კონსენსუსით მივიღებთ გადაწყვეტილებას – ვაშაძე ოპოზიციის გეგმებზე

Comments Off on კონსენსუსით მივიღებთ გადაწყვეტილებას – ვაშაძე ოპოზიციის გეგმებზე

რა გეგმები აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციები დააანონსა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. ვაშაძის თქმით, ამ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება ოპოზიციას არ მიუღია და გეგმებს საზოგადოებას... Read More

ზურაბიშვილი – 57,37%, ვაშაძე – 42.63 % – ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

Comments Off on ზურაბიშვილი – 57,37%, ვაშაძე – 42.63 % – ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 42.63% მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 57.37%. აღნიშნული მონაცემები დათვლილია უბნების 31,88%-ის მიხედვით. 3 705 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1179... Read More

ავღანეთში გახსნილ ორივე უბანზე არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

Comments Off on ავღანეთში გახსნილ ორივე უბანზე არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ავღანეთში დისლოცირებული ქართველი ჯარისკაცებისთვის გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე გაერთაინებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. N1 ბაგრამის საარჩევნო უბანზე 366-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა ვაშაძეს, ხოლო 316-მა... Read More

დაძაბულობა მარნეულში – Live

Comments Off on დაძაბულობა მარნეულში – Live

ვაშაძის შტაბის წევრებმა მარნეულში, სოფელ იმირთან გზის გადაკეტვას ცდილობენ. მიზეზი, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, იმირის საარჩევნო უბანზე მომხდარი გაყალბებაა. მათი თქმით, ხმის დათვლის მომენტში საუბნო კომისიის წევრები უმრავლესობის ხარჯზე... Read More

გოგა ხაინდრავა ზურაბიშვილისთვის მისალოცად ამჯერად გვირილების თაიგულით მივიდა

Comments Off on გოგა ხაინდრავა ზურაბიშვილისთვის მისალოცად ამჯერად გვირილების თაიგულით მივიდა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის შტაბში მეორე ტურის შედეგების მისალოცად ამჯერად გვირილების თაიგულით მივიდა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ. ხაინდრავამ თქვა, რომ ეს არის “საქართველოს გამარჯვება”. სალომე ზურაბიშვილთან შედეგების მისალოცად ხაინდრავა... Read More

მივდივარ კი არა, მოვდივარ, ქოცებო – ნიკა გვარამია

Comments Off on მივდივარ კი არა, მოვდივარ, ქოცებო – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით კმაყოფილია და არსად წასვლას არ აპირებს. გვარამია არჩევნებამდე ამბობდა, რომ ქვეყანას დატოვებდა, თუ სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა... Read More

ამომრჩეველმა ბოლოჯერ მოგვცა შანსი – რომან კაკულია

Comments Off on ამომრჩეველმა ბოლოჯერ მოგვცა შანსი – რომან კაკულია

“ჩემი სუბიექტური შეგრძნებაა, რომ ამომრჩეველმა ბოლოჯერ მოგვცა შანსი”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ გააკეთა არჩევნების შედეგების ეგზიტპოლებთან დაკავშირებით. “რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს შედეგი დადგა იმ... Read More

გიგა ბოკერია: პირველი ტურის შემდგომ პროცესებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას

Comments Off on გიგა ბოკერია: პირველი ტურის შემდგომ პროცესებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას

“ხმის მიცემის ფარულობის მასობრივმა დარღვევამ, შავი ფულის მასობრივმა ბრუნვამ, დაშინებამ, ძალადობამ, დაუსჯელობამ და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს დგას ქართული საზოგადოების... Read More

რესპუბლიკელებს იმედი აქვთ, რომ ვაშაძე რევოლუციის თაობაზე თავის წინასაარჩევნო პოზიციას მხარს დაუჭერს

Comments Off on რესპუბლიკელებს იმედი აქვთ, რომ ვაშაძე რევოლუციის თაობაზე თავის წინასაარჩევნო პოზიციას მხარს დაუჭერს

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, პარტია გადაწყვეტილებას გრიგოლ ვაშაძისა და გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციის გახმიანების შემდეგ მიიღებს. ბერძენიშვილს იმედი აქვს, რომ... Read More

“ყოველთვის არ გპასუხობდით, ზოგჯერ ასე იყო საჭირო” – ზურაბიშვილის მადლობა ჟურნალისტებს

Comments Off on “ყოველთვის არ გპასუხობდით, ზოგჯერ ასე იყო საჭირო” – ზურაბიშვილის მადლობა ჟურნალისტებს

საზოგადოების, საკუთარი ოჯახისა და მმართველი პარტიის გარდა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა ჟურნალისტებსაც გადაუხადა. “ვიცი, რომ ყოველთვის არ გიპასუხეთ, ზოგჯერ ასე იყო საჭირო”, – განაცხადა ზურაბიშვილმა შტაბში გამართულ ბრიფინგზე, მას შემდეგ, რაც... Read More

II ტურში 2 მილიონამდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

Comments Off on II ტურში 2 მილიონამდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათისთვის 56,23% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 975 845 ადამიანს შეადგენს. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა., ყველაზე მაღალი აქტივობა, 72,... Read More

დღეს გაკეთდა პრინციპული არჩევანი – ზურაბიშვილი

Comments Off on დღეს გაკეთდა პრინციპული არჩევანი – ზურაბიშვილი

“დღეს გაკეთდა პრინციპული არჩევანი”, – ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, რომელიც რ2-ისა და იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებით არჩევნებში იმარჯვებს. ზურაბიშვილ მამადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, მხარდამჭერ პარტიას, თავის ოჯახს და... Read More

სააკაშვილის მოწოდებას დაუმორჩილებლობაზე შეთანხმებულად ვუპასუხებთ – ნიკა მელია

Comments Off on სააკაშვილის მოწოდებას დაუმორჩილებლობაზე შეთანხმებულად ვუპასუხებთ – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ “გაერთიანებული ოპოზიცია” ერთობლიბად მოითათბირებს და ამის შემდეგ გააკეთებენ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე. ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიხეილ სააკშვილმა მომხრეებს დამოურჩილებლობისა და... Read More

სააკაშვილი: მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში რადაც არ უნდა დამიჯდეს

Comments Off on სააკაშვილი: მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში რადაც არ უნდა დამიჯდეს

“ბრძოლის გაშლასთან ერთად,  რა თქმა უნდა,  მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადა.  “მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში რადაც არ... Read More

გვარამია, როგორხაარ? – სოფო კილაძე

Comments Off on გვარამია, როგორხაარ? – სოფო კილაძე

“გვარამია, როგორხაარ?”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის შედეგებს. როგორც რ2-ის, ასევე იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო... Read More

სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

Comments Off on სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

“ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, მე არ ვაღიარებ ამ არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ და მხარდამჭერებს მოუწოდა, საპროტესტო აქციების გზით მოითხოვონ რიგგარეშე... Read More

მადლობა საზოგადოებას, დანარჩენი ალბათ ჩემზეა – ივანიშვილი

Comments Off on მადლობა საზოგადოებას, დანარჩენი ალბათ ჩემზეა – ივანიშვილი

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი რეაქციისა და შეგრძნებისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა. მეც რასაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმუმს შევეცდები”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის... Read More

ვაშაძე: რუსთავი 2-ის ეგზიტპოლს პატივს ვცემ, თუმცა დაველოდები არჩევნების შედეგებს

Comments Off on ვაშაძე: რუსთავი 2-ის ეგზიტპოლს პატივს ვცემ, თუმცა დაველოდები არჩევნების შედეგებს

პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ს და ედისონ რისერჩს პატივს სცემს, თუმცა დაელოდება არჩევნების შედეგებს, რადგანაც ეგზიტპოლის შედეგები 17.00 საათის მონაცემებს ასახავს, მოქალაქეების დიდმა... Read More

ზურაბიშვილი 58%; ვაშაძე 42 % – “იმედის” ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემები

Comments Off on ზურაბიშვილი 58%; ვაშაძე 42 % – “იმედის” ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემები

ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ ხმების 42% მიიღო, ხოლო  სალომე ზურაბიშვილმა – 58%. “იმედმა” ეგზიტპოლის ჩატარება დაუკვეთა კვლევით ორგანიზაცია Gallup International-ს. სახელის მსგავსების მიუხედავად,... Read More

ვაშაძე – 45%, ზურაბიშვილი – 55% – “რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლის შედეგი

Comments Off on ვაშაძე – 45%, ზურაბიშვილი – 55% – “რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლის შედეგი

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა ხმების 45%, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 55%. “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კვლევითმა ორგანზიაციამ... Read More

სამგორში ენმ-ის წევრი პატრულის დახმარებით გააძევეს უბნიდან – ISFED

Comments Off on სამგორში ენმ-ის წევრი პატრულის დახმარებით გააძევეს უბნიდან – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, სამგორის #24 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა. ISFED-ის ცნობით, საარჩევნო უბნიდან ენმ-ის წარმომადგენელი პატრულის დახმარებით გააძევეს. 17:00 საათისთვის ორგანიზაციამ ხმის... Read More

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სია დაიკარგა, ხმის მიცემა გაგრძელდა

Comments Off on ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სია დაიკარგა, ხმის მიცემა გაგრძელდა

საარჩევნო სია დაიკარგა ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე, რის გამოც ხმის მიცემა დროებით შეჩერებული იყო. როგორც ნეტგაზეთს უბნიდან მიაწოდეს ინფორმაცია, დაკარგულია სიის ერთი ფურცელი, რომელზეც დატანილია 15 ამომრჩევლის მონაცემი.... Read More

ჟვანიას ფოტოსურათიანი სიების გამოყენებაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ აქვს – ჯანდიერი

Comments Off on ჟვანიას ფოტოსურათიანი სიების გამოყენებაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ აქვს – ჯანდიერი

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელები, დავით ჯანდიერი და თინა ბოკუჩავა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შეხვდნენ. როგოროც შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ცესკო-ს თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდეს იმ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი აქვს... Read More

ოპოზიცია ამბობს, რომ ჩუმლაყში მათი მანქანის მიმართულებით ისროლეს

Comments Off on ოპოზიცია ამბობს, რომ ჩუმლაყში მათი მანქანის მიმართულებით ისროლეს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში უცნობმა პირმა იმ ავტომობილისკენ ისროლა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა შუადღისას მოხდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმის, დავით სააკაშვილის თქმით, რომელიც ჩუმლაყში ოპოზიციის... Read More