მაჩაბლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ცნობა ტყუილია

Comments Off on მაჩაბლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ცნობა ტყუილია

ფეისბუკზე სხვადასხვა გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისში ივანე მაჩაბლის სახელობის ქუჩას სახელი გადაერქვა და მას ირანის ქუჩის სახელი ეწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ნეტგაზეთს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და... Read More

რუსეთი აშშ–ის 60 დიპლომატს გააძევებს, პეტერბურგის საკონსულოს კი დახურავს

Comments Off on რუსეთი აშშ–ის 60 დიპლომატს გააძევებს, პეტერბურგის საკონსულოს კი დახურავს

რუსეთი აშშ–ის 60 დიპლომატს გააძეევებს, ხოლო სანქტ–პეტერბურგში მდებარე საკონსულოს დახურავს. ბლუმბერგის ცნობით, დიპლომატების გაძევების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ბოიკოტის შემდეგ მიიღო. შვეიცარიის... Read More

ანონსი: 30 მარტი

Comments Off on ანონსი: 30 მარტი

10:30 ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ტარდება სამუშაო შეხვედრა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე”. მისამართი: საქართველოს უზენაესი სასამართლო,... Read More

პარლამენტარი: საელჩოს სექციის თანამშრომლის გაძევებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ

Comments Off on პარლამენტარი: საელჩოს სექციის თანამშრომლის გაძევებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ

პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ, “ქართული ოცნების წევრმა, ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთის ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის გაძევებით რუსეთს ვერაფერს დააკლებენ. “თუ ბოლომდე გადავჭრით ყველა მოლაპარაკების ფორმატს, ჩვენს მოსახლეობას რას ვუშვებით?... Read More

“დარიალჰესის” გამო მდინარე თერგი თითქმის დაშრა – ფოტოები

Comments Off on “დარიალჰესის” გამო მდინარე თერგი თითქმის დაშრა – ფოტოები

“დარიალჰესის” გამო მდინარე თერგი 8 კილომეტრის მანძილზე თითქმის დამშრალია და მცირე ზომის ღელესავით მოედინება. მოქალაქე იაგო კაზალიკაშვილმა “ფეისბუკში” ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ასახულია მდინარე თერგი, რომელიც თავის ბუნებრივ კალაპოტში ძლივს ჩანს.... Read More

შაქრო კალაშოვს 11 თანამზრახველთან ერთად პატიმრობა მიუსაჯეს

Comments Off on შაქრო კალაშოვს 11 თანამზრახველთან ერთად პატიმრობა მიუსაჯეს

“კანონიერი ქურდი” შაქრო კალაშოვი და მისი 10 თანამზრახველი მოსკოვის სასამართლომ ფულის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. Interfax.ru  იუწყება, რომ შაქრო კალაშოვს სასამართლომ 9 წლითა და 10 თვით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მისთვის 15... Read More

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას თვეში 5 ლარად სთავაზობს

Comments Off on თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას თვეში 5 ლარად სთავაზობს

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას თვეში 5 ლარად სთავაზობს. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დაზღვევაა მძღოლებისათვის და იმ შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი აზიანებს სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას. ავტოპასუხისმგებლობის... Read More

აქტივისტების არაადამიანურად მოპყრობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელები 3 წლით დააპატიმრეს

Comments Off on აქტივისტების არაადამიანურად მოპყრობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელები 3 წლით დააპატიმრეს

29 მარტს სასამართლომ პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს 2011 წელს გამართული აქციის მონაწილეების არაადამიანურად მოპყრობის ბრალდებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ. ვ.... Read More

სამთავრობო ცვლილებებს მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ

Comments Off on სამთავრობო ცვლილებებს მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ

მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ. დღეს რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის ტელევიზიებმა, გაავრცელს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის... Read More

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე ქმარს, ადვოკატს და ძიძას ბრალი წაუყენეს -პროკურატურა

Comments Off on პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე ქმარს, ადვოკატს და ძიძას ბრალი წაუყენეს -პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ყოფილი პროკურორის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ბრალდებით სამი ადამიანი –  რ.ბ, ნ.ბ. და ი.ა. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. პროკურატურის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი... Read More

ვენესუელაში ხანძარს 68 ადამიანი ემსხვერპლა

Comments Off on ვენესუელაში ხანძარს 68 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში, ქალაქ ვალენსიის პოლიციის განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 68 ადამიანი ემსხვერპლა. არაოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტიც იყოს. BBC-ის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობას პოლიციის დაკავების იზოლატორში განთავსებული პირები წარმოადგენენ.... Read More

ლურჯი თმის დასაცავად – აქცია ერევანში

Comments Off on ლურჯი თმის დასაცავად – აქცია ერევანში

დღეს, 29 მარტს, სომხეთის დედაქალაქში მოქალაქე ასია ხაჩატრიანის უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია, სლოგანით “ლურჯი” გაიმართა. როგორც ასია ხაჩატრიანი ამბობს, ის ყარაბაღის პოლიციის დეპარტამენტში სამართალდამცველთა მხრიდან ლურჯი თმის ფერის გამო უკანონო... Read More

30 მარტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია სრულდება

Comments Off on 30 მარტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია სრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ძირითადი რეგისტრაცია ხვალ, 30 მარტის, 18:00 საათზე დასრულდება. 30 მარტის 18:00 საათზე შეწყდება აგრეთვე რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის. გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5... Read More

გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ

Comments Off on გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ

პრემიერ-მინისტრ გირგი კვირიკაშვილის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს. „ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ასეთი კიდევ გასაკეთებელი და დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას... Read More

მალალა იუსაფზაი თავდასხმიდან ექვსი წლის შემდეგ პაკისტანში დაბრუნდა

Comments Off on მალალა იუსაფზაი თავდასხმიდან ექვსი წლის შემდეგ პაკისტანში დაბრუნდა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი მალალა იუსაფზაი პირველად დაბრუნდა პაკისტანში მას შემდეგ, რაც თალიბებმა თავში ესროლეს. მას შემდეგ 6 წელი გავიდა. პაკისტანში მისი ჩასვლის შესახებ დეტალები, უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებული იყო.... Read More

ბრიტანული HALO Trust-ის გამნაღმველი მანქანა ყარაბაღში ნაღმზე აფეთქდა

Comments Off on ბრიტანული HALO Trust-ის გამნაღმველი მანქანა ყარაბაღში ნაღმზე აფეთქდა

ბრიტანული კომპანია HALO Trust-ის გამნაღმველი მანქანა ყარაბაღში, მარტაკერტის რაიონის ნაღმზე აფეთქდა. ყარაბაღის საინფრომაციო გამოცემის, artsakhpress.am-ის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ყველა მათგანი მთიანი ყარაბაღის მოქალაქეა. ნაღმზე აფეთქების დროს HALO Trust-ის... Read More

ჰომოფობიური მოსაზრების მიუხედავად, საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ ჰომოფობი არ არის

Comments Off on ჰომოფობიური მოსაზრების მიუხედავად, საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ ჰომოფობი არ არის

ქუთაისის საკრებულოს წევრი- განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ მისი ჰომოფობიური ფეისბუქ პოსტი, რეალურად, ჰომოფობიური შინაარსის არ არის და არ ახალისებს ჰომოფობიურ განწყობებს. “ეს... Read More

საქართველო თბილისიდან რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს

Comments Off on საქართველო თბილისიდან რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. უწყების განცხადებით, აღნიშნული... Read More

“თელასის” განმარტება სეისმური მონიტორინგის ცენტრისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვაზე

Comments Off on “თელასის” განმარტება სეისმური მონიტორინგის ცენტრისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვაზე

სააქციო საზოგადოება “თელასი” სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ცენტრს დენი ქსელში დაფიქსირებული ხარვეზის გამო 20 წუთით გაეთიშა და ამის მიზეზებს სპეციალური კომისია სწავლობს. როგორც... Read More

საზმაუს სამეურვეო საბჭომ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია

Comments Off on საზმაუს სამეურვეო საბჭომ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე უნდა შეერჩია, ვინაიდან გრიგოლ გოგელიას 17 აპრილს უფლებამოსილება უწყდება. დღეს გამართულ სხდომაზე დასახელებულმა ორმა კანდიდატმა თავმჯდომარის პოზიციის დაკავებისგან თავი აიცილა. ამის... Read More

სუს-ის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი დააკავეს

Comments Off on სუს-ის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი დააკავეს

სუს-ის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაეპარტამენტის გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების  განყოფილების თანამშრომლები:  გენო ქ., ემზარ... Read More

“ლიტვინენკო, სკრიპალი” – მოსკოვი ლონდონს აქეთ ადანაშაულებს, რომ მის მოქალაქეებს ვერ იცავს

Comments Off on “ლიტვინენკო, სკრიპალი” – მოსკოვი ლონდონს აქეთ ადანაშაულებს, რომ მის მოქალაქეებს ვერ იცავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანელ სამართალდამცველებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უუნარობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. “ამის ნათელი მაგალითებია ფსბ-ს ყოფილი თანამშრომლის, ა. ლიტვინენკოს მოწამვლა,... Read More

ყველა არასამთავრობომ უნდა შეიმუშაოს სექსუალური შევწროებისგან დაცვის მექანიზმი – კოალიცია

Comments Off on ყველა არასამთავრობომ უნდა შეიმუშაოს სექსუალური შევწროებისგან დაცვის მექანიზმი – კოალიცია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის აცხადებს, რომ საჭიროა განხორციელდეს დაუყოვნებლივი საკანონმდებლო ცვლილებები კანონმდებლობაში სექსუალურ შევიწროებისგან დაცვის შესაძლებლობის არსებობისთვის, ხოლო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს სექსუალური შევიწროებისგან დაცვის შიდა ორგანიზაციული მექანიზმები. განცხადებაში... Read More

შსს: ოჯახში დანაშაულის ბრალდებით 2018 წლის პირველ 3 თვეში 855 პირი დააკავეს

Comments Off on შსს: ოჯახში დანაშაულის ბრალდებით 2018 წლის პირველ 3 თვეში 855 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო სამი თვის მანძილზე ოჯახში დანაშაულის ჩადენის ბრალდებით სამართალდამცავებმა 855 პირი დააკავეს. სტატისტიკა უწყებამ დღეს, 29 მარტს, გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას... Read More