ვაკეში ერთი ადამიანი დაჭრეს

Comments Off on ვაკეში ერთი ადამიანი დაჭრეს

რუსთავი2 იუწყება, რომ თბილისში, ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი ფეხში დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი — ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებითა (117-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (236-ე)... Read More

თუ საჭირო იქნა, ყველაფერს გავაკეთებთ ცვლილებებისთვის – კალაძე ცილისწამებაზე

Comments Off on თუ საჭირო იქნა, ყველაფერს გავაკეთებთ ცვლილებებისთვის – კალაძე ცილისწამებაზე

“ჩვენი ჩართულობაც თუ აუცილებელი იქნება, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ არასამთავრობო სექტორთან ერთად, რომ ცვლილებები განვახორციელოთ”, – აცხადებს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახი კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებით. “განვითარებულ ქვეყნებშიც უკვე დაიწყეს... Read More

14 იანვარს გაიმართება სომხეთის ახალი პარლამენტის პირველი სხდომა

Comments Off on 14 იანვარს გაიმართება სომხეთის ახალი პარლამენტის პირველი სხდომა

2019 წლის 14 იანვარს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება მე-7 მოწვევის, 2018 წლის დეკემბერში არჩეული ახალი პარლამენტის, ეროვნული ასამბლეის პირველი სხდომა. პარლამენტში 132 დეპუტატია სამი პოლიტიკური პარტიიდან. მათგან 101 (76.5%) პირველადაა... Read More

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების გამო გადადგა

Comments Off on საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების გამო გადადგა

მაკედონიასთან ქვეყნის სახელწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმების მიმართ პროტესტის ნიშნად, საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, მემარჯვენე პანოს კამენოსმა, 13 იანვარს თანამდებობა დატოვა. “გარდიანის” თანახმად, კამენოსის ეს ნაბიჯი გაურკვეველ ვითარებაში ტოვებს საბერძნეთის კოალიციურ მთავრობას.... Read More

შსს: დავაკავეთ 31 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვნებს ინტიმურ მიმოწერას აიძულებდა

Comments Off on შსს: დავაკავეთ 31 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვნებს ინტიმურ მიმოწერას აიძულებდა

31 წლის კაცი არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებითაა დაკავებული, — იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბრალდებული, ინიციალებით ნ.კ, 13 იანვარს დააკავეს. შსს-მ გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინების შემდეგ... Read More

საპატრიარქოს მოუწოდებენ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიცია დააფიქსიროს

Comments Off on საპატრიარქოს მოუწოდებენ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიცია დააფიქსიროს

13 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა და მოუწოდა, დააფიქსირონ ერთიანი პოზიცია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე. 2019 წლის 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს. ავტოკეფალიის... Read More

FBI იძიებდა, მუშაობდა თუ არა ტრამპი რუსეთისთვის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ — NYT

Comments Off on FBI იძიებდა, მუშაობდა თუ არა ტრამპი რუსეთისთვის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ — NYT

იმ დღეებში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ის) დირექტორი ჯეიმს კომი სამსახურიდან დაითხოვა, FBI-ის მაღალჩინოსნები იმდენად შეშფოთებულები იყვნენ, რომ დაიწყეს გამოძიება, იქცეოდა თუ არა ტრამპი “ამერიკის ინტერესების... Read More

გარდაბანში 4 ცხენის ქურდობის ბრალდებით 45 წლის პირი დააკავეს

Comments Off on გარდაბანში 4 ცხენის ქურდობის ბრალდებით 45 წლის პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა 45 წლის დ.დ ოთხი ცხენის ქურდობის ბრალდებით. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 8 იანვარს გარდაბნის... Read More

გუნდში გვექნება მსჯელობა და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს — კალაძე ბესელიას გარიცხვაზე

Comments Off on გუნდში გვექნება მსჯელობა და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს — კალაძე ბესელიას გარიცხვაზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახი კალაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი იმსჯელებს ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვაზე. ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა და... Read More

გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაწევა საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიას — კოალიცია

Comments Off on გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაწევა საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიას — კოალიცია

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ეხმაურება თანამდებობის პირების მიერ 2019 წლის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებებს ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და გამოხატვის თავისუფლების არსებული სტანდარტის გაუარესებისკენ ინიცირებულ ნებისმიერ ცვლილებას უარყოფითად აფასებს. მსგავსი განცხადებები გააკეთეს საქართველოს... Read More

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს

Comments Off on შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს. ამ დრომდე არც საქართველოს საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ თავიანთი პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. “მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური... Read More

მარნეულში ქალის დაჭრის ბრალდებით დედა დააკავეს

Comments Off on მარნეულში ქალის დაჭრის ბრალდებით დედა დააკავეს

ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს, რომ მარნეულში ქალის დაჭრის ბრალდებით დედა დააკავეს. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მარნეულის სათემო რადიომ გაავრცელა. რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, ქალს დაზიანება მას შემდეგ მიაყენეს, რაც გაიგეს, რომ მესამე პირი მისი... Read More