ხუხაშვილი, ჩერგოლეიშვილი და ამაღლობელი “ტვ პირველის” თოქ შოუს თანაწამყვანები იქნებიან

Comments Off on ხუხაშვილი, ჩერგოლეიშვილი და ამაღლობელი “ტვ პირველის” თოქ შოუს თანაწამყვანები იქნებიან

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი მომავალი კვირიდან “ტვ პირველის” ღამის თოქ-შოუს თანაწამყვანები იქნებიან. თოქ-შოუ საღამოს ეთერში კვირაში სამჯერ გავა. რატი ამაღლობელი გადაცემას ტვ “პირველის”... Read More

რომან კაკულია მესამე პოლიტიკურ ძალას ელის და ოცნებას და ენმ-ს წარმავალ ძალებს უწოდებს

Comments Off on რომან კაკულია მესამე პოლიტიკურ ძალას ელის და ოცნებას და ენმ-ს წარმავალ ძალებს უწოდებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მესამე პოლიტიკურ ძალაზე საუბრობს და “ოცნებას” და ნაციონალურ მოძრაობას “წარმავალს” უწოდებს. ამაზე მან მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კონტექსტში ისაუბრა... Read More

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს და კანცლერს შეხვდა

Comments Off on სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს და კანცლერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით, სადაც დღეს გერმანიის პრეზიდენტს და კანცლერს შეხვდა. “საქართველოსათვის ძალიან საჭიროა გერმანიის მეგობრობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს არაღიარების იმ პოლიტიკას, რომელშიც ასევე... Read More

სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება – მაია ცქიტიშვილი

Comments Off on სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებით უშუალოდ მთავრობა არის დაინტერესებული. ცქიტიშვილი განმარტავს, რომ 2014 წელს პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა სწორედ მთავრობამ გამოაცხადა,... Read More

ხაზარაძის გადაყენება შეიძლება სამართლებრივ პროცედურებს არღვევდეს — AmCham

Comments Off on ხაზარაძის გადაყენება შეიძლება სამართლებრივ პროცედურებს არღვევდეს — AmCham

საქართველოში ამერიკული სავაჭრო პალატის (AmCham Georgia-ს) პრეზიდენტი თიბისი ბანკის საქმეზე აცხადებს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, ეროვნულმა ბანკმა “თიბისის” ხელმძღვანელი პირების გადაყენება სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით  მოითხოვა. სავაჭრო პალატის შეფასებით, ისე ჩანს,... Read More

კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება – ბესელია “ოცნებიდან” წასვლაზე

Comments Off on კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება – ბესელია “ოცნებიდან” წასვლაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში დარჩება თუ არა, ეს მისი და 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. “ხელმძღვანელების მხრიდან ამის სურვილი (მე რომ... Read More

“მარშს” სურს, ცენტრალური ქუჩები პრაიდის ჩასაშლელად 2 კვირით ჩაკეტოს

Comments Off on “მარშს” სურს, ცენტრალური ქუჩები პრაიდის ჩასაშლელად 2 კვირით ჩაკეტოს

“ქართული მარშს” თბილისის პრაიდის კვირეულის ჩასაშლელად თბილისის ყველა ცენტრალური ქუჩისა და გამზირის დაკავება სურს. ამის შესახებ ჯგუფის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “TV პირველის”  ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი მოთხოვნა თბილისის... Read More

ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”

Comments Off on ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”

რა წერია წერილში, რომელიც “ციანიდის საქმეზე” დაკავებულმა დეკანოზმა მღვდელმთავრებს 2017 წელს გაუგზავნა და ერთ-ერთი ადრესატის თქმით, ფარულ მუქარას შეიცავს და “საეკლესიო ბედუკაძეობას” ნიშნავს? წერილი, რომელიც ახლა მღელვარების და განხილვის თემაა,... Read More

მთაწმინდის გამგეობამ მრავალშვილიანი დედების რბოლაზე ტენდერი შეწყვიტა

Comments Off on მთაწმინდის გამგეობამ მრავალშვილიანი დედების რბოლაზე ტენდერი შეწყვიტა

მთაწმინდის გამგეობამ ამავე რაიონში მცხოვრებ “ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედათა შორის, მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლების მიზნით, ავტორბოლის ღონისძიების” სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. თუმცა გამგებლის მოადგილე ავტომოყვარული ქალებისთვის სხვა ღონისძიების... Read More

აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს — “ათინათი”

Comments Off on აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს — “ათინათი”

“რადიო ათიანათი” ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ელოდება ათობით ადამიანი სამგლოვიარო პროცესიას აფხაზეთთან მდებარე გამყოფ ხაზთან, ზუგდიდის მხრიდან; მიცვალებულს აფხაზეთიდან მოასვენებენ, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მდგარმა ნათესავებმა მისი დატირება... Read More

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ვაგდია ელკორაიეს ბრალდებებს უარყოფს

Comments Off on ქირურგიის ეროვნული ცენტრი ვაგდია ელკორაიეს ბრალდებებს უარყოფს

ქირურგიის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პაციენტს მიეწოდება უხარისხო სამედიცინო მომსახურება და სცემეს ეგვიპტის მოქალაქე ვაგდია ელკორაიეს, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სიცრუეს. “პაციენტის მოთავსების დღიდან, ყველა პროტოკოლის დაცვით,... Read More

“არენა 1”-ში ქურდობის ფაქტი არ დასტურდება – შსს

Comments Off on “არენა 1”-ში ქურდობის ფაქტი არ დასტურდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, სპორტკომპლექს “არენა 1”-ში ქურდობის ფაქტი არ დასტურდება. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კარი დაზიანებული არ არის, არამედ გასაღებით არის გაღებული, ქურდობის ფაქტი არ... Read More

ილია II-მ მოსკოვზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლები მიიღო

Comments Off on ილია II-მ მოსკოვზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლები მიიღო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლები მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 20 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ცნობის თანახმად, შეხვედრაზე, რომელიც საპატრიარქოს შენობაში შედგა,... Read More

იმედია, ივანიშვილი კაი მსუყე თანხას ჩარიცხავს — კვიციანი ცენტრზე შეყვარებულებისთვის

Comments Off on იმედია, ივანიშვილი კაი მსუყე თანხას ჩარიცხავს — კვიციანი ცენტრზე შეყვარებულებისთვის

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, შეყვარებული წყვილების დაქორწინების ხელშესაწყობად შექმნილ ცენტრში ბიძინა ივანიშვილი “კაი მსუყე თანხას” ჩარიცხავს. იქვე ახსენა “100 მილიონი”. ორგანიზაცია, სახელად “ქართული... Read More

ქალისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრობა მეტისმეტად მძიმე ტვირთია – დეპუტატის სექსისტური განცხადება

Comments Off on ქალისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრობა მეტისმეტად მძიმე ტვირთია – დეპუტატის სექსისტური განცხადება

პარლამენტის წევრის, ნატო ჩხეიძის თქმით, “ქალისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრობა მეტისმეტად მძიმე ტვირთია”. ეს სექსისტური განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც დეპუტატები ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს უსმენენ. “მივესალმები მნიშვნელოვან პოსტებზე... Read More

“პარტიზანული მებაღეობის” აქცია/მსვლელობა თბილისში ხელნაკეთი “ცხედრებით” [ფოტო/ვიდეო]

Comments Off on “პარტიზანული მებაღეობის” აქცია/მსვლელობა თბილისში ხელნაკეთი “ცხედრებით” [ფოტო/ვიდეო]

“პარტიზანული მებაღეობა” დღეს, 20 თებერვალს, თბილისში აქცია/პერფორმანს მართავს. აქციის წევრები ხელნაკეთი “ცხედრებით” მერიისგან ქალაქის ისეთ დაგეგმარებას ითხოვენ, რომელშიც მწვანე სივრცე და ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტული იქნება.   ტომრისგან დამზადებულო ხელნაკეთი... Read More

2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 138 მლნ ლარია გამოყოფილი

Comments Off on 2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 138 მლნ ლარია გამოყოფილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 138 მლნ ლარია გამოყოფილი. მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: ზუგდიდში- ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია; ვანის არქეოლოგიური მუზეუმის... Read More

“ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?” – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

Comments Off on “ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?” – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

მარიანა კოტოვას ბლოგი სოხუმიდან “ზეგ ენგურჰესზე გადაღებაზე მიდიხარ” – შემატყობინა რედაქტორმა და მითხრა, რომ “ჩერნომორენერგოს” პრესსამსახურში პასპორტის ასლი უნდა გამეგზავნა. ის, რომ კაშხალზე მივდიოდით, აზრადაც არ მომსვლია. “ენგურჰესის” სადგურს საკმაოდ... Read More

როგორ იცნობ საქართველოს ეკლესიის ისტორიას? – Quiz

Comments Off on როგორ იცნობ საქართველოს ეკლესიის ისტორიას? – Quiz

მალე 102 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც სვეტიცხოვლის ტაძარში სამღვდელოების წარმომადგენლებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადეს. ასე დასრულდა 106-წლიანი იძულებითი “ერთობა” მოსკოვის საპატრიარქოსთან. თუმცა საქართველოს ეკლესიის ისტორია 1917 წლამდე საუკენეებით... Read More

ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, მარნეულსა და ახალციხეში წელს აუზების მშენებლობა იგეგმება

Comments Off on ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, მარნეულსა და ახალციხეში წელს აუზების მშენებლობა იგეგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 წელს ქუთაისსა და ზუგდიდში 50-მეტრიანი ოლიმპიური აუზები აშენდება. მისივე თქმით, სამინისტრო წელსვე გეგმავს 25-მეტრიანი საცურაო აუზის მშენებლობის დაწყებას ახალციხეში, ფოთსა და... Read More

იაპონელმა მეთევზეებმა ღრმა წყლების 2 იშვიათი ბინადარი დაიჭირეს

Comments Off on იაპონელმა მეთევზეებმა ღრმა წყლების 2 იშვიათი ბინადარი დაიჭირეს

იაპონელმა მეთევზეებმა ღრმა წყლების ბინადარი ორი თასმა-თევზი დაიჭირეს. როგორც CNN წერს, თევზის ეს სახეობა იშვიათია. ისინი ღრმა წყლებში ბინადრობენ და უძველესი დროიდან, ადგილობრივი მოსახლეობა მათ მიწისძვრისა და ცუნამის მაცნედ მიიჩნევს.... Read More

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკინგი ივლისიდან ამოქმედდება

Comments Off on თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკინგი ივლისიდან ამოქმედდება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკინგი საპილოტე რეჟიმში ივლისიდან ამოქმედდება. პარკინგის ეს ტიპი, რომელიც ზონისა და დროის მიხედვით განსხვავებულ საფასურს ითვალისწინებს, თავდაპირველად კოტე აფხაზის ქუჩაზე გავრცელდება, შემდეგ, კი სხვა... Read More

ოსურმა მხარემ გამშვები პუნქტი დროებით გახსნა

Comments Off on ოსურმა მხარემ გამშვები პუნქტი დროებით გახსნა

ახალგორიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელი გამშვები პუქნტი  დღეს, 20 თებერვალს სამი დღით, ცალმხრივად გაიხსნა. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც გამშვები პუნქტის დაკეტვის შემდეგ ახალგორიდან ვეღარ გამოდიოდნენ, მათ შორის მკურნალობის მიზნით, შესაძლებლობა აქვთ... Read More

არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტს თბილისში ქალთა მსვლელობა გაიმართება

Comments Off on არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტს თბილისში ქალთა მსვლელობა გაიმართება

8 მარტს თბილისში, რუსთაველის მეტროდან დაიწყება ქალთა მსვლელობა. “არ არსებობს უმუშევარი ქალი!” – ეს არის აქციის ორგანიზატორთა მთავარი გზავნილი. როგორც ფეისბუკზე გავრცელებულ ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 16:00 საათზე... Read More