პარლამენტის თავმჯდომარემ სუბელიანთან შესვლის ნებართვა კვირას, P.S.-ის ანონსის შემდეგ გასცა

Comments Off on პარლამენტის თავმჯდომარემ სუბელიანთან შესვლის ნებართვა კვირას, P.S.-ის ანონსის შემდეგ გასცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ მირზა სუბელიანის მონახულების ნებართვა სულ ხუთჯერ მისცა, აქედან ერთი ნებართვა არასამუშაო დღეს, P.S.-ის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ... Read More

ხაშოგი მოკლეს და ცხედარი დაანაწევრეს – CNN

Comments Off on ხაშოგი მოკლეს და ცხედარი დაანაწევრეს – CNN

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჯერ მოკლეს, მერე ცხედარი დაანაწევრეს, – ამის შესახებ CNN თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. CNN-ის ინფორმაციით, თურქეთის ოფიციალური პირები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ... Read More

ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

Comments Off on ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანმა განცხადება დღეს საღამოს, პირდაპირი ეთერით გააკეთა. ფაშინიანმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპარლამენტო ძალებმა დაარწმუნეს, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის... Read More

პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე კუდ-ის სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს – რუსთავი 2

Comments Off on პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე კუდ-ის სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს – რუსთავი 2

“კურიერის” ინფორმაციით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა. ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ეჭვქვეშ დააყენა სკოტლანდ იარდის 10 წლის წინანდელი გამოძიება, რომლის თანახმადაც პატარკაციშვილი... Read More

“იბერიის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება და პოლიტიკური თოქ-შოუ ეთერში ვერ გავიდა

Comments Off on “იბერიის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება და პოლიტიკური თოქ-შოუ ეთერში ვერ გავიდა

ტელეკომპანია “იბერიის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება და ღამის პოლიტიკური თოქ-შოუ დღეს ეთერში არ გასულა. ამის მიზეზად ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი “ქართული ოცნების” ტერორს და ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. “აქამდეც მივედით.... Read More

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლამბალოში გატაცებული გოგოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

Comments Off on მთავრობის ადმინისტრაციასთან ლამბალოში გატაცებული გოგოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლამბალოში 12 ოქტომბერს გატაცებული გოგოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან აღნიშნულ საქმეზე სწრაფ და ქმედითუნარიან რეაგირებას ითხოვდნენ. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ე.წ. მოტაცებაზე სასჯელი უნდა... Read More

ლუგარის ლაბორატორიის საკითხი “საზოგადოებრივ კონტროლზე” ავიყვანოთ – ზახაროვა

Comments Off on ლუგარის ლაბორატორიის საკითხი “საზოგადოებრივ კონტროლზე” ავიყვანოთ – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მარია ხაზაროვა ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, მედიასაშუალებებს სთავაზობს, ლუგარის ლაბორატორიის საკითხი “საზოგადოებრივ კონტროლზე” აიყვანონ. როგორც ზახაროვამ 16 ოქტომბერს ვიდეო-ხიდის, მოსკოვი-თბილისი-ტალინი-კიშინიოვის დროს განაცხადა,... Read More

6 ივლისს რუსთაველზე არაფერი ხდებოდა და სუბელიანი სარალიძეზე ინფორმაციას ვერ მიიღებდა – გვარამია

Comments Off on 6 ივლისს რუსთაველზე არაფერი ხდებოდა და სუბელიანი სარალიძეზე ინფორმაციას ვერ მიიღებდა – გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ  პროკურატურის მიერ 16 ოქტომბერს მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერი დადგმულია. გვარამიას თქმით, ორ პირს შორის დიალოგი, თუ ისინი წინასაწარ დაწერილ ტექსტს არ... Read More

ომბუდსმენი: სუბელიანი ჩანაწერებზე არ საუბრობს, არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში

Comments Off on ომბუდსმენი: სუბელიანი ჩანაწერებზე არ საუბრობს, არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში

სახალხო დამცველი საპატირმოში მირზა სუბელიანს შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებულს არ სურს საუბარი გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ: “როდესაც ვსვამდი შეკითხვებს ჩანაწერებთან დაკავშირებით, მას არ ჰქონდა სურვილი, რაიმე ტიპის... Read More

ჩანაწერების გამოქვეყნებით პროკურატურა საკუთარი პროცესის დისკრედიტაციას ეწევა – მწარიაშვილი

Comments Off on ჩანაწერების გამოქვეყნებით პროკურატურა საკუთარი პროცესის დისკრედიტაციას ეწევა – მწარიაშვილი

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი პროკურატურის მიერ აუდიოჩანაწერების გავრცელებას ნეგატიურად აფასებს. მწარიაშვილის თქმით, საჯარო სივრცეში მსგავსი ჩანაწერების გავრცელება, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას, საზოგადოებრივი განწყობების შექმნას ემსახურება, ეს კი საგამოძიებო... Read More

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნები შემაშფოთებელია – TI

Comments Off on საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნები შემაშფოთებელია – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაცია დასძენს, რომ შემაშფოთებელია სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნებისა და ხელისუფლების წამყვანი პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების მზარდი მაჩვენებელი. 2018 წლის 3... Read More

“ეს არის ტვინის გამორეცხვის სპექტაკლი” – კობახიძე სუბელიანის ჩანაწერზე

Comments Off on “ეს არის ტვინის გამორეცხვის სპექტაკლი” – კობახიძე სუბელიანის ჩანაწერზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი არის “ტვინის გამორეცხვის მორიგი სპექტაკლი”. კობახიძე მიიჩნევს, რომ მირზა სუბელიანის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი, ასევე, “ომეგა ჯგუფის”... Read More

ლარი ბოლო ორ დღეში 5 თეთრით გაუფასურდა

Comments Off on ლარი ბოლო ორ დღეში 5 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, შედეგად, ლარი დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი ერთი თეთრით გაუფასურდა. დღევენდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ხვალ, 17 ოქტომბერს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.68 თეთრი იქნება.... Read More

რატომ დაყო კომპანიამ შოკოლადი გენდერული ნიშნით

Comments Off on რატომ დაყო კომპანიამ შოკოლადი გენდერული ნიშნით

“მხოლოდ ბიჭებისათვის” – ასეთი წარწერა აქვს “სანდომის” ლურჯად შეფუთულ ვაფლს, რომელსაც შეფუთვაზე პატარა ბიჭი ახატია. ტკბილეულს კომპანია “ვასაძის პური” აწარმოებს და სასაჩუქრე კვერცხში მოთავსებულ სათამაშოსთან ერთად ყიდის. მსგავსს ტკბილეულს კომპანია ვარდისფერ... Read More

ეკლესიების ჩამონათვალი, რომელთა მრევლიც მინიფეხბურთის ტურნირში ითამაშებს

Comments Off on ეკლესიების ჩამონათვალი, რომელთა მრევლიც მინიფეხბურთის ტურნირში ითამაშებს

მოძრაობა “დავითიანნის” ორგანიზებით, თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩატარდება, სადაც ერთმანეთს დედაქალაქში მდებარე 12 ყველაზე ცნობილი და დიდი ეკლესიის მრევლი დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია 10 ეკლესია, რომლის მრევლიც მინიფეხბურთის ტურნირში ჩაერთვება, ესენია: სამების... Read More

ვიდეო ▶ კასპში ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა იჩხუბეს

Comments Off on ვიდეო ▶ კასპში ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა იჩხუბეს

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კასპში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის. ტელეკომპანიის ცნობით, ხმაური კასპში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე... Read More

“ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება” – ბოტკოველი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

Comments Off on “ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება” – ბოტკოველი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის დაპირისპირებას სამწუხაროდ და საფრთხის შემცველად აფასებს. ბოტკოველი ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორივე მხარის არგუმენტებს შეიწავლის და მხოლოდ... Read More

სალაძე: თუ გამოძიება რ2-ის სიუჟეტამდე დაიწყო, ამ ჩანაწერის დღეს გამოქვეყნება ეჭვებს აჩენს

Comments Off on სალაძე: თუ გამოძიება რ2-ის სიუჟეტამდე დაიწყო, ამ ჩანაწერის დღეს გამოქვეყნება ეჭვებს აჩენს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, პროკურატურის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერი გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. საიას თავმჯდომარის თქმით, პროკურატურა ხშირად საკუთარი ინტერესებით ასაჯაროებს კონკრეტული ტიპის... Read More

ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების გამო პროკურატურას მიმართა

Comments Off on ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების გამო პროკურატურას მიმართა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მიზნით. TI-ში იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ ფაქტს პროკურატურის... Read More

მიდის იმიტომ, რომ დარჩეს – ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მიზეზები

Comments Off on მიდის იმიტომ, რომ დარჩეს – ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მიზეზები

უცხოელებისთვის, რომლებიც სომხეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან, სულ უფრო რთულია გაერკვნენ, რა ხდება სომხეთში. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ მსოფლიო მედია საპროტესტო აქციების შედეგად ნიკოლ ფაშიანიანის ხელისუფლებაში მოსვლის საყოველთაო ზეიმის შესახებ... Read More

მირზა სუბელიანთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შევიდნენ

Comments Off on მირზა სუბელიანთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შევიდნენ

ციხეში მყოფ მირზა სუბელიანთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შევიდნენ. ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სუბელიანის საკითხზე ინფორმაციას მისი მონახულების შემდეგ გაავრცელებენ. მირზა სუბელიანის ადვოკატი აცხადებს, რომ გუშინ, 15 ოქტომბერს სუბელიანმა... Read More

პენიტენციური სამსახური სუბელიანის სუიციდის მცდელობას ადასტურებს

Comments Off on პენიტენციური სამსახური სუბელიანის სუიციდის მცდელობას ადასტურებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანმა გუშინ, 15 ოქტომბერს, თვითმკვლელობა სცადა. მანამდე აღნიშნული ინფორმაცია სუბელიანის ადვოკატმა გაავრცელა. როგორც უწყება განმარტავს, სუიციდის მცდელობა დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა აღკვეთეს, ხოლო შსს-მ გამოძიება... Read More

სავარაუდოდ, ლარის გაუფასურებამ სიგარეტები 10 და 20 თეთრით გააძვირა

Comments Off on სავარაუდოდ, ლარის გაუფასურებამ სიგარეტები 10 და 20 თეთრით გააძვირა

საქართველოს ყველა მარკეტში, სადაც თამბაქო იყიდება, სიგარეტის ფასები 10 და 20 თეთრით გაიზარდა. ნეტგაზეთს თამბაქოს მწარმოებელ-იმპორტიორ რამდენიმე კომპანიაში განუცხადეს, რომ ფასების ზრდა ცალსახად უკავშირდება ლარის გაუფასურებას. სიგარეტით მოვაჭერეები ამბობენ, რომ... Read More

საქართველო უნდა იდგეს იქ, სადაც უკრაინელი ხალხი დგას – უსუფაშვილი

Comments Off on საქართველო უნდა იდგეს იქ, სადაც უკრაინელი ხალხი დგას – უსუფაშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის აზრით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში საქართველო უნდა იდგეს იქ, სადაც უკრაინელი ხალხი და მართლმადიდებელი სამყაროს დემოკრატიული ნაწილი დგას. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება... Read More