ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბასრაში არეულობა გრძელდება. შეტაკებების მეხუთე დღეს, ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა იერიში ირანის საკონსულოზე მიიტანეს და შენობა მოლოტოვის კოქტეილებით დაწვეს. ისინი ანტიირანულ შეძახილებს სკანდირებდნენ და ერაყის შიდა პოლიტიკაში თეირანის ჩარევას აპროტესტებდნენ. BBC-ის ცნობით ინციდენტისას 1 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. თავდაცცვის დანაყოფებთან თითქმის 1 კვირიანი სისხლიანი შეტაკებების შედეგად კი მსვერპლის რაოდენობამ ათს მიაღწია. აქციის ათასობით მონაწილე კორუფციას, უმუშევრობასა და უხარისხო სერვისებს აპროტესტებენ. თუმცა, უკვე დღეს დემონსტრაციებზე ანტიირანული განწყობები განსაკუთრებით მომძლავრდა. The Guardian-ის ინფორმაციით, არაერთი დემონსტრანტი ირანის მხარდაჭერილ პარტიებს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევას ედავება და არსებულ მძიმე ვითარებასაც მათ მიაწერს. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში ვითარება კონტროლს არ ექვემდებარება. ირანის საკონსულო გადამწვარ შენობებს შორის მხოლოდ ერთ-ერთია: მანამდე, დემონსტრანტებმა ცეცხლს მისცეს სამთავრობო შენობები, შიიტური მილიციის განყოფილებები და სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. არეულობის გამო ბასრაში მდებარე ერაყის მთავარი პორტიც დაიხურა.  პროტესტის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ აბადი მოსახლეობას შესაბამისი ფინანსების გამოყოფასა და ქალაქში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ჰპირდება. CNN-ის ცნობით, ბასრასთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის პირობა აბადის ივლისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროსაც დადო, თუმაც "დაპირება დაპირებად დარჩა". ბასრა ერაყის სიდიდით მეორე და ნავთობით მდიდარი ქალაქია. აქვე მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტიც. ქვეყნის სიმდიდრის დიდი ნაწილი სწორედ ბასრადან მოდის, თუმცა ქალაქში ნაკლები რჩება. ენერგოსისტემა გაუმართავია, სასმელი წყალი კი დაბინძურებული, რის გამოც ბოლო დროს საავადმყოფოებში ასობით ადამიანი მოხვდა.  

დემონსტრანტებმა ირანის საკონსულო გადაწვეს – უკონტროლო ვითარება ქალაქ ბასრაში

Comments Off on დემონსტრანტებმა ირანის საკონსულო გადაწვეს – უკონტროლო ვითარება ქალაქ ბასრაში

ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბასრაში არეულობა გრძელდება. შეტაკებების მეხუთე დღეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა იერიში ირანის საკონსულოზე მიიტანეს და შენობა მოლოტოვის კოქტეილებით დაწვეს. ისინი ანტიირანულ შეძახილებს სკანდირებდნენ და ერაყის შიდა პოლიტიკაში... Read More

ავთანდილ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Comments Off on ავთანდილ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალების ინფორმაციით, ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოკრივე დამნაშავედ ივნისში ცნეს. ახლა მისი სასჯელის ოდენობა განისაზღვრა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდალ ხურციძე... Read More

დეპუტატ კვიციანს საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვა სურს

Comments Off on დეპუტატ კვიციანს საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვა სურს

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენას კრძალავს.  კანონპროექტის ინიციატორი “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანია. როგორც კვიციანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით სამშაბთს, 4 სექტემბერს... Read More

ვაზიანში ავტოავარიის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაშავდა

Comments Off on ვაზიანში ავტოავარიის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაშავდა

ვაზიანის სასროლეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი დაშავდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული, სწავლების მიზნით, ვაზიანში არსებულ სასროლეთზე იმყოფებოდა. სწავლების... Read More

მასწავლებლების ანგარიშებიდან უნებართვოდ გადარიცხული ფულის საქმეს შსს იძიებს

Comments Off on მასწავლებლების ანგარიშებიდან უნებართვოდ გადარიცხული ფულის საქმეს შსს იძიებს

ხაშურელი მასწავლებლების საქმეზე გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და ქურდობის მუხლებით მიმდინარეობს. 2018 წლის ივლისში ხაშურელი მასწავლებლის სიმონ შუბითიძის, მისი თანამშრომლის, ლელა მეტრეველისა და მეტრეველის მეუღლის საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა რაოდენობის... Read More

ცხინვალში სირიის, დამასკოში კი სამხრეთ ოსეთის საელჩოს გახსნას გეგმავენ

Comments Off on ცხინვალში სირიის, დამასკოში კი სამხრეთ ოსეთის საელჩოს გახსნას გეგმავენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი მედოევი ოსურ სააგენტო რეს-თან საუბარში აცხადებს, რომ სირიასა და სამხრეთ ოსეთში კონსულტაციები იმართება საელჩოების გახსნაზე. მედოევის თქმით, საუბარია დამასკოში სამხრეთ ოსეთის... Read More

ომეგა ჯგუფს 51-მილიონიანი დავალიანება აქვს – სამინისტრო

Comments Off on ომეგა ჯგუფს 51-მილიონიანი დავალიანება აქვს – სამინისტრო

კომპანია ომეგა ჯგუფისა და TV “იბერიის” განცხადებებს ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ ბიზნესსა და მედიაზე ზეწოლის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებით, კომპანიას მიმართ გამოყენებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა სახელმწიფოსადმი... Read More

კობახიძე: 9 სექტემბერს გახდება ცნობილი, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში

Comments Off on კობახიძე: 9 სექტემბერს გახდება ცნობილი, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც 8 სექტემბერს საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდება, “ქართული ოცნების” წევრები იმსჯელებენ, თუ ვის უნდა დაუჭიროს პარტიამ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში. კობახიძის თქმით,... Read More

თიბისი ბანკის მომხმარებლები “ერთგულ” ქულებს უკვე „კარფურშიც“ დააგროვებენ

Comments Off on თიბისი ბანკის მომხმარებლები “ერთგულ” ქულებს უკვე „კარფურშიც“ დააგროვებენ

დღეიდან თიბისი ბანკის მომხმარებლები „ერთგული“ ქულების დაგროვებას ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურშიც“  შეძლებენ. თიბისის ტერმინალები „კარფურის“ სავაჭრო ობიექტებში უკვე განთავსდა. ერთგული ქულები მომხმარებლებს ერთგული ბარათით, ასევე  თიბისი ბანკის ნებისმიერი საკრედიტო ბარათითა და... Read More

საქართველოს ბანკი სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს

Comments Off on საქართველოს ბანკი სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს

მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა სახელფასო გათამაშების მასშტაბური აქციის შესახებ განაცხადა. გათამაშების ჩატარების ძირითად მიზანს წარმოადგენს არსებული და პოტენციური მომხმარებლის წახალისება და ყოველთვიურად მათთვის 5 000, 10 000, 20... Read More

ივანე მაჭავარიანი. ფოტო: GAU

ავტოტრანსპორტით ხორბლის  იმპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სასამართლოში გაასაჩივრონ 

Comments Off on ავტოტრანსპორტით ხორბლის  იმპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სასამართლოში გაასაჩივრონ 

ხორცის, კვერცხისა და კომბინირებული საკვების მწარმოებელმა კომპანიებმა ავტოტრანსპორტით ხორბლის  იმპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სასამართლოში გაასაჩივრონ. ამის შესახებ საუბარია ხორცის, კვერცხის და კომბინირებული საკვების მწარმოებელი 17 კომპანიისა და ერთი ინდმეწარმის ერთობლივ წერილში, რომელსაც... Read More

ცხინვალში საქართველოდან რუსი ჟურნალისტების გაძევების ფაქტი დაგმეს

Comments Off on ცხინვალში საქართველოდან რუსი ჟურნალისტების გაძევების ფაქტი დაგმეს

“საქართველოს ხელისუფლების ქმედება კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ თბილისის ურთიერთობა რუსეთთან არ იცვლება”, –  განაცხადა ცხინვალში sputnik-ის პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის... Read More

ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში შესწორებების ვადა დღეს იწურება

Comments Off on ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში შესწორებების ვადა დღეს იწურება

საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში შესწორებების დარეგისტრირების ვადა დღეს იწურება. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებგვერდზე არის მითითებული. ევროპარლამენტარ ანა გომეშის ინფორმაციით, დამატებები ძირითადად შეეხება მართლმსაჯულებისა და... Read More

გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოქალაქეობას ლაზებს, ხალიბებსა და გურჯებს მივანიჭებ – ანდრიაძე

Comments Off on გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოქალაქეობას ლაზებს, ხალიბებსა და გურჯებს მივანიჭებ – ანდრიაძე

გიორგი ანდრიაძის თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოქალაქეობას “თურქეთში მცხოვრებ ლაზებს, ხალიბებსა და გურჯებს” მიანიჭებს. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა. ანდრიაძის თქმით, თურქეთის ზემოთ ჩამოთვლილი მოქალაქეები წარმატებული არიან და ისინი საქართველოს ეკონიკურ... Read More

თუ ტელევიზიას დათმობთ, “ომეგას” ფინანსური პრობლემები მოგვარდებაო – ნატო ჩხეიძე

Comments Off on თუ ტელევიზიას დათმობთ, “ომეგას” ფინანსური პრობლემები მოგვარდებაო – ნატო ჩხეიძე

ნატო ჩხეიძის განცხადებით, ხელისუფლებისაგან მათ მიიღეს შემოთავაზება, რომ თუ ტელეკომპანია “იბერიას” დათმობდნენ, ომეგა ჯგუფის ფინანსური პრობლემები მოგვარდებოდა. ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ (პატრიოტთა ალიანსი) ჟურნალისტებს განუცხადა. ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ბოლო... Read More

აფხაზმა დეპუტატმა ეხოკავკაზას ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

Comments Off on აფხაზმა დეპუტატმა ეხოკავკაზას ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის დეპუტატმა რაულ ლოლუამ ეხოკავკაზას აფხაზი ჟურნალისტის, იზიდა ჭანიას წინააღმდეგ საქმე აფხაზეთში პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი მოიგო. მოსამართლე რუსტამ ჭაღავამ დააკმაყოფილა ლოლუას... Read More

ანდრიაძე: ჩემი გადაწყვეტილებით ეკლესია არ შემიწუხებია

Comments Off on ანდრიაძე: ჩემი გადაწყვეტილებით ეკლესია არ შემიწუხებია

გიორგი ანდრიაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება საპატრიარქოსგან დამოუკიდებლად მიიღო. როგორც მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, მიაჩნია, რომ ეკლესია ნეიტრალური უნდა იყოს და ის არც თავისი გადაწყვეტილებით შეუწუხებია. “…ახლა გავიმეორებ... Read More

14 წლამდე გოგოზე სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს

Comments Off on 14 წლამდე გოგოზე სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს

პირს, რომელიც 14 წელს მიუღწეველ გოგოს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტუს შეტყობინებებს და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი  ქმედებას ეწეოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის მასალების... Read More

ნაცვლიშვილი: პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის გარანტიის მოხსნა ამ ინსტიტუტს დააკნინებს

Comments Off on ნაცვლიშვილი: პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის გარანტიის მოხსნა ამ ინსტიტუტს დააკნინებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტს უკარგავს  სიცოცხლის ბოლომდე დაცვის გარანტიას, ამ ინსტიტუტის დაკნინებას ემსახურება. ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს,... Read More

უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი იქნება “მეტი>შეგვიძლია”

Comments Off on უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი იქნება “მეტი>შეგვიძლია”

პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა დღეს, 7 სექტემებერს, საარჩევნო ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია გამართა. დავით უსუფაშვილის კამპანიის ლოგო იქნება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩახატული ქართული ანბანი, სლოგანი – “მეტი>შეგვიძლია”. “გარეშე მტრებისა და პერსონალურ... Read More

“იბერია” აცხადებს, რომ ხელისუფლება არხისთვის ფინანსური წყაროს გადაკეტვას ცდილობს

Comments Off on “იბერია” აცხადებს, რომ ხელისუფლება არხისთვის ფინანსური წყაროს გადაკეტვას ცდილობს

ტელეკომპანია “იბერიას” განცხადებით, არხის მუშაობა საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, “იბერია” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ხუზმიაშვილის თქმით, კომპანია ომეგა ჯგუფი,... Read More

ბოტკოველი ამბობს, რომ ანდრიაძის გადაწყვეტილება საპატრიარქოს არ უკავშირდება

Comments Off on ბოტკოველი ამბობს, რომ ანდრიაძის გადაწყვეტილება საპატრიარქოს არ უკავშირდება

გიორგი ანდრიაძის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთს” განუცხადა. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა რაიმე ფორმით საპატრიარქოს აღნიშნული გადაწყვეტილება,... Read More

ბრაზილიაში პრეზიდენტობის კანდიდატი დაჭრეს

Comments Off on ბრაზილიაში პრეზიდენტობის კანდიდატი დაჭრეს

ბრაზილიაში პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჟაირ ბოლსონარო დაჭრეს. როგორც BBC წერს, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს თავს დაესხნენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ერთ-ერთ აქტივობაზე. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ბოლსონარო მხარდამჭერებს ესალმება, რა... Read More

დონეცკში ირწმუნებიან, რომ ზახარჩენკოსთან ერთად ხაჯიმბას და ბიბილოვის აფეთქებას გეგმავდნენ

Comments Off on დონეცკში ირწმუნებიან, რომ ზახარჩენკოსთან ერთად ხაჯიმბას და ბიბილოვის აფეთქებას გეგმავდნენ

“დონეცკში ტერაქტი არამხოლოდ ზახარჩენკოს წინააღმდეგ მზადდებოდა, უკრაინელი სპეცსამსახურების მიზანს ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელებიც წარმოადგენდნენ”, – ამის შესახებ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების ექსმინისტრმა ანდრეი პინჩუკმა “მოსკოვსკი კამსამოლეცთან” საუბარში... Read More