თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ადამიანი დაჭრეს

Comments Off on თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე 1 ადამიანი დაჭრეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ... Read More

თელასი: 12 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Comments Off on თელასი: 12 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

“თელასის” განცხადებით, ხვალ, 12 აპრილს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო  თბილისის რამდნიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: დიდუბის რაიონი 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებს. გლდანის რაიონი... Read More

პესკოვი: კრემლი “ტვიტერ დიპლომატიის” მომხრე არ არის

Comments Off on პესკოვი: კრემლი “ტვიტერ დიპლომატიის” მომხრე არ არის

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ტრამპის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ კრემლი არ ემხრობა “ტვიტერ დიპლომატიას” და სერიოზული მიდგომების მომხრეა. პუტინის პრესმდივნის განცხადებას რუსული საინფორმაციო გამოცემა Tacc ავრცელებს. “ჩვენ არ ვართ... Read More

თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

Comments Off on თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და... Read More

ტრამპს პეტერბურგში “საპატიო კაზაკის” წოდება ჩამოართვეს

Comments Off on ტრამპს პეტერბურგში “საპატიო კაზაკის” წოდება ჩამოართვეს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო საპატიო კაზაკის წოდება ჩამოართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. “2016 წელს, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ტრამპის გამარჯვებით დასრულდა... Read More

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა

Comments Off on ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა. 2014 წლიდან ილია ბეგიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2 აპრილს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ თანაინვესტირების ფონდის... Read More

ოქრიაშვილი: ვფიქრობ, პარტია ამ მდგომარეობიდან უფრო ჯანსაღი გამოვა

Comments Off on ოქრიაშვილი: ვფიქრობ, პარტია ამ მდგომარეობიდან უფრო ჯანსაღი გამოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და პარტია გადაწყვეტილებას დემოკრატიული პროცედურებით მიიღებს. ნეტგაზეთთან ოქრიაშვილი ასევეა ამბობს, რომ ვინც ამ დემოკრატიული... Read More

რუბლმა დოლართან 2016 წლის ანტირეკორდი გაიმეორა

Comments Off on რუბლმა დოლართან 2016 წლის ანტირეკორდი გაიმეორა

2016 წლის ნოემბრის შემდეგ, რუსული რუბლი აშშ დოლარის მიმართ ყველაზე მეტადაა გაუფასურებული. CNBC-ის ინფორმაციით,  რუბლის გაუფასურება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გამწვავებამ გამოიწვია. ჯამში, რუსეთის ეროვნული ვალუტა ამ კვირაში 11%-ით... Read More

მაღლაფერიძე Freedom House-ის ანგარიშზე

Comments Off on მაღლაფერიძე Freedom House-ის ანგარიშზე

“მე მაქვს პრეტენზია და მენეჯმენტის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს 1-ლი არხის თანამშრომლები სრულიად თავისუფალნი არიან”, – ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ გააკეთა ფრიდომ ჰაუსის კრიტიკულ ანგარიშთან... Read More

რევაზ არველაძე: არც ფოფხაძე და არც კობახიძე არ უნდა გაცხარებულიყვნენ

Comments Off on რევაზ არველაძე: არც ფოფხაძე და არც კობახიძე არ უნდა გაცხარებულიყვნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ კედევან ფოფხაძესა და ირაკლი კობახიძეს რადიკალური განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ. “ჩემი აზრით, არცერთი მათგანი, არც გედი ფოფხაძე და არც ირაკლი კობახიძე... Read More

დეპუტატების შეფასება Freedom House-ის ანგარიშზე

Comments Off on დეპუტატების შეფასება Freedom House-ის ანგარიშზე

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშს, რომელიც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებს ეხება, საპარლამენტო უმრავლესობაში კრიტიკულად არ აფასებენ. უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ რადგან ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, ქვეყნების მიმართ... Read More

ცუკერბერგის შეხვედრა სენატორებთან, რომლებმაც არ იციან, როგორ მუშაობს ფეისბუკი

Comments Off on ცუკერბერგის შეხვედრა სენატორებთან, რომლებმაც არ იციან, როგორ მუშაობს ფეისბუკი

ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 10 აპრილს ამერიკელ სენატორებს შეხვდა. შეხვედრას წინ უძღოდა უმსხვილესი სოციალური ქსელისა და Cambridge Analytica-ს სკანდალი, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ფეისბუკის 87 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია გასართობი აპლიკაციის... Read More

დამოუკიდებლობის 100 წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება – სამინისტრო

Comments Off on დამოუკიდებლობის 100 წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება – სამინისტრო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და... Read More

დემოკრატია აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში Freedom House-ის შეფასებით

Comments Off on დემოკრატია აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში Freedom House-ის შეფასებით

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, სომხეთის, ისევე როგორც საქართველოს, დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. თუ 2017 და 2016 წლების ანგარიშების მიხედვით სომხეთის საშუალო მაჩვენებელი ამ კუთხით იყო 5,39 (სადაც 1 ქულა საუკეთესო... Read More

რა შემთხვევაში გაუქმდება NTV Plus-ის ავტორიზაცია საქართველოში

Comments Off on რა შემთხვევაში გაუქმდება NTV Plus-ის ავტორიზაცია საქართველოში

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ნეტგაზეთს წერილობით აცნობა, რომ მათ რუსული სახელმწიფო კომპანია “ენ ტე ვე პლუსისგან” დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვეს და თუ მას ვერ წარმოადგენენ, ის საქართველოში მუშაობის უფლებას დაკარგავს. “ენ ტე... Read More

შესაძლო ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი ბავშვები. სირია, დუმა. ფოტო: EMAD ALDIN/EPA

სირიაში 500 ადამიანს ქიმიური თავდასხმის სიმპტომები აქვს – ჯანმო

Comments Off on სირიაში 500 ადამიანს ქიმიური თავდასხმის სიმპტომები აქვს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო შეტევის დროს დაზარალებული ადამიანების “სიმპტომები ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლისათვისაა დამახასიათებელი”. ორგანიზაციის განმარტებით, 500 ადამიანი ამ ნიშნებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ხელი არ... Read More

ფეისბუქის ინსტრუმენტი, რითაც მომხმარებლები ამოწმებენ, მოიპარეს თუ არა მათი მონაცემები

Comments Off on ფეისბუქის ინსტრუმენტი, რითაც მომხმარებლები ამოწმებენ, მოიპარეს თუ არა მათი მონაცემები

სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა ახალი ინსტრუმენტი დაამატა news feed-ს, რომლის გამოყენებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაიგონ, გამოიყენა თუ არა მათი მონაცემები კომპანია კემბრიჯ ანალიტიკამ პოლიტიკური მიზნებისთვის. ფეისბუკის ინფორმაციით, ამ ლინკზე გადასვლით მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ,... Read More

დონალდ ტრამპი – რუსეთო, ჩვენი ახალი და ჭკვიანი რაკეტებისთვის მოემზადე

Comments Off on დონალდ ტრამპი – რუსეთო, ჩვენი ახალი და ჭკვიანი რაკეტებისთვის მოემზადე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე რუსეთს აკრიტიკებს. აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის მუქარას პასუხობს, რომლის მიხედვითაც ასადის რეჟიმის პოზიციების მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოვარდება. “რუსეთი პირობას დებს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა... Read More

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი Freedom House-ს 2018 წლის ანგარიშში

Comments Off on აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი Freedom House-ს 2018 წლის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის – Freedom In the World – 2018 მიხედვით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შედარებით, თავისუფლების ხარისხი რამდენჯერმე მაღალია. თუ... Read More

NTV Plus-თვის რეგისტრაციის გაუქმებას მანიფესტით ითხოვენ

Comments Off on NTV Plus-თვის რეგისტრაციის გაუქმებას მანიფესტით ითხოვენ

საქართველოში გაზპრომ მედიას” შვილობილი კომპანიის, NTV Plus-ის შემოსვლასთან დაკავშირებით  მანიფესტი შეიქმნა, სადაც ხელმომწერები საქართველოს მთავრობას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავენ, გაუუქმონ რეგისტრაცია “ენ ტევე პლუსს”. ავტორის განცხადებით,  კომპანიის... Read More

ნაცვლიშვილი: ახლა არ არის იმ მასშტბის დაპირისპირება, რომ გუნდის დაშლა მოჰყვეს

Comments Off on ნაცვლიშვილი: ახლა არ არის იმ მასშტბის დაპირისპირება, რომ გუნდის დაშლა მოჰყვეს

ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამჟამად არ არის იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ გუნდი დაიშალოს. “დავით ჭიჭინაძის კომენტარს რაც... Read More

ჰომოფობიური მუქარის საქმეში კობა ბიწაძე და ბექა გაბადაძე დაზარალებულად ცნეს

Comments Off on ჰომოფობიური მუქარის საქმეში კობა ბიწაძე და ბექა გაბადაძე დაზარალებულად ცნეს

აქტივისტები კობა ბიწაძე და ბექა გაბადაძე მათ მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნეს. აქტივისტების ადვოკატმა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დაზალარებულად... Read More

“ადამიანები ფარდის მიღმა” – ივანიშვილი Freedom House-ის ანგარიშში

Comments Off on “ადამიანები ფარდის მიღმა” – ივანიშვილი Freedom House-ის ანგარიშში

Freedom House გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების შესახებ 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია საქართველოს კრიტიკულად აფასებს და ქვეყანაში არაფორმალურ ძალაუფლებაზე საუბრობს. ორგანიზაციის შეფასებით, ევროპის რეგიონში მდებარე გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნები ყველაზე დიდი რისკის... Read More

ნუკრი ქანთარია უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სიაზე საუბრობს

Comments Off on ნუკრი ქანთარია უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სიაზე საუბრობს

“ქართული ოცნების” წევრი  ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, ვინც საპარლამენტო უმრავლესობა გააკრიტიკა. კერძოდ, დეპუტატის თქმით,  სავარაუდოდ, ამ სიაში შედის თავად ნუკრი ქანთარია,... Read More