტებიდან” გასვლის შემდეგ დავით ჭიჭინაძე, დეპუტატ ეკა ბესელიასთან... Read More

ჟორჟოლიანის თქმით, ბექა ნაცვლიშვილთან იდეური განსხვავებები არ აქვს

Comments Off on ჟორჟოლიანის თქმით, ბექა ნაცვლიშვილთან იდეური განსხვავებები არ აქვს

პარლამენტში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის ლიდერ გია ჟორჟოლიანის თქმით, მას არავითარი იდეური და ღირებულებითი განსხვავებები არა აქვს ბექა ნაცვლიშვილთან, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციაც და პარტიაც დატოვა გასულ კვირაში თუმცა ჟორჟოლიანის... Read More

ოსკარის წითელი ხალიჩა – ფოტორეპორტაჟი

Comments Off on ოსკარის წითელი ხალიჩა – ფოტორეპორტაჟი

25 თებერვალს ლოს ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, “ოსკარის” გამარჯვებულები გამოავლინეს. წელს ყველაზე მეტი – ოთხი ჯილდო ბრაიან სინგერის Bohemian Rhapsody-მ მოიპოვა, საუკეთესო ფილმისათვის კი ოსკარი პიტერ ფარელის Green Book-ს ერგო.... Read More

სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

Comments Off on სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ სასამართლოში თავდებობის 15 ათასი ხელმოწერა წარადგინეს, ამის მიუხედავად, მოსამართლემ პატიმრობის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური... Read More

უმრავლესობის დატოვებას “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის წევრებიც აპირებენ

Comments Off on უმრავლესობის დატოვებას “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის წევრებიც აპირებენ

საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრებიც აპირებენ. “დიდი ხანია ვფიქრობთ, გავაგრძელოთ თუ არა უმრავლესობაში საქმიანობა. გვქონდა კონსულტაციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან. უმრავლესობას მივმართეთ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით. დღესაც... Read More