“ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს

Comments Off on “ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს

მუსიკალური ჯგუფის, “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი დღეს დაჭრეს. მას ამჟამად ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ჯერ არავინაა.  ... Read More

პროტესტი ირანში. ფოტო: EPA/STR

“მტერი აქაა და არა აშშ-ში!” – პროტესტი ირანში ანტისამთავრობო შეძახილებით

Comments Off on “მტერი აქაა და არა აშშ-ში!” – პროტესტი ირანში ანტისამთავრობო შეძახილებით

ირანში საპროტესტო აქციები განახლდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თეირანში დაწყებული დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებაში უკვე გადაიზარდა. საპროტესტო აქციები ირანში დღეს, 25 ივნისს დაიწყო. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პროტესტი დედაქალაქ თეირანის დიდ ბაზარში... Read More

“ზრუნვა დასჯის ნაცვლად” – აქცია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

Comments Off on “ზრუნვა დასჯის ნაცვლად” – აქცია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

26 ივნისს 20:00 საათზე დედაენის ბაღში აქცია “ზრუნვა დასჯის ნაცვლად” გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, ყოველწლიური აქციის მიზანია,  სახელმწიფომ შეცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და დაამკვიდროს ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი ადამიანური მიდგომა, რაც გულისხმობს... Read More

საქართველოში ბაღში ბავშვების 69.5% დადის – Unicef-ის კვლევა

Comments Off on საქართველოში ბაღში ბავშვების 69.5% დადის – Unicef-ის კვლევა

Unicef-ის კვლევის თანახმად, საქართველოში, სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვების 69.5% დადის. ევროპაში ეს მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს. რეგიონების მიხევით იმ ბავშვების, რაოდენობა, რომლებიც საბავშვო ბაღებში დადიან, განსხვავებულია. Unicef-ის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებულ სკოლამდელ... Read More

SOLO და Eastern Promotions წარმოგიდგენთ ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტებს

Comments Off on SOLO და Eastern Promotions წარმოგიდგენთ ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტებს

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის სერ ელტონ ჯონის კონცერტები ახლოვდება. 30 ივნისსა და პირველ ივლისს, Black Sea Arena-ზე, მომღერალი საკუთარ ბენდთან ერთად ორ კონცერტს გამართავს. Black Sea Arena-ზე დაგეგმილი შოუები, იქნება ერთადერთი,... Read More

მოქალაქის თქმით, მეგობართან ერთად თბილისში რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყვეს

Comments Off on მოქალაქის თქმით, მეგობართან ერთად თბილისში რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყვეს

თბილისში მცხოვრები მარი ბოლქვაძე ინციდენტის შესახებ წერს, რომლის დროსაც მისი თქმით, მასსა და მის შავკანიან მეგობარს უცნობმა კაცმა რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, მეგობართან ერთად პარკში იმყოფებოდა, როცა ნასვამ... Read More

მოსწავლეთა 44.3% აღიარებს, რომ ბულინგის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა

Comments Off on მოსწავლეთა 44.3% აღიარებს, რომ ბულინგის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა

სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მოსწავლეთა 44.3% აღიარებს, რომ სკოლაში ჩაგვრის/დაცინვის მსხვერპლი იყო.  დღეს, 25 ივნისს, ნინო ლომჯარიამ წარადგინა კვლევა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში”. როგორც დოკუმენტში... Read More

16 დაშავებული და ერთი დაღუპული – ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა

Comments Off on 16 დაშავებული და ერთი დაღუპული – ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წეროვანში სატვირთო ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც 16 პირია დაშავებული, ხოლო ერთი ადამიანი დაიღუპა. შსს-ს ცნობით, გამოძიება 376-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის,... Read More

პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული გაიხსნა

Comments Off on პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომით სწავლების პოპულარიზებისთვის,  კვირეული იმართება. „პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, ინოვაციურ ლაბორატორიებში შექმნილი ნამუშევრების... Read More

“ნუ ვანგობს” – ოქრიაშვილი ჭიჭინაძეზე

Comments Off on “ნუ ვანგობს” – ოქრიაშვილი ჭიჭინაძეზე

“დავით ჭიჭინაძის განცხადებებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ… იმიტომ, რომ ეს განცხადება არასერიოზულია”, – ეს კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა გააკეთა თანაგუნდელ დავით ჭიჭინაძეზე, რომელიც 2020 წლამდე ვადამდელი არჩევნების ჩატარების... Read More

აქამდე უცნობი კიდევ ერთი დაჭრილი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან

Comments Off on აქამდე უცნობი კიდევ ერთი დაჭრილი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ირკვევა, რომ საქმეში არსებობს კიდევ ერთი დაჭრილი არასრულწლოვანი, რომელიც დაუდგენელია, ვინ დაჭრა, თუმცა საქმეში არსებობს შესაძლო დამჭრელის აღწერილობა მისი სამოსისა და ვარცხნილობის შესახებ. მიუხედავად ამისა,... Read More

კადიროვთან ფოტოების შემდეგ სალაჰი ეგვიპტის ნაკრების დატოვებას განიხილავს – CNN

Comments Off on კადიროვთან ფოტოების შემდეგ სალაჰი ეგვიპტის ნაკრების დატოვებას განიხილავს – CNN

მოჰამედ სალაჰმა სანაკრებო საფეხბურთო კარიერა შესაძლოა დაასრულოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი რამზან კადიროვთან გამართული შეხვედრები და გადაღებული ფოტოებია – ინფორმაციას ამის თაობაზე CNN ავრცელებს ფეხბურთელის ახლობელ წყაროზე დაყრდნობით. ეგვიპტის ნაკრებმა... Read More

ციხის პერიმეტრის კონტროლის ახალი მექანიზმი, ჯერჯერობით, მხოლოდ ინიციატივაა

Comments Off on ციხის პერიმეტრის კონტროლის ახალი მექანიზმი, ჯერჯერობით, მხოლოდ ინიციატივაა

19 ივნისს პარლამენტში გამართულ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამას განიხილავდნენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ციხის გარე პერიმეტრის ახალი ტექნოლოგიებით დაცვის ინიციატივის შესახებ ისაუბრა. კახა კახიშვილის თქმით, სახელმწიფომ... Read More

საქართველოში ერდოღანმა არჩევნები წააგო

Comments Off on საქართველოში ერდოღანმა არჩევნები წააგო

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსაც ჰქონდათ. აღნიშნულისთვის თბილისსა და ბათუმში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. 590 ბიულეტენიდან 2 გაბათილდა. თურქეთის სახელმწიფო... Read More

მუჰარემ ინჯე. ფოტო: EPA/ TUMAY BERKIN

თურქეთის “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნების შედეგები აღიარა

Comments Off on თურქეთის “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნების შედეგები აღიარა

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნების შედეგები აღიარა. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ინჯემ ცნო ერდოღანის გამარჯვება და აღნიშნა, რომ მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობას გააგრძელებს. “თუ... Read More

ივნისის ბოლოს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე გაიზრდება

Comments Off on ივნისის ბოლოს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე გაიზრდება

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისიდან თვის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. როგორც “ნეტგაზეთს” სააგენტოში განუცხადეს, თბილისში ჰაერის ტეპმერატურა 27-29 ივნისს მოიმატებს და 34-36 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში... Read More

“თურქმა ხალხმა ხმა განვითარებას მისცა” – მარგველაშვილი ერდოღანს ულოცავს

Comments Off on “თურქმა ხალხმა ხმა განვითარებას მისცა” – მარგველაშვილი ერდოღანს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ გამარჯვება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქმა... Read More

მამუკა ბახტაძე მეზღვაურებს – ყოველწლიურად ეკონომიკაში თქვენი შენატანი 400 მლნ ლარს აჭარბებს

Comments Off on მამუკა ბახტაძე მეზღვაურებს – ყოველწლიურად ეკონომიკაში თქვენი შენატანი 400 მლნ ლარს აჭარბებს

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ქართული ეკონომიკის ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება. საზღვაო ტრანსპორტის განვითარება. “ყოველწლიურად თქვენი შენატანი ჩვენს... Read More

რამ გამოიწვია მოზარდების დაპირისპირება და რა მოხდა ხორავაზე პროკურატურის ვერსიით

Comments Off on რამ გამოიწვია მოზარდების დაპირისპირება და რა მოხდა ხორავაზე პროკურატურის ვერსიით

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე დღეს, 25 ივნისს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს. როგორც პროკურორი ამბობს, გამოძიების ვერსიით, 51-ე სკოლის მე-9 და მე-11 კლასელებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში სათამაშო... Read More

საგამოძიებო სამსახური: ამოვიღეთ ცხენის ხორცით დამზადებული ხორცპროდუქტები

Comments Off on საგამოძიებო სამსახური: ამოვიღეთ ცხენის ხორცით დამზადებული ხორცპროდუქტები

თბილისში ხორცის ფალსიფიცირების 6 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახური ერთი პირს ბრალად სდებს ცხენის ხორცის გამოყენებით ხორცპროდუქტების დამზადებას. გამოძიების ინფორმაციით, ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ინდმეწარმე ქალაქ თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტს,... Read More

ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

კუპრავა გაათავისუფლეს: ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა

Comments Off on კუპრავა გაათავისუფლეს: ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა

ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე, რომლებიც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით ორი კვირის წინ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, დღეს, 25 ივნისს გაათავისუფლეს. “14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი.... Read More

სადი გიუვენი. ფოტო: BBC

თურქეთის საარჩევნო კომისია: ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ერდოღანმა მიიღო

Comments Off on თურქეთის საარჩევნო კომისია: ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ერდოღანმა მიიღო

თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ პირველი ოფიციალური განცხადება გაკეთდა. კომისიის თავმჯდომარის, სადი გიუვენის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო. მისი თქმით, დათვლილია ხმათა... Read More

სტამბოლი არჩევნების შემდეგ. ფოტო: EPA/SRDJAN SUKI

თურქეთი: ერდოღანი გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია მეორე რაუნდს პროგნოზირებს

Comments Off on თურქეთი: ერდოღანი გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია მეორე რაუნდს პროგნოზირებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამარჯვება ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე გაიფორმა. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ამომრჩევლის წინაშე სიტყვით სტამბოლში გამოვიდა. თუმცა, ოპოზიცია აღნიშნულს ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება. ერდოღანის თქმით,... Read More