აქციის ორგანიზატორთა თქმით, ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრს შეხვდება

Comments Off on აქციის ორგანიზატორთა თქმით, ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრს შეხვდება

ზაზა სარალიძე პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 4 ივნისს, 14:00-ზე შეხვდება. “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრის მთავარი გნსახილველი თემა მთავრობის გადადგომა იქნება. “აქციებს არ ვწყვეტთ.... Read More

ვაშაძე: თუ არ იქნება პასუხი ხელისუფლებისგან, კვირას კვლავ შევიკრიბებით

Comments Off on ვაშაძე: თუ არ იქნება პასუხი ხელისუფლებისგან, კვირას კვლავ შევიკრიბებით

დღეს, 3 ივნისს, ზაზა სარალიძის მხარდამჭერების აქცია პარლამენტის შენობის წინ დასრულდა. როგორც ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, ისინი ხვალ, 14:00 საათზე მიდიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი... Read More

“ჩემს შვილს დანა არ ჰქონია” – დეკანოზი რ2-ით გავრცელებულ ინფორმაციაზე

Comments Off on “ჩემს შვილს დანა არ ჰქონია” – დეკანოზი რ2-ით გავრცელებულ ინფორმაციაზე

სასულიერო პირი, რომლის შვილზეც, რ2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე დათო სარალიძეს გაურკვეველ საგანს ურტყამდა, განმარტებას აკეთებს. იმედის ინფორმაციით, დეკანოზმა ამის შესახებ ქადაგებისას ისაუბრა. “ჩემმა შვილმა პირველმა მისცა... Read More

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა[LIVE]

Comments Off on ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა[LIVE]

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ ოპოზიციის აქციას მისი დაწყებიდან რამდენიმე საათის მანძილზე არ ესწრებოდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე განცხადებები გააკეთეს... Read More

შსს – პირი, რომელმაც ნინო ლომჯარიას შეაგინა, დაკავებულია

Comments Off on შსს – პირი, რომელმაც ნინო ლომჯარიას შეაგინა, დაკავებულია

პირი, რომელმაც ნინო ლომარიას სიტყვიერი შეურაცხყფა მიაყენა, დაკავებულია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სახალხო დამცველს,... Read More

ომბუდსმენი: ზაზა სარალიძე თავისი ნებით წავიდა ვაკის პარკის აქციიდან

Comments Off on ომბუდსმენი: ზაზა სარალიძე თავისი ნებით წავიდა ვაკის პარკის აქციიდან

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე თავისი ნებით წავიდა ვაკის პარკის აქციიდან. ომბუდსმენის თქმით, სარალიძე უსაფრთხოდ იმყოფება. სახალხო დამცველმა დღეს, 21:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ იგი ვაკის... Read More

სარალიძე მისი თხოვნით იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ – ლომჯარია

Comments Off on სარალიძე მისი თხოვნით იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ – ლომჯარია

„ზაზა სარალიძე მისი თხოვნით იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ, ვარ მუდმივ კონტაქტზე მასთან”, – ეს განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა ფეისბუკზე. ამ დროისთვის რუსთაველზე საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც... Read More

“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტთან მიმდინარე აქციას ემიჯნებიან

Comments Off on “თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტთან მიმდინარე აქციას ემიჯნებიან

“თავისუფალი დემოკრატები” რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციას ემიჯნებიან. ამის შესახებ პარტიამ განცხადება დღეს, 3 ივნისს გაავრცელა. პარტიის განცადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ხალხის პროტესტს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, რაც მათთვის მიუღებელია.... Read More

“შანტაჟი”, “ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში” – კალაძე მეტროს მემანქანეებზე

Comments Off on “შანტაჟი”, “ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში” – კალაძე მეტროს მემანქანეებზე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მემანქანეების ხელფასის მომატება არ იგეგმება. კახა კალაძის განმარტებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი ყოველწლიურად დეფიციტურია და ეს დედაქალაქის ბიუჯეტისთვის პრობლემას წარმოადგენს. “დღეს შეუძლებელია ხელფასების მომატებაზე საუბარი.... Read More

ვაკის პარკის აქციაზე სარალიძე–დადუნაშვილის საქმეზე მთავრობას კომისიის შექმნას სთხოვენ

Comments Off on ვაკის პარკის აქციაზე სარალიძე–დადუნაშვილის საქმეზე მთავრობას კომისიის შექმნას სთხოვენ

ვაკის პარკში გამართული აქციის მონაწილეები სთხოვენ პრემიერ-მინისტრს, რომ მაქსიმუმ ხვალ შექმნას კომისია ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდის დაღუპვის თაობაზე. “ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საზოგადოების წევრები, რომლებიც ვაცნობიერებთ საქართველოში... Read More

“ქართულ ოცნებას” 2 ახალი მდივანი ჰყავს

Comments Off on “ქართულ ოცნებას” 2 ახალი მდივანი ჰყავს

ქართული ოცნების პარტიას ორი ახალი მდივანი ეყოლება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. “პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ რომ პარტიას ხუთი მდივანი ეყოლება. გენერალური მდივნის თანამდებობაზე კვლავ რჩება კახა... Read More

ამ ეტაპზე პარლამენტთან აქცია ზაზა სარალიძის გარეშე მიმდინარეობს [LIVE]

Comments Off on ამ ეტაპზე პარლამენტთან აქცია ზაზა სარალიძის გარეშე მიმდინარეობს [LIVE]

პარლამენტის შენობის წინ, სადაც აქცია მიმდინარეობს, ზაზა სარალიძე არ იმყოფება. როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განუცხადა, ზაზა სარალიძე მძიმე  მორალურ მდგომარეობაშია და სახლში იმყოფება. ზვიად კუპრავას თქმით, საპროტესტო... Read More

ვაკის პარკში ალტერნატიულ აქციაზე სიტყვით დეკანოზი დავით ისაკაძე გამოვიდა

Comments Off on ვაკის პარკში ალტერნატიულ აქციაზე სიტყვით დეკანოზი დავით ისაკაძე გამოვიდა

ვაკის პარკში მიმდინარე ალტერნატიულ აქციაზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები მივიდნენ. შეკრებილებს სიტყვით მღვდელმა დავით ისაკაძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო სამი დღის მანძილზე პარლამენტთან მიმდინარე პროტესტმა “პოლიტიკური აქციის ნიშნები” შეიძინა:... Read More

მსახიობი, სცენარისტი და მეშახტე – ვინ იყო 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე, რომელიც შახტში დაიღუპა

Comments Off on მსახიობი, სცენარისტი და მეშახტე – ვინ იყო 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე, რომელიც შახტში დაიღუპა

2 ივნისს ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, ორი მუშა დაიღუპა – 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე და 65 წლის რეზო ლომთაძე. ტყიბულში ჯერ არ იციან ზუსტად როდის დაკრძალავენ დაღუპულებს. სანდრო ბუცხრიკიძე... Read More

ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია დატოვა

Comments Off on ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია დატოვა

ვაკის პარკი, სადაც ალტერნატიული აქცია იმართება, რომლის მთავარი გზავნილიცაა სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკოსების გარეშე, ზაზა სარალიძემ დატოვა. “აქ ვისმენ, თითქოს “ნაციონალური მოძრაობა”… მოვიდეს “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ვისაც მკვლელობაზე გული შესტკივა. ჩემთვის... Read More

აღარ მჭირდება აღარანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე – სარალიძე

Comments Off on აღარ მჭირდება აღარანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე – სარალიძე

“ჩემი გადაწყვეტილება მე ვიცი: აღარ მჭირდება აღარანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე”, – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე ალტერნატიული აქციის დატოვების შემდეგ გააკეთა. “ვერც აქ და ვეღარც... Read More

“მეტრო ხვალიდან პარალიზებული იქნება” – მემანქანეებისა და სხვების გაფიცვა დაიწყო

Comments Off on “მეტრო ხვალიდან პარალიზებული იქნება” – მემანქანეებისა და სხვების გაფიცვა დაიწყო

თბილისის მეტროში მოქმედი ალტერნატიული პროფკავშირის “ერთობა 2013″-ის წევრი თანამშრომლები დღეიდან, 3 ივნისიდან, გაფიცვასა და შიმშილობას იწყებენ. პროფკავშირის წევრები, რომელთა შორის მემანქანეთა სრული შემადგენლობაა, ტექნიკურად დაემორჩილნენ სასამართლოს განჩინებას და გაფიცვა არასამუშაო... Read More

პრემიერი – ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს

Comments Off on პრემიერი – ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. ამ საკითხზე პრემიერმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. “რაც შეხება ამ პროცესებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც... Read More

ვაკის პარკში მიმდინარე ალტერნატიულ აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა – LIVE

Comments Off on ვაკის პარკში მიმდინარე ალტერნატიულ აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა – LIVE

ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე, რომლის მთავარი გზავნილიცაა სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკოსების გარეშე – ზაზა სარალიძე მივიდა. აქცია ვაკის პარკში სწორედ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნით იმართება, თუმცა მისი მონაწილეები... Read More

იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს – პრემიერი

Comments Off on იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს – პრემიერი

“ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით დაიწყებს მსჯელობას მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ. “როგორც საზოგადოებას შევპირდით, ეს... Read More

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა უახლოეს დღეებში დამტკიცდება – პრემიერი

Comments Off on საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა უახლოეს დღეებში დამტკიცდება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა დღეს, 3 ივნისს. “პოლიტსაბჭოს... Read More

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ვაკის პარკში ალტერნატიული აქცია მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

Comments Off on ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ვაკის პარკში ალტერნატიული აქცია მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

ვაკის პარკში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ალტერნატიული აქცია იმართება, რომლის გზავნილია “სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკოსების გარეშე”. აქცია ფეიზბუკზე დაიგეგმა. “ძვირფასო მეგობრებო, ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე აქციებით პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ და პროცესები არასწორი... Read More

ნაციონალურმა მოძრაობამ ზაზა სარალიძე მძევლად აიყვანა – ელისაშვილი

Comments Off on ნაციონალურმა მოძრაობამ ზაზა სარალიძე მძევლად აიყვანა – ელისაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე ნაციონალურმა მოძრაობამ მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, სარალიძის მძევლობიდან გამოსახსნელად მივიდა, თუმცა ეს უკანასკნელი იქ... Read More

როგორ ცხოვრობენ პენსიონრები აფხაზეთში

Comments Off on როგორ ცხოვრობენ პენსიონრები აფხაზეთში

დღეს აფხაზეთის საპენსიო ასაკის იმ მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვინც წლების წინ, აფხაზეთის პარალელურად რუსეთის მოქალაქეობის მიღებაც მოასწრო.  აფხაზეთში დღეს ოფიციალური ცნობით, 53 ათასამდე პენსიონერი ცხოვრობს, თუმცა, იმ პენსიონერთა... Read More