თბილისში 25 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

Comments Off on თბილისში 25 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში 30 სექტემბერს, გამთენიისას, 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე 1998 და 1995 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს. ერთ მათგანს განზრახ მკვლელობას, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. შსს-ს ცნობით,... Read More

ფაშინიანი: ალიევმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა

Comments Off on ფაშინიანი: ალიევმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა

“ილჰამ ალიევმა განათლებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა”, – სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ მედიასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოკლე შეხვედრა ასე შეაფასა. შეხვედრა ტაჯიკეთის დედაქალაქში, დუშანბეში CIS [Commonwealth of Independent States]... Read More

“რუსთავი2” ომეგა ჯგუფის საქმეზე მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს

Comments Off on “რუსთავი2” ომეგა ჯგუფის საქმეზე მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს

“რუსთავი2” ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს, რომელიც, ტელეარხის ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს. ტელეარხის მტკიცებით, ყოფილი მთავარი პროკურორი... Read More

ვიტალი საფაროვი

თბილისში 25 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს

Comments Off on თბილისში 25 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს

ახალგაზრდა კაცი, რომელიც თბილისშიგამთენიისას მოკლეს, 25 წლის ვიტალი საფაროვია. მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. მოკლული ახალგაზრდის მეგობრისა და თანამშრომლის, აგიტ მირზოევის ინფორმაციით, მომხდარს ერთი მხრივ, ვიტალი საფაროვსა და მის მეგობარს,... Read More

1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური ნებართვა სავალდებულო ხდება

Comments Off on 1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური ნებართვა სავალდებულო ხდება

1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის შესაბამისი ნებართვის ქონა სავალდებულო ხდება. დოკუმენტი ერთწლიანია და ძალაში 2019 წლის 1 ოქტომბრამდე იქნება. ხვალიდან 200 ლარით დაჯარიმდება ტაქსის მძღოლი, რომელიც საქმიანობას სპეციალური ნებართვის გარეშე... Read More

11 მილიონი ლარი „საჯარო რეესტრისა“ და „სმართ ლოჯიქის“ სათავო ოფისის მოსაწყობად

Comments Off on 11 მილიონი ლარი „საჯარო რეესტრისა“ და „სმართ ლოჯიქის“ სათავო ოფისის მოსაწყობად

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა“ და „სმართ ლოჯიქის“ სათავო ოფისის ფასადისა და შიდა მოპირკეთების სამუშაოებისთვის 11 მილიონ 626 ათასი ლარია გათვალისწინებული.... Read More

“ოცნების” თქმით, ყალბია ცნობა, რომ პარტია არჩევნებზე მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

Comments Off on “ოცნების” თქმით, ყალბია ცნობა, რომ პარტია არჩევნებზე მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“ქართული ოცნების” პრესსამსახური არ ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებულ ცნობას, თითქოს პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად მხარს “გირჩის” კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“... Read More

საპატრიარქო კვლავ არ აფიქსირებს პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

Comments Off on საპატრიარქო კვლავ არ აფიქსირებს პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საკუთარ პოზიციას კვლავ არ ახმიანებს. საპატრიარქო დღეს, 30 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება აუცილებელია. “მიგვაჩნია,... Read More

შტორმი საბერძნეთში. ფოტო: NIKITAS KOTSIARIS

ციკლონი “ზორბა” საბერძნეთის შემდეგ, თურქეთს მიუახლოვდა

Comments Off on ციკლონი “ზორბა” საბერძნეთის შემდეგ, თურქეთს მიუახლოვდა

საბერძნეთის შემდეგ, ციკლონი “ზორბა” თურქეთის დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა. თურქეთის სპეციალური სამსახურების ცნობით, ხმელთაშუაზღვიური ქარიშხალი ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, კერძოდ იზმირს, ასევე სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კურორტებსა და ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებს ემუქრება.... Read More

თბილისში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

Comments Off on თბილისში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა 30 სექტემბრის ღამით მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შსს-ს ცნობით, ფაქტზე... Read More

პოლიციამ “სუბოქსინის” შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

Comments Off on პოლიციამ “სუბოქსინის” შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებულის ჩხრეკისას 35 აბი “სუბოქსინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ექსპერტიზა უკვე დანიშნულია. გამოძიება განსაკუთრებით სსკ-ს... Read More

ილონ მასკს ტესლას თავმჯდომარის პოსტის დატოვება და ჯარიმის გადახდა დაეკისრა

Comments Off on ილონ მასკს ტესლას თავმჯდომარის პოსტის დატოვება და ჯარიმის გადახდა დაეკისრა

ილონ მასკმა კომპანია ტესლას თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს და და ჯარიმა გადაიხადოს. BBC-ის ცნობით, აღნიშნულ შეთანხმებას მასკმა აშშ-ს მარეგულირებელ უწყებებთან მიაღწია მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღიძრა.... Read More

დონალდ ტრამპი. ფოტო: EPA/DAVID MAXWELL

ტრამპი კიმ ჩენ ინზე: ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა

Comments Off on ტრამპი კიმ ჩენ ინზე: ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან და მის ლიდერ ლიდერ კიმ ჩენ ინთან ურთიერთობის დათბობაზე საუბრობს. შაბათს, დასავლეთ ვირჯინიაში მხარდამჭერებთან შეხვედირსას მან ამ საკითხზე კვლავ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიალოგის... Read More

მიწისძვრა ინდონეზიაში. ფოტო: EPA/MAST IRHAM

მიწისძვრა და ცუნამი – ინდონეზიაში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

Comments Off on მიწისძვრა და ცუნამი – ინდონეზიაში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

ინდონეზიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლი 832 ადამიანს ითვლის. BBC-ის ცნობით, პარასკევს მომხდარი სტიქიის ზონა იმაზე დიდი აღმონჩნდა, ვიდრე ამ დრომდე ეგონათ. 7.5... Read More

საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქისა და კირილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე: მიუღებელი ქმედებაა

Comments Off on საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქისა და კირილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე: მიუღებელი ქმედებაა

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: “პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან ადრეც და ახლაც გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები”. საპატრიარქოს შეფასებით, “ეს არის შეუფერებელი და ყოვლად... Read More

მურღულია გრიფირების პროცესის შესაძლო გამოძიებაზე: მზად ვარ თანამშრომლობისთვის

Comments Off on მურღულია გრიფირების პროცესის შესაძლო გამოძიებაზე: მზად ვარ თანამშრომლობისთვის

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზ მურღულია აცხადებს, რომ თუკი განათლების სამინისტროში აუდიტის ოქმი, რომელიც გრიფირების პროცესში შესაძლო დარღვევებსა და გადაცდომებს ეხება, “რაიმე ფორმით ნეგატიურად აფასებს” მის საქმიანობას, ამ ოქმს გაასაჩივრებს.... Read More

ლგბტ პრაიდი ბუქარესტში. ფოტო: EPA/BOGDAN CRISTEL

გეი და ჰეტეროსექსუალ წყვილებს ოჯახური ცხოვრების ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ: რუმინეთი

Comments Off on გეი და ჰეტეროსექსუალ წყვილებს ოჯახური ცხოვრების ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ: რუმინეთი

რუმინეთის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ოჯახური ცხოვრების ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს აქვთ. ამის შესახებ Washington Post გამოცემა Associated Press-ზე დაყრდნობით იუწყება. საკონსტიტუციო სასამართლომ პირად და... Read More

წყალდიდობა საბერძნეთში. ფოტო: EPA/EVANGELOS BOUGIOTIS

ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმი – საბერძნეთს ციკლონი “ზორბა” უტევს

Comments Off on ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმი – საბერძნეთს ციკლონი “ზორბა” უტევს

საბერძნეთის თავდაცვის სამსახურები მოსახლეობას ძლიერი წყალდიდობებისა და შტორმის შესახებ აფრთხილებენ. მიზეზი ხმელთაშუაზღვიური ციკლონი “ზორბაა”, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, პელოპონესს, შაბათს მიაღწია. Greek Reporter-ის ცნობით, ზღვისპირა ქალაქებში 90 მ/წმ სიჩქარის ქარია,... Read More

რუსთავში ორი ადამიანი დაჭრეს

Comments Off on რუსთავში ორი ადამიანი დაჭრეს

შსს-ში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ დღეს რუსთავში ორი ადამიანი დაჭრეს. უწყების ცნობით, ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიება სისხლსი სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ ნაკლებად... Read More

კუკავას პარტია აცხადებს, რომ ტელევიზიებმა მათი რეკლამა ქსენოფობიურად მიიჩნიეს და არ გაუშვეს

Comments Off on კუკავას პარტია აცხადებს, რომ ტელევიზიებმა მათი რეკლამა ქსენოფობიურად მიიჩნიეს და არ გაუშვეს

როგორც პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო” აცხადებს, ტელევიზიებმა — იმედმა, მაესტრომ და აჭარის ტელევიზიამ — ეთერში არ გაუშვეს კახა კუკავას შტაბის მიერ მიწოდებული საარჩევნო რეკლამა, რადგან იგი “ქსენოფობიურად მიიჩნიეს”. კუკავას პარტიის... Read More

მერკელი და ერდოღანი. ფოტო: EPA/CLEMENS BILAN

მერკელი ერდოღანს – მეტი მტკიცებულება გვჭირდება, რომ გიულენის მოძრაობა არალეგალურად ვცნოთ

Comments Off on მერკელი ერდოღანს – მეტი მტკიცებულება გვჭირდება, რომ გიულენის მოძრაობა არალეგალურად ვცნოთ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ბერლინს მეტი მტკიცებულება სჭირდება მანამ, სანამ მუსლიმი მქადაგებლის, ფეთიულა გიულენის მოძრაობას არალეგალურად აღიარებს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ მან ბერლინში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად... Read More

საქართველო სამძიმარს უცხადებს ინდონეზიას სტიქიაში დაღუპულების გამო

Comments Off on საქართველო სამძიმარს უცხადებს ინდონეზიას სტიქიაში დაღუპულების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებს ავრცელებს, სადაც “ღრმა მწუხარებას” გამოხატავს ინდონეზიის რესპუბლიკის სულავესის კუნძულზე მომხდარი მიწისძვრისა და მის მიერ გამოწვეული ცუნამის შედეგად ასობით ადამიანის გარდაცვალების გამო. “დამანგრეველმა მიწისძვრამ და ცუნამიმ... Read More

სარალიძე და მაჩალიკაშვილი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას შეუერთდნენ

Comments Off on სარალიძე და მაჩალიკაშვილი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას შეუერთდნენ

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებმაც სექტემბრიდან ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით განაახლეს აქციები, პოლიტიკური გაერთიანების, “ძალა ერთობაშია”, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ. 29 სექტემბერს თბილისში, ფილარმონიაში მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ... Read More

სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

Comments Off on სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

სლოვაკეთის პოლიციამ დააკავა რვა ადამიანი, რომლებსაც გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუჩიაკის, და მისი მეგობარი ქალის მკვლელობასთან კავშირში სდებენ ბრალს. კუჩიაკი, რომელიც OCCRP-ისთან იყო აფილირებული, 2018 წლის თებერვალში მოკლეს. იმ დროს იგი... Read More