აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავის ძრავი ჰაერში აფეთქდა, არის მსხვერპლი

Comments Off on აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავის ძრავი ჰაერში აფეთქდა, არის მსხვერპლი

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამგზავრო თვითმფრინავის ძრავი ჰაერში აფეთქდა, რამაც თვითმფრინავის კორპუსი დააზიანა. ბორტზე ამ დროს 143 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავიაკომპანია... Read More

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

Comments Off on საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იმართება, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 5:3 დაამარცხა. ეს არის მეორე გამარჯვება, რომელიც ყინულის ჰოკეის საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. პირველი გამარჯვება საქართველოს... Read More

მოჭრილი ხეები ტანძიასთან. ფოტო: ვაჟა ქურდიანი

მორიგი პროტესტი RMG-ის წინააღმდეგ – ამჯერად, ტანძიის გადასარჩენად

Comments Off on მორიგი პროტესტი RMG-ის წინააღმდეგ – ამჯერად, ტანძიის გადასარჩენად

სოფელ ტანძიის მოსახლეობა კომპანია RMG-ის მიერ ოქროს მომპოვებელი ღია კარიერის მოწყობასა და გზის მშენებლობას აპროტესტებს. ბოლო 1 კვირაა ადგილობრივებს სამანქანო გზა გადაკეტილი აქვთ და კომპანიის კუთვნილ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას... Read More

შიდა ქართლში, კონფლიქტისპირა ზონიდან, ერთი პირი გაიტაცეს

Comments Off on შიდა ქართლში, კონფლიქტისპირა ზონიდან, ერთი პირი გაიტაცეს

შიდა ქართლში, სოფელ ფლავისმანიდან, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ერთი პირი გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ფლავისმანის მცხოვრები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია... Read More

Reuters: რუსეთი მებრძოლებს სირიაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გზავნის

Comments Off on Reuters: რუსეთი მებრძოლებს სირიაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გზავნის

“როიტერსის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთი კერძო მებრძოლების სირიაში გადასაყვანად არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო თვითმფრინავებს იყენებს. სტატიის თანახმად, თვითმფრინავები ძირითადად როსტოვიდან დაფრინავენ და საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ. “როიტერსმა” ჩაატარა გამოძიება, რომლის... Read More

ლგბტ აქტივისტების თქმით, გენდერულმა საბჭომ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

Comments Off on ლგბტ აქტივისტების თქმით, გენდერულმა საბჭომ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში არ არის შესული ლგბტ აქტივისტების მიერ დასმული საკითხები, რასაც აქტივისტების უკმაყოფილება მოჰყვა საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 17 აპრილს გაიმართა. გენდერული თანასწორობის საბჭომ დღევანდელ... Read More

მთავრობას საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა სურს

Comments Off on მთავრობას საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა სურს

საქართველოს მთვარობა, გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით, ტყის ეროვნულ აღრიცხვას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეისწავლიან ტყით დაფარულ იმ ტერიტორიასაც, რომელიც სახელმწიფო ტყის ფონდის მიღმაა. აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირეს.... Read More

მხედრის ბილიკი, ველობილიკი და სხვა – პარლამენტს საგზაო ნიშნების დამატებას სთხოვენ

Comments Off on მხედრის ბილიკი, ველობილიკი და სხვა – პარლამენტს საგზაო ნიშნების დამატებას სთხოვენ

საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ასოციაცია მიიჩნევს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში დასაზუსტებელი და შესაცვლელია ზოგიერთი ტერმინი. გარდა ამისა, ასოციაციაში... Read More

შრომითი დავა მეტროში – მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან

Comments Off on შრომითი დავა მეტროში – მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან

თბილისის მეტროს მემანქანეების ნაწილსა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა მიმდინარეობს. მემანქანეების ნაწილი გაფიცვით იმუქრება. მეტროპოლიტენთან შრომით დავას პროფესიული გაერთიანება “ერთობა 2013” აწარმოებს, რომელიც უმეტესად წარმოადგენს მეტროპოლიტენის მემანქანეების ინტერესებს... Read More

იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

Comments Off on იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

19 აპრილს, 18:30 საათზე, კამპანია “SOS იპოდრომი” და ორგანიზაცია “იარე ფეხით” მერიის წინ საპროტესტო აქციას გეგმავს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი კახა კალაძის იმ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ცინცაძე-კორტოზიას ქუჩის კვეთაზე... Read More

ტრანსპორტში შეღავათიანი ბარათით უკანონოდ სარგებლობაზე მერია სანქციებს ამკაცრებს

Comments Off on ტრანსპორტში შეღავათიანი ბარათით უკანონოდ სარგებლობაზე მერია სანქციებს ამკაცრებს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიანი ბარათების უკანონო გამოყენებაზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს. როგორც კომპანიაში განამრტავენ, ეს გადაწყვეტილება მერიამ 13 აპრილს მიიღო და... Read More

საფრანგეთში კაცს სახე მეორედ გადაუნერგეს

Comments Off on საფრანგეთში კაცს სახე მეორედ გადაუნერგეს

ფრანგი ჟერომ ჰამონი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც სახის ორი ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაიკეთა. პაციენტი ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. BBC წერს, რომ ჰამონმა სახის პირველი ტრანსპლანტი 2016 წელს მოიშორა,... Read More

აქციების მიუხედავად სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერი გახდა

Comments Off on აქციების მიუხედავად სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერი გახდა

77 ხმით 17 წინააღმდეგ ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სომხეთის პარლამენტმა დღეს პრემიერ-მინისტრად აირჩია. სომხეთის ეროვნულ კრებაში პრემიერის არჩევა ერევნის ქუჩებში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე... Read More

მეტროში ნგრევის, ბარათაშვილზე შუშის ფასადის ჩამოვარდნის საქმეები ჯერ არ გახსნილა

Comments Off on მეტროში ნგრევის, ბარათაშვილზე შუშის ფასადის ჩამოვარდნის საქმეები ჯერ არ გახსნილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ  არ დაუსრულებია გამოძიება ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის, ვარკეთილის მეტროს ნგრევისა და აღმაშენებლის გამზირზე ფასადის ნაწილის ჩამოცვენის ფაქტებზე. ნეტგაზეთმა აღნიშნული ინფორცია შსს-დან გამოითხოვა, ხოლო პასუხი 3 აპრილს... Read More

თბილისი აფხაზებსა და ოსებს ე.წ. პირადი ნომრის მინიჭებას სთავაზობს

Comments Off on თბილისი აფხაზებსა და ოსებს ე.წ. პირადი ნომრის მინიჭებას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია აფხაზებისა და ოსების მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების ამსახველი საკანონმდებლო ცვლილებები. მათ შორისაა ე.წ. პირადი ნომრის მინიჭების საკითხი. ცვლილება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,... Read More

პარლამენტისაგან მშვილდითა და არბალეტით ნადირობის საშუალებას ითხოვენ

Comments Off on პარლამენტისაგან მშვილდითა და არბალეტით ნადირობის საშუალებას ითხოვენ

საქართველოს მსროლელთა გაერთიანებამ „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნით პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ემსახურება ცივი სასროლო იარაღის (მშვილდითა და არბალეტით) რეგისტრაციის საკითხის მოწესრიგებას და ამ სახეობის იარაღით... Read More

საავიაციო ნავთის იმპორტი 2018 წლის მარტში გაიზარდა

Comments Off on საავიაციო ნავთის იმპორტი 2018 წლის მარტში გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში საქართველოში  10,2 ათასი ტონა საავიაციო ნავთის იმპორტი განხორციელდა, რაც თებერვლის მაჩვენებელს 6,7 ათასი ტონით აღემატება. მარტში საავიაციო ნავთის ყველაზე დიდი რაოდენობა თურქმენეთიდან (6,5 ათასი ტონა),... Read More

სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამო ფეისბუქის წინააღმდეგ, შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყოს

Comments Off on სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამო ფეისბუქის წინააღმდეგ, შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყოს

კალიფორნიის შტატის მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფეისბუქის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა უნდა დაიწყოს. საქმე ეხება სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებას. სარჩელი ეხება ფეისბუქის მიერ ბიომეტრიული ინფორმაციის გამოყენებას მომხმარებლების თანხმობის გარეშე. “სახის ამომცნობი” ტექნოლოგია გულისხმობს,... Read More

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

Comments Off on ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს. მკვლელობაში ბრალდებულია მოკლულის ყოფილი მამინაცვალი –... Read More

„სიდას“ დირექტორის პოსტზე ზვიად დევდარიანს სალომე ზურაბიშვილი შეცვლის

Comments Off on „სიდას“ დირექტორის პოსტზე ზვიად დევდარიანს სალომე ზურაბიშვილი შეცვლის

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ზვიად დევდარიანის გადადგომის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა. სიდას ახალი ხელმძღვანელის არჩევაში ორგანიზაციის პარტნიორი დონორი ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. ზვიად დევდარიანი არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რის... Read More

სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს

Comments Off on სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს. “სომხეთში სარევოლუციო სიტუაციაა და დღეს აქ მე ვაცხადებ დემოკრატიული, არაძალადობრივი... Read More

სემინარიის სტუდენტები – პატრიარქის კურთხევით, „აიისას“ წინააღმდეგ აქციას გავმართავთ

Comments Off on სემინარიის სტუდენტები – პატრიარქის კურთხევით, „აიისას“ წინააღმდეგ აქციას გავმართავთ

თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტებმა ქართული პრეზერვატივის კომპანია „აიისას“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაგეგმეს და აცხადებენ, რომ ამისთვის პირადად პატრიარქისგან მიიღეს კურთხევა. ინფორმაცია ნეტგაზეთს აკადემიის რექტორმა, მღვდელმსახურმა ბესარიონმა და საპატრიარქოს პრესსამსახურმაც დაუდასტურა.... Read More

ფერმერებს „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და „ვიანორის“ საავტომობილო პროდუქტებისა თუ მომსახურებების შესყიდვა სპეციალური ფასდაკლებით შეეძლებათ.

„ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის

Comments Off on „ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის

„ვისოლ ჯგუფმა“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით ფერმერებს საწვავსა და ვტომომსახურებაზე სპეციალური პირობები შეუქმნა და ამიერიდან მათ „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და „ვიანორის“ საავტომობილო... Read More

ოხანაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობას “ევროპულ საქართველოსთან” გარიგება არ სჭირდება

Comments Off on ოხანაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობას “ევროპულ საქართველოსთან” გარიგება არ სჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი... Read More