ჯასტინ ტრუდო 11-13 ოქტომბერს სომხეთს ეწვევა

Comments Off on ჯასტინ ტრუდო 11-13 ოქტომბერს სომხეთს ეწვევა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო 11-დან 13 ოქტომბრამდე სომხეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური საიტი ავრცელებს. ტრუდო დაესწრება ფრანკოფონიის XVII სამიტს. ფრანკოფონია მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 57... Read More

25 სექტემბერს თბილისის 80-ზე მეტ ქუჩას დენი დროებით შეუწყდება

Comments Off on 25 სექტემბერს თბილისის 80-ზე მეტ ქუჩას დენი დროებით შეუწყდება

თელასის ცნობით, 25 სექტემბერს თბილისის 86-მდე ქუჩას არ ექნება დენი. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ: ნაძალადევის რაიონში 10:30-17:00 — რკინიგზის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, ხიმშიაშვილის, ალილუევის, თვალჭრელიძის, ჩოხატაურის, ხვინგიას, ზესტაფონის... Read More

ანონსი: 25 სექტემბერი

Comments Off on ანონსი: 25 სექტემბერი

ნეტგაზეთი გთავაზობთ სამშაბათს, 25 სექტემბერს, ჩასატარებელი ღონისძიებების ანონსს: 10:30 — საია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის მიერ საბჭოსა და საზმაუს პროფკავშირის შეხვედრის ამსახველი ვიდეოს სავარაუდო წაშლის საქმის შესწავლის მოთხოვნით... Read More

ახალი სკანდალური აუდიო-ჩანაწერი ომეგას საქმეზე

Comments Off on ახალი სკანდალური აუდიო-ჩანაწერი ომეგას საქმეზე

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დღეს “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ საკითხზე კიდევ ორი სკანადლური ჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით არაა დადასტურებული. ჩანაწერების მიხედვით, თამბაქოს ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მმართველი პარტიისთვის ფულის გადახდას, ასევე,... Read More

სამსუნგის დასაკეცი Galaxy F, სავარაუდოდ, შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება

Comments Off on სამსუნგის დასაკეცი Galaxy F, სავარაუდოდ, შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება

ჟურნალი ფორბსის ინფორმაციით, სამსუნგი, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს, მასობრივად აწარმოოს სმარტფონის ახალი მოდელი Galaxy F. Galaxy F დასაკეცი სმარტფონი იქნება — ის დამზადებული იქნება პოლიიმიდისგან — თბომედეგი პოლიმერული მასალისგან. ფორბსის  ვარაუდით, სმარტფონის ფასი... Read More

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

Comments Off on რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე თანამდებობიდან გადაყენებულია. იმედაძის მოვალეობას 3 თვით შეასრულებს ლევან გოფოძე. ცვლილება, სამეწარმეო რეესტრის თანახმად, 21 სექტემბერსაა ასახული. იმედაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო რესპუბლიკური საავადმყოფოს მფლობელმა, “კლინიკების... Read More

აშშ-ჩინეთის სატარიფო ომი მწვავდება — CNN

Comments Off on აშშ-ჩინეთის სატარიფო ომი მწვავდება — CNN

CNN იუწყება, რომ სატარიფო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის განსაკუთრებით გამძაფრდა 24 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ორი ეკონომიკური სუპერძალის მიერ ერთმანეთისთვის დაწესებული ტარიფები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 10%-იანი ტარიფი დააწესა... Read More

შვილს, რომელიც დედას 80 ლარს სძალავდა, 6 თვე შეუფარდეს — პროკურატურა

Comments Off on შვილს, რომელიც დედას 80 ლარს სძალავდა, 6 თვე შეუფარდეს — პროკურატურა

მთავარი პროკურატურის 24 სექტემბრის განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ადამიანი, რომელიც დედას მოკვლით ემუქრებოდა, თუკი 80 ლარს არ მისცემდა. სამართალდამცავებმა მამაკაცი 19 ივლისს დააკავეს და ოჯახის წევრის იძულების... Read More

კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა — BMG

Comments Off on კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა — BMG

გამოცემა BMG-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა. როგორც კვირიკაშვილმა უთხრა BMG-ს, იგი უზბეკეთის მთავრობას დაეხმარება საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის... Read More

განათლების სამინისტრო; ფოტო: ნეტგაზეთი

NAEC-ის და სხვა სსიპ-ების დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირობები გამარტივებულია

Comments Off on NAEC-ის და სხვა სსიპ-ების დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირობები გამარტივებულია

განათლების სამინისტრო  სსიპ – ების ხელმძღვანელების კონკურსს ახალი, უფრო გამარტივებული სააკვალიფიკაციო მოთხოვნებით ატარებს. განცხადების მიღების ვადა ამოწურულია, თუმცა კონკურსი ჯერ არ დასრულებულა და გასაუბრების ეტაპი იწყება. სამინისტროს გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი შეფასებისა... Read More

ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონია

Comments Off on ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა გაიმარჯვა. 22 წლის ქართველმა სპორტმსენმა ფინალში კუბელი ესლი გონსალესი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა... Read More

სესხის გამცემ სუბიექტებს შესაძლოა მინიმუმ 20მ² ფართი მოსთხოვონ

Comments Off on სესხის გამცემ სუბიექტებს შესაძლოა მინიმუმ 20მ² ფართი მოსთხოვონ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-მა) გამოაქვეყნა პროექტი სესხის გამცემი სუბიექტების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, გაუქმებისა და რეგულირების წესების შესახებ. სებ-ის თანახმად, დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებს, კომენტარებსა და შენიშვნებს 27 სექტემბრამდე მიიღებენ. ამის შემდეგ... Read More

ნარკოტიკების წარმოებაზე საუბარი არ იყო და ამას დავამტკიცებთ – კობახიძე

Comments Off on ნარკოტიკების წარმოებაზე საუბარი არ იყო და ამას დავამტკიცებთ – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მცენარე კანაფისგან დამზადებული სამედიცინო პროდუქტებისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების კანონპროექტის შესახებ საზოგადოებას “არასწორი ინფორმაცია მიეწოდა”. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარი... Read More

რუსეთი სირიას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიაწოდებს

Comments Off on რუსეთი სირიას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიაწოდებს

რუსეთი აპირებს, სირიას გადასცეს საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-300. გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 24 სექტემბერს, სირიის მიერ რუსული თვითმფრინავის შემთხვევით ჩამოგდებიდან ერთი კვირისთავზე გამოაცხადა. შოიგუს თქმით, S-300 სისტემის რაკეტები ორ... Read More

ნორვეგიის პარლამენტში IT კონფერენციაზე შპიონაჟის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

Comments Off on ნორვეგიის პარლამენტში IT კონფერენციაზე შპიონაჟის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ნორვეგიის პარლამენტში მიმდინარე IT კონფერენციაზე, საეჭვო ქცევის გამო, შპიონაჟის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ნორვეგიის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებული პირის ვინაობა დადგენილი არაა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის კაცი აცხადებს,... Read More

შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ნაკლები კვალიფიკაცია – მთავარი გამოწვევები ბაღებში

Comments Off on შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ნაკლები კვალიფიკაცია – მთავარი გამოწვევები ბაღებში

შეზღუდული ხელმისაწვდომობა და განათლების ხარისხის ნაკლებობა – ეს არის ის ორი ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს სკოლამდელი განათლების ქართული სისტემა დგას. ექსპერტები თანხმდებიან, რომ თითოეული პრობლემა კომპლექსურია და სისტემურ გადაწყვეტას... Read More

“მეზობელმა შვილივით გაზრდილი ძაღლი მომიკლა” – შსს-მ ძაღლის მკვლელი უკვე გამოკითხა

Comments Off on “მეზობელმა შვილივით გაზრდილი ძაღლი მომიკლა” – შსს-მ ძაღლის მკვლელი უკვე გამოკითხა

დღეს, 24 სექტემბერს, გარდაბნის რაიონში, სოფელ გამარჯვებაში, მეზობელს მეზობელმა ძაღლი საფანტის თოფით მოუკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ძაღლის მკვლელი იდენტიფიცირებულია და პოლიციამ ის უკვე გამოკითხა. როგორც ძაღლის პატრონი... Read More

სამგორში ხანძრის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

Comments Off on სამგორში ხანძრის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამგორის რაიონში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე 40 კვ.მ ფართობი დაიწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი საცხოვრებელი ბინის ორ ოთახში იყო გავრცელბული.  ძლიერი დაკვამლიანების... Read More

გიორგი ქობულია: ევროკავშირის პროგრამებიდან მაქსიმალური შედეგი უნდა მივიღოთ

Comments Off on გიორგი ქობულია: ევროკავშირის პროგრამებიდან მაქსიმალური შედეგი უნდა მივიღოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის, აგრეთვე ევროკავშირის ურყევი პოზიციის გამო საქართველოსსუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესი საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელიც არსებობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ამოქმედების შემდეგ. ითქვა, რომ ევროკავშირის ბაზართან დაახლოების მიზნით გატარებული რეფორმების... Read More

კახეთში 70 წლის კაცი ჭაჭის ავზში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა

Comments Off on კახეთში 70 წლის კაცი ჭაჭის ავზში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა

დღეს დილით თელავში, სოფელ ხოდაშენში, 70 წლის კაცი საკუთარ ეზოში ჭაჭის ავზში ჩავარდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მისულ მაშველებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ. როგორც “რეგინფოს” ადგილობრივებმა უთხრეს,... Read More

ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს მდივანს გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

Comments Off on ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს მდივანს გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვლი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილიმა განიხილა საქმე, სადაც გიორგი მიქაუტაძეს დაზარალებულის... Read More

ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფრში მგელმა გვირაბი გათხარა და გაიპარა

Comments Off on ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფრში მგელმა გვირაბი გათხარა და გაიპარა

გუშინ, 23 სექტემბერს, დილით ცხვარიჭამიის დათვების ნაკრძალ-თავშესაფრის ელექტროღობის ქვეშ მგელმა გვირაბი გათხარა და გაიპარა. მგელს, სახელად სერი, მესამე დღეა ეძებენ, თუმცა მისი პოვნის იმედი ნაკლებად აქვთ. ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა თამაზ... Read More

სუს–მა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავა

Comments Off on სუს–მა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავა

დღეს, 24 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. სუს–ის ცნობით, თვალავაძე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე... Read More

ერევნის მერის არჩევნებში ფაშიანიანის კანდიდატმა მსახიობმა გაიმარჯვა

Comments Off on ერევნის მერის არჩევნებში ფაშიანიანის კანდიდატმა მსახიობმა გაიმარჯვა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა 23 სექტემბერს გამართული ერევნის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები. არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის მიერ მხარდაჭერილმა ბლოკმა “ჩემი ნაბიჯი”  ხმების 81,06%-ით (294 109 ხმა) გაიმარჯვა. სომხეთის საარჩევნო... Read More