ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში “ეთნიკური შუღლის გაღვივება” მედიას დააბრალა

Comments Off on ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში “ეთნიკური შუღლის გაღვივება” მედიას დააბრალა

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ნინოწმინდაში ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან საკუთარ თურქოფობიულ განცხადებასთან დაკავშირებით “ეთნიკური შუღლის გაღვივება” მედიას დააბრალა — მისი თქმით, შუღლს ის აღვივებს, ვინც “არასწორ ინფორმაციას” ავრცელებს.... Read More

ტვ “კავკასია” 26 ოქტომბერს ივანიშვილთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

Comments Off on ტვ “კავკასია” 26 ოქტომბერს ივანიშვილთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

ტელეკომპანია “კავკასია” უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრაში, რომელიც 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ამის მიზეზად ტელეკომპანია გაუგებარ ფორმატს ასახელებს. “თუ ეს შეხვედრა არის... Read More

დავით ბაქრაძე: წარსული არის წარსული

Comments Off on დავით ბაქრაძე: წარსული არის წარსული

ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდმა სიკეთესთან ერთად პრობლემებიც მოიტანა, თუმცა “წარსული არის წარსული” და “მუდამ წარსულზე არ უნდა ვსაუბრობდეთ”. საპრეზიდენტო... Read More

გრიგოლ ვაშაძე: ჯერ ატლანტიკური ინტეგრაცია და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება

Comments Off on გრიგოლ ვაშაძე: ჯერ ატლანტიკური ინტეგრაცია და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება

პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში კანდიდატების დებატების დროს საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა. წამყვანის კითხვის საპასუხოდ, მოახერხებდა თუ არა არჩევნებში გამარჯვების... Read More

გრიგოლ ვაშაძე: არავითარი “კავკასიური შურისძიების” გრძნობა არ მამოქმედებს

Comments Off on გრიგოლ ვაშაძე: არავითარი “კავკასიური შურისძიების” გრძნობა არ მამოქმედებს

“სასაცილოა, რომ მე ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს იმიტომ, რომ მთელი ჩემი განვლილი გზა კომპრომისის ძებნაა და ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ არავითარი, ასე ვთქვათ, კავკასიური შურისძიების გრძნობა... Read More

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში არის კორუფცია

Comments Off on სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში არის კორუფცია

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დებატებისას, დღეს, 24 ოქტომბერს, თქვა, რომ საქართველოში კორუფცია ახლაც არის. კორუფციასთან დაკავშირებული კითხვა ოპონენტს პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა დავით ბაქრაძემ... Read More

ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილზე – სტუდიაში შემოსვლისას მე და ვაშაძეს არ მოგვესალმა

Comments Off on ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილზე – სტუდიაში შემოსვლისას მე და ვაშაძეს არ მოგვესალმა

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში შესვლისას სალომე ზურაბიშვილი მას და გრიგოლ ვაშაძეს არ მიესალმა. ეს განცხადება ბაქრაძემ 24 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებისას... Read More

ზურაბიშვილმა ვერ უპასუხა ვაშაძის კითხვას სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვზე

Comments Off on ზურაბიშვილმა ვერ უპასუხა ვაშაძის კითხვას სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვზე

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ უპასუხა ოპონენტის, გრიგოლ ვაშაძის შეკითხვას, საქართველოში “რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში”. კანდიდატებს შორის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მიმდინარეობს. ვაშაძე-ზურაბიშვილს შორის საუბარი ასე წარიმართა:... Read More

სალომე ზურაბიშვილი: არავისთან ვყოფილვარ გარიგებაში, როცა სააკაშვილთან მქონდა წინააღმდეგობა, გზები გაიყარა

Comments Off on სალომე ზურაბიშვილი: არავისთან ვყოფილვარ გარიგებაში, როცა სააკაშვილთან მქონდა წინააღმდეგობა, გზები გაიყარა

“ვინც დღეს ამბობს, რომ შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი, არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ იმდენად დამოუკიდებელი ვარ, რომ ალბათ„ქართული ოცნებაც“ ვერ მმართავს, – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე... Read More

სომხეთში ახალი პარტია “სომხური ოცნება” დააფუძნეს

Comments Off on სომხეთში ახალი პარტია “სომხური ოცნება” დააფუძნეს

სომხური მედიის ცნობით, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პარტია “სომხური ოცნება” დაარეგისტრირეს. პარტიის შექმნის შესახებ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “ხავერდოვანმა რევოლუციამ” სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმე ხვედრისგან იხსნა და საბოლოო გამარჯვებისთვის აუცილებელია ახალი,  მმართველობის რეალურად... Read More

ბოლტონი: აშშ გააგრძელებს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მხარდაჭერას

Comments Off on ბოლტონი: აშშ გააგრძელებს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მხარდაჭერას

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მხარდაჭერას. რადიო “თავისუფლების” თანახმად, ბოლტონმა 24 ოქტომბერს ბაქოში განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა... Read More

10 პროდუქტი თქვენი დაზიანებული თმის გაჯანსაღებისთვის

Comments Off on 10 პროდუქტი თქვენი დაზიანებული თმის გაჯანსაღებისთვის

შეღებვა, გასწორება, ქიმიური დახვევა, ფენით გაშრობა, ხშირი დაბანა და დაბინძურებული ჰაერი თმას აზიანებს, ბზინვარებას უკარგავს და უსიცოცხლოს ხდის. გთავაზობთ პროდუქტებს, რომელიც სწორედ ასეთი პრობლემებისთვის არის განკუთვნილი და თქვენს დაზიანებულ თმას... Read More

FBI-მ დააკავა ლიდერი ნეონაცისტური დაჯგუფებისა, რომელიც შარლოტსვილის აქციებში ფიგურირებდა

Comments Off on FBI-მ დააკავა ლიდერი ნეონაცისტური დაჯგუფებისა, რომელიც შარლოტსვილის აქციებში ფიგურირებდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI-მ) დააკავა რობერტ პოლ რუნდო, ძალადობრივი ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერი. ეს დაჯგუფება შარლოტსვილში შარშან მომხდარ არეულობაში ფიგურირებდა. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა New York Times-ი. “ტაიმზი” სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით... Read More

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი: ვგმობთ თავდასხმის მცდელობას ობამაზე, კლინტონებსა და CNN-ზე

Comments Off on აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი: ვგმობთ თავდასხმის მცდელობას ობამაზე, კლინტონებსა და CNN-ზე

“ვგმობთ თავდასხმის მცდელობას ყოფილ პრეზიდენტ ობამაზე, კლინტონებზე, CNN-სა და სხვებზე. ეს ლაჩრული მოქმედებები ამაზრზენია და მათი ადგილი არაა ამ ქვეყანაში”,- წერს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ტვიტერზე. პენსის ეს ციტატა გადატვიტა... Read More

“ეპლი” და “სამსუნგი” დააჯარიმეს სმარტფონების მუშაობის მიზანმიმართულად შენელებისთვის

Comments Off on “ეპლი” და “სამსუნგი” დააჯარიმეს სმარტფონების მუშაობის მიზანმიმართულად შენელებისთვის

კომპანიები, “ეპლი” (Apple) და “სამსუნგი” (Samsung) სმარტფონების ძველი მოდელების მუშაობის მიზანმიმართულად შენელებისთვის 10 და 5 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. კომპანიები იტალიის კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა. “გარდიანის” თანახმად, იტალიაში იანვარში დაწყებულმა გამოძიებამ დაადგინა,... Read More

ივანიშვილი ინტერვიუზე იწვევს “მაესტროს”, “ობიექტივს”, “პალიტრას”, “კავკასიას” და “იბერიას”

Comments Off on ივანიშვილი ინტერვიუზე იწვევს “მაესტროს”, “ობიექტივს”, “პალიტრას”, “კავკასიას” და “იბერიას”

ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მაესტროს, ობიექტივის, პალიტრა ნიუსის, კავკასიისა და იბერიის ჟურნალისტებს იწვევს ინტერვიუზე. 26 ოქტომბრის ინტერვიუზე ისევ მიწვეულია რუსთავი 2-ც, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი არც ამ სიაშია. რამდენიმე... Read More

გვარამია: რუსთავი2-ის ვებსაიტზე კიბერშეტევაა

Comments Off on გვარამია: რუსთავი2-ის ვებსაიტზე კიბერშეტევაა

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ არხის ვებსაიტზე კიბერშეტევაა. “დაკარგული გვაქვს მართვის და ადმინისტრირების შესაძლებლობა და სრულიად ვერ ვაკონტროლებთ საიტს”, დაწერა გვარამიამ ფეისბუკზე. ამჟამად არხის ვებსაიტზე წვდომა შეზღუდულია —... Read More

CNN-ის ნიუსრუმში ევაკუაცია გამოცხადდა – შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

Comments Off on CNN-ის ნიუსრუმში ევაკუაცია გამოცხადდა – შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

ნიუ იორკის პოლიციის დეპატრამენტის ინფორმაციით, Time Warner Center-ში, სადაც CNN-ის მთავარი ოფისია განთავსებული, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. როგორც ამერიკული მედიასაშუალება წერს, სუაფრთხოების მიზნით შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. Pushing us back further pic.twitter.com/fK5bntJ6ao... Read More

ღია ცის ხელშეკრულება და რუსული ინტერპრეტაციები

Comments Off on ღია ცის ხელშეკრულება და რუსული ინტერპრეტაციები

22 ოქტომბერს ეუთოს საკონსულტაციო კომისიამ 2019 წლის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში ფრენების  განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.  რითაც, თავის მხრივ, დროებით მოგვარდა 2017 წელს დაწყებული დავა. 2018 წლის კვოტების გადანაწილებისას, რუსეთი მოითხოვდა... Read More

2-დოლარიანი ლოტოს ბილეთით აშშ-ის მოქალაქემ $1.5 მილიარდი მოიგო

Comments Off on 2-დოლარიანი ლოტოს ბილეთით აშშ-ის მოქალაქემ $1.5 მილიარდი მოიგო

სამხრეთ კაროლინის ერთ-ერთმა მკვიდრმა, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის, ლოტოში “მეგა მილიონები” 2-დოლარიანი ბილეთით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი მოიგო. ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, დადგენილი წესით, თუ ლატარეის... Read More

ობამასა და კლინტონების მისამართზე სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობებს გზავნიდნენ

Comments Off on ობამასა და კლინტონების მისამართზე სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობებს გზავნიდნენ

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ბარაკ ობამასა და ჰილარი და ბილ კლინტონების მისამართზე ამ დროისთვის დაუდგენელი პირები სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობებს გზავნიდნენ. როგორც CNN წერს, საეჭვო ამანათი არც ობამას და არც კლინტობეს... Read More

რა წერია გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში

Comments Off on რა წერია გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში

გთავაზობთ ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამას, რომელიც ნეტგაზეთს მისი შტაბიდან მიაწოდეს. პროგრამის პრეზენტაცია 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ქვემოთ მოცემული ხედვების დიდი ნაწილის რეალობაში ასახვას მხოლოდ პრეზიდენტის კომპტენეცია არ ეყოფა... Read More

რამდენჯერ ახსენა ივანიშვილმა “რუსთავი 2” ორსაათნახევრიან ინტერვიუში [ვიდეო]

Comments Off on რამდენჯერ ახსენა ივანიშვილმა “რუსთავი 2” ორსაათნახევრიან ინტერვიუში [ვიდეო]

ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი ინტერვიუს დიდი ნაწილი “რუსთავი 2”-ზე საუბარს დაუთმო. პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ მაქსიმალურად ერთ წელიწადში, გაძლიერებული მენეჯმენტით, მოახერხებს, “ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ამ სახელმწიფოში,... Read More

სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად არ აირჩია

Comments Off on სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად არ აირჩია

სომხეთის პარლამენტმა დღეს, 24 ოქტომბერს, კენჭი უყარა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას და ხმათა უმრავლესობით არ აირჩია. პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტში დღევანდელ გამოსვლაში თავადაც აცხადებდა, რომ... Read More