სამხრეთ აფრიკაში ლომებმა ბრაკონიერები შეჭამეს

Comments Off on სამხრეთ აფრიკაში ლომებმა ბრაკონიერები შეჭამეს

BBC-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სულ მცირე 2 ბრაკონიერი ლომებმა შეჭამეს. დაუდასტურებელი ცნობით, მათთან ერთად მესამე ბრაკონიერიცაა გაუჩინარებული. გამოცემა იუწყება, რომ სამხრეთ აფრიკის ქალაქ კენტონის სიახლოვეს მდებარე ნაკრძალში რეინჯერებმა 2... Read More

ინფორმაცია, თითქოს მუსლიმმა მიგრანტებმა შვედეთში ქრისტე შეურაცხყვეს, სიცრუეა

Comments Off on ინფორმაცია, თითქოს მუსლიმმა მიგრანტებმა შვედეთში ქრისტე შეურაცხყვეს, სიცრუეა

“ფეისბუკზე” გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შვედეთში მუსლიმმა მიგრანტებმა ქრისტეს ქანდაკება შეურაცხყვეს, სიცრუეა. “ფეისბუკ გვერდმა “იბერიული ერთობა” გაავრცელა ცრუ ინფორმაცია და ფოტოები წარწერით: “შვედეთში მუსლიმმა ლტოლვილებმა იესო ქრისტეს ძეგლი გაანადგურეს. თუ ბევრად... Read More

“ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები აერთიანებს” – აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში

Comments Off on “ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები აერთიანებს” – აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ქვეყნის 242 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიება აშშ-ის საელჩოში შედგა. საელჩოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, არასამთავრობო სექტორისა და რელიგიური... Read More

ვიდეო სტიქიის ზონიდან – რა ხდება ნენსკრის ხეობაში

Comments Off on ვიდეო სტიქიის ზონიდან – რა ხდება ნენსკრის ხეობაში

დღეს მთის ჩამოწოლისა და გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიამ რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა, დატბორა სოფლები და საცხოვრებელი სახლები, მდინარე სამანქანე გზაზე მოედინებოდა. ნახეთ ვიდეო სტიქიის ზონიდან, რომელიც საგანგებო... Read More

გიორგი კვირიკაშვილმა ოცნების პოლიტსაბჭო დატოვა

Comments Off on გიორგი კვირიკაშვილმა ოცნების პოლიტსაბჭო დატოვა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო დატოვა. ოცნებაში ამბობენ, რომ კვირიკაშვილმა პარტიის მმართველი ორგანო თავისი ნებით დატოვა. “ცვლილება მოხდა და პრემიერ-მინისტრი შეიცვალა ქვეყანაში. პარტიის მთავარ მმართველ ორგანოში, ბუნებრივია, ჩანაცვლება... Read More

რუსკა მაყაშვილი: მძიმე ნარკოტიკზე დამოკიდებულს უნდა დავეხმაროთ

Comments Off on რუსკა მაყაშვილი: მძიმე ნარკოტიკზე დამოკიდებულს უნდა დავეხმაროთ

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი: „ნარკომომხმარებლები ციხით არ უნდა ისჯებოდნენ, მით უფრო, როცა საქმე ეხება მსუბუქ, კლუბურ ნარკოტიკს. გაურკვეველი ნივთიერებებით იღუპებიან ადამიანები, რადგან არ არსებობს ეფექტური მიდგომები. ჯანდაცვის სფერო, ფსიქოლოგები უნდა... Read More

მთაში ჩარჩენილი მოზარდი ჭუბერში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს – სტიქია ნენსკრის ხეობაში

Comments Off on მთაში ჩარჩენილი მოზარდი ჭუბერში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს – სტიქია ნენსკრის ხეობაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა სოფელ ჭუბერში, მთაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს... Read More

გიორგი კეკელიძე: ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანების დასჯა აბსურდია

Comments Off on გიორგი კეკელიძე: ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანების დასჯა აბსურდია

გიორგი კეკელიძე, მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი „წლების წინ ვასწავლიდი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, რუსთავის კოლონიაში და ზუსტად ვიცი, რომ ადამიანები, რომელთაც შეიძლება ძალიან კარგი პერსპექტივა ჰქონოდათ ცხოვრებაში, უბრალოდ, ნარკომოხმარების გამო რეალურად... Read More

სულხან სალაძე: არ შეიძლება მხოლოდ ნარკომომხმარებლის დასჯა იყოს ნარკოპოლიტიკა

Comments Off on სულხან სალაძე: არ შეიძლება მხოლოდ ნარკომომხმარებლის დასჯა იყოს ნარკოპოლიტიკა

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „დღეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ნარკოტიკების პრობლემური მოხმარება საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ თუ... Read More

ზურაბ გურიელიძე: ნარკოტიკების მომხმარებელს სჭირდება მკურნალობა და არა დასჯა

Comments Off on ზურაბ გურიელიძე: ნარკოტიკების მომხმარებელს სჭირდება მკურნალობა და არა დასჯა

ზურაბ გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი „ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო ადამიანი ციხეში არ უნდა ხვდებოდეს, ამას არ აქვს არავითარი ეფექტი, ნარკოტიკების მომხმარებელს სჭირდება მკურნალობა და არა დასჯა. დასჯით არა მგონია რამე... Read More

პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული თერაპია ღვიძლის კიბოს არ იწვევს – ჰეპატოლოგთა ასოციაცია

Comments Off on პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული თერაპია ღვიძლის კიბოს არ იწვევს – ჰეპატოლოგთა ასოციაცია

საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია (საჰეა)  C ვირუსის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტივირუსული მედიკამენტების მიღებასა და ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის თქმით, მიმდინარე დებატებს არაფერი საერთო არ აქვს... Read More

2017 წელს სამინისტროების გაერთიანებით ხარჯები არ შემცირებულა – IDFI

Comments Off on 2017 წელს სამინისტროების გაერთიანებით ხარჯები არ შემცირებულა – IDFI

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ 2017 წელს სამინისტროებისა გაუქმებასა და გაერთიანებას ბიუროკრატიული ხარჯები არ შეუმცირებია. ორგანიზაციამ სახელმწიფო ბიუჯეტის საწყისი 5 თვის შესრულება გააანალიზა, რომელიც ამბობს, რომ არათუ ხარჯები... Read More

დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს თანამშრომლობას სთავაზობს

Comments Off on დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს თანამშრომლობას სთავაზობს

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართავს. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ წერილის ტექსტს: გიორგი, ვითარება რთულია – ქვეყანა თავზე გვექცევა… გამოსავალი არსებობს, თუ გარკვეული წრე ერთად... Read More

დავით კვარაცხელია: ნარკოტიკზე დამოკიდებულთა დახმარებაზე ჯანდაცვის სისტემა უნდა ზრუნავდეს

Comments Off on დავით კვარაცხელია: ნარკოტიკზე დამოკიდებულთა დახმარებაზე ჯანდაცვის სისტემა უნდა ზრუნავდეს

დავით კვარაცხელია, მსახიობი: „ციხის და სანქციების მომხრე არ ვარ. ნარკომომხმარებელი უკვე დასჯილია იმით, რომ ნივთიერებებზეა დამოკიდებული. დამოკიდებულება ცუდია. ყველას აქვს უფლება საკუთარ თავს ის უყოს, რაც უნდა, მაგრამ მე ბედნიერი... Read More

რას გააკეთებს პრეზიდენტი, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო შერჩეულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

Comments Off on რას გააკეთებს პრეზიდენტი, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო შერჩეულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო მხარს არ დაუჭერს გიორგი მარგველაშვილის მიერ შერჩეულ კანდიდატს, პრეზიდენტი საქართველოს კანონმდებობით იმოქმედებს. “ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კონსტიტუციით დადგენილი წესი... Read More

მესტიის საკრებულოს წევრის თქმით, ჭუბერში ევაკუაცია გამოცხადდა

Comments Off on მესტიის საკრებულოს წევრის თქმით, ჭუბერში ევაკუაცია გამოცხადდა

მესტიის საკრებულოს წევრის, ზაზა ვიბლიანის თქმით, ჭუბერში ევაკუაცია გმაოცხადდა. ეს ინფორმაცია დეპუტატმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მიაწოდა. მისი თქმით, ხეობის ზედა სოფლებიდან მოსახლეობა იუწყება, რომ სტიქიის განმეორების საშიშროება არსებობს: “მეორე ტალღა უნდა... Read More

ლევან ყოჩიაშვილი: დროა გვქონდეს ცივილური ქვეყნების მსგავსი ნარკოპოლიტიკა

Comments Off on ლევან ყოჩიაშვილი: დროა გვქონდეს ცივილური ქვეყნების მსგავსი ნარკოპოლიტიკა

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი: „ნარკომომხმარებლობა რთული მდგომარეობაა, ამას კიდევ დამატებული ჩაკეტილი სივრცის განსაცდელი, ვფიქრობ, ზედმეტად მკაცრი სასჯელია. მომხმარებლები არ უნდა ისჯებოდნენ ციხით. პატიმრობით სტრესს სტრესი ემატება, რასაც ზრუნვა და მკურნალობა სჯობს,... Read More

C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა კიბოს არ იწვევს – ექსპერტები გავრცელებულ ცნობას უარყოფენ

Comments Off on C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა კიბოს არ იწვევს – ექსპერტები გავრცელებულ ცნობას უარყოფენ

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და თანმდევი მკურნალობა ადამიანში სიმსივნური დაავადების ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს. ამ განცხადებით, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე  ექსპერტები, ფორტუნას ინტერვიუში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც ისინი ნეტგაზეთს უყვებიან,... Read More

მთავრობას რელიგიის თავისუფლების დაცვის პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ

Comments Off on მთავრობას რელიგიის თავისუფლების დაცვის პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას, რომ რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში პოლიტიკა შეცვალოს. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს გაუქმება ეხმიანება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ დაგროვებულ კრიტიკას და... Read More

სამსუნგი მომხმარებლების ფოტოებს, შესაძლოა, უნებართვოდ აგზავნის, მაგრამ არა – საქართველოში

Comments Off on სამსუნგი მომხმარებლების ფოტოებს, შესაძლოა, უნებართვოდ აგზავნის, მაგრამ არა – საქართველოში

მსოფლიო მედიაში რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილავენ პრობლემას, რომელიც სამსუნგის ტელეფონებს ეხება. როგორც სამსუნგის მომხმარებლები წერენ, ტელეფონი მათ უკითხავად ფოტოებს უგზავნის ტელეფონში ჩაწერილ კონტაქტებს. თან ეს კეთდება ისე, რომ ტელეფონში მისი... Read More

რა ვიცით ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე – მოკლედ

Comments Off on რა ვიცით ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე – მოკლედ

სვანეთში, სოფელ ჭუბერთან მდინარე ნენსკრა ადიდდა. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ამ დროისთვის არსებულ ყველა ინფორმაციას, რაც სტიქიის შესახებაა ცნობილი. მდინარის ადიდება მთის ჩამოშლამ განაპირობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარის ადიდება... Read More

სტიქია ჭუბერში. ფოტო: ხათუნა ჩხეტიანი

ადიდებული ნენსკრა გზებსა და ეზოებში მიედინება[ვიდეო]

Comments Off on ადიდებული ნენსკრა გზებსა და ეზოებში მიედინება[ვიდეო]

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში, ადიდებულმა ნენსკრამ ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფლების დამაკავშირებელი ხიდები წაიღო. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და დაზიანებულია გზები. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიედინება ადიდებული... Read More

კვირიკაშვილმა “ოცნების” პოლიტსაბჭო დატოვა

Comments Off on კვირიკაშვილმა “ოცნების” პოლიტსაბჭო დატოვა

ექსპრემიერმა და “ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა. როგორც ნეტგაზეთს პარტიაში განუცხადეს, კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოდან გასვლის თაობაზე განცხადებით თვითონ მიმართა. პარტიაში არ საუბრობენ ექსპრემიერის გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ. ამჟამად... Read More

მღებრიშვილი ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოებს მოინახულებს

Comments Off on მღებრიშვილი ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოებს მოინახულებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს მოინახულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სამსახურის პრესსამსახური. “ადგილზე იმყოფება ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე... Read More