ყვარელთან 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

Comments Off on ყვარელთან 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 27 თებერვალს, 18:00 საათისთვის, ყვარლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი ჩანტლისყურე იყო. ინფორმაცია ყვარლის მუნიციპალიტეტში ნგრევის ან დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.... Read More

Air France თავის მგზავრებს ქართულ ფილმ “დედეს” შესთავაზებს

Comments Off on Air France თავის მგზავრებს ქართულ ფილმ “დედეს” შესთავაზებს

უმსხვილესმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ Air France-მა სურვილი გამოთქვა, ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” საკუთარი ავიახაზების მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ამ ფილმის ნახვა მილიონობით ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ... Read More

ფოტო ▶ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

Comments Off on ფოტო ▶ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

27 თებერვალს კახა კალაძე მერიის თანამშრომლებთან, თანაპარტიელებთან და თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გუდიაშვილის მოედანზე იმყოფებოდა. დღეს დედაქალაქის მერს საზეიმო ვითარებაში უნდა გამოეცხადებინა გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, თუმცა სავაჭრო ცენტრ “ქალაქის... Read More

აპლიკაცია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის დარჩენილი დღეების გამოსათვლელად

Comments Off on აპლიკაცია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის დარჩენილი დღეების გამოსათვლელად

იუსტიციის სამინისტრომ დღეს, 27 თებევრვალს წარმოადგინა უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია “Schengen/EU App” როგორც IOS-ის, ასევე Android-ისთვის. ეს აპლიკაცია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაამზადა, პრეზენტაციის შემდეგ აპლიკაცია მართვაში... Read More

ტედი რინერი სავარაუდოდ თბილისის გრან პრიზე იჭიდავებს

Comments Off on ტედი რინერი სავარაუდოდ თბილისის გრან პრიზე იჭიდავებს

ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი, ტედი რინერი თბილისის გრან პრიზე ოფიცილურად დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული. 28 წლის ტედი რინერი ორგზის ოლიმპიური, ცხრაგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონია.... Read More

ბაქოში სანდრა რულოვსის აზერბაიჯანულად ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

Comments Off on ბაქოში სანდრა რულოვსის აზერბაიჯანულად ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ბაქოში სანდრა ელისაბედ რულოვსის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ცოლის, აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი წიგნის “ერთი იდეალისტის ისტორია” პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც სანდრა რულოვსმა თქვა, მიხეილ... Read More

ხინკლის დამჭერამდე საქართველოში ხინკლის მოსახვევი შეიქმნა

Comments Off on ხინკლის დამჭერამდე საქართველოში ხინკლის მოსახვევი შეიქმნა

სანამ ხინკლის დასაკავებელი სამარჯვი შეიქმნებოდა, სხვა ქართველმა გამომგონებელმა, ომარ მარსაგიშვილმა ხინკლის ფორმირების მოწყობილობა შექმნა. მან გამოგონება 2012 წელს საქართველოში დააპატენტა, თუმცა ინტერნეტში არაერთი მსგავსი პროდუქცია იყიდება. კონკრეტულად ეს დანადგარი საათში მინიმუმ 600... Read More

სატელეფონო მომსახურების ხელახლ ტენდერში მაგთი მონაწილეობას მიიღებს

Comments Off on სატელეფონო მომსახურების ხელახლ ტენდერში მაგთი მონაწილეობას მიიღებს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებზე კონსოლიდირებული ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შემსყიდველი ორგანიზაციების დაახლოებით 260 ათასი აბონენტისთვის სატელეფონო მომსახურების GSM, UMTS, LTE სტანდარტით გაწევა მოუწევს. მანამდე გამოცხადებულ... Read More

ექსპერტები: ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზისთვის დრო გადამწყვეტი ფაქტორია

Comments Off on ექსპერტები: ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზისთვის დრო გადამწყვეტი ფაქტორია

ექსპერტები ამბობენ, რომ რაც უფრო დიდხანს დაგვიანდება ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ქართული მხარისთვის, მით უფრო რთული იქნება გარდაცვალების ზუსტი მიზეზისა და დაზიანებების აღმოჩენა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ექსპერტიზის ცენტრ... Read More

ოსური მხარის ცნობით, ე.წ. ბორდერიზაცია 2018 წელსაც გაგრძელდება

Comments Off on ოსური მხარის ცნობით, ე.წ. ბორდერიზაცია 2018 წელსაც გაგრძელდება

“2018 წლის მარტში საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივი მოწყობის ღონისძიებები დასრულდება”. ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო ვალერი ზაზულიაზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის საზღვრის დაცვის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.  ოსი... Read More

მე–13 საუკუნის ციხესიმაგრეს 21 წელია შუა საუკუნეების ტექნოლოგიით ხელახლა აშენებენ

Comments Off on მე–13 საუკუნის ციხესიმაგრეს 21 წელია შუა საუკუნეების ტექნოლოგიით ხელახლა აშენებენ

საფრანგეთში მდებარე გედელონის ციხესიმაგრეს უკვე 21 წელია აშენებენ იმავე მეთოდებით, რაც შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა. იქ, სადაც მე–13 საუკუნის ციხის საძირკვლის ნანგრევები იყო, დღეს ძველი ტექნოლოგიებით ციხეს აშენებენ. ციხის მშენებლები ვარაუდობენ,... Read More

m2-მა ყაზბეგის გამზირზე სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გახსნა

Comments Off on m2-მა ყაზბეგის გამზირზე სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გახსნა

საქართველოში საერთაშორისო ბრენდ „რამადას“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გაიხსნა. „რამადა“ მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო  ჯგუფის „ვინდჰემის“  წევრია და 2018 წელს ევროპის ყველაზე მზარდ ბრენდად დასახელდა. სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ კომპანიას... Read More

“ბანდიტების დედოფალი” – ქართველი ქალი, რომელიც საუკუნის წინ ყაჩაღების ბანდას მართავდა

Comments Off on “ბანდიტების დედოფალი” – ქართველი ქალი, რომელიც საუკუნის წინ ყაჩაღების ბანდას მართავდა

მისი ზუსტი ასაკი უცნობია, სახელი ყაჩაღობით გაითქვა. გამორჩეული მხედარი და მსროლელი იყო. ბარბარე  დანელია მეცხრამეტე საუკუნეში ყაჩაღების ბანდას ხელმძღვანელობდა საქართველოში. მან არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი. სხვადასხვა... Read More

გლდანში ლიბერთი ბანკის სერვისცენტრი დააყაჩაღეს

Comments Off on გლდანში ლიბერთი ბანკის სერვისცენტრი დააყაჩაღეს

გლდანში “ლიბერთი ბანკის” სერვისცენტრი დააყაჩაღეს. როგორც “ნეტგაზეთს” “ლიბერთი ბანკში” განუცხადეს, თავდამსხმელმა ბანკიდან მცირე რაოდენობის თანხა გაიტაცა, თუმცა ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით... Read More

CNN: ჰარვი ვაინშტაინის კომპანია გაკოტრების პირასაა

Comments Off on CNN: ჰარვი ვაინშტაინის კომპანია გაკოტრების პირასაა

პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის კომპანია გაკოტრების პირასაა.  წყაროზე დაყრდნობით CNN წერს, რომ გაკოტრების შესახებ კომპანია რამდენიმე დღეში ოფიციალურად განაცხადებს. “მულტიმედია კომპანია” ძმებმა ბობმა და ჰარვი ვაინშტაინებმა 2005 წელს დააფუძნეს. The New... Read More

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა

Comments Off on სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტ “აგროფერმაში” 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა.  სააგენტოს განცხადებით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული ხორცი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა. “სახელმწიფო კონტროლის... Read More

უნივერსიტეტებში სწავლის ხანგრძლივობა შესაძლოა შემცირდეს – სამინისტროს ინიციატივის შეფასება 

Comments Off on უნივერსიტეტებში სწავლის ხანგრძლივობა შესაძლოა შემცირდეს – სამინისტროს ინიციატივის შეფასება 

საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის მიხედვით, იგეგმება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ბაკალავრიატზე სწავლა ოთხი წლის ნაცვლად შეიძლება სამი წელი გახდეს, მაგისტრატურა კი –... Read More

კალაძე: დამწვარ სავაჭრო ცენტრს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება

Comments Off on კალაძე: დამწვარ სავაჭრო ცენტრს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება

თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ ღამით დამწვარ სავაჭრო ცენტრში დასაქმებულებს შეხვდა. როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულის” აღდგენითი სამუშოები უახლოეს მომავალში დაიწყება, მანამდე კი ადამიანები, რომელთა... Read More

ხანძრით დაზარალებული მოვაჭრე: ნავაჭრი ფული მედო იქ, 5 ლარით ვარ წამოსული

Comments Off on ხანძრით დაზარალებული მოვაჭრე: ნავაჭრი ფული მედო იქ, 5 ლარით ვარ წამოსული

თბილისში დამწვარ სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” მოვაჭრე დარო მამულაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მისი პროდუქცია დაიწვა, მაშველები კი შიგნით ჯერ არ უშვებენ, რომ ნახანძრალი ადგილები ნახონ. მისივე თქმით, ბანკის ვალი დარჩა... Read More

მთავრობას პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაწესებული ჯარიმის გაოთხმაგება სურს

Comments Off on მთავრობას პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაწესებული ჯარიმის გაოთხმაგება სურს

კანონპროექტის მიხედვით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე ჯარიმა ოთხმაგდება, ხოლო წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა ათმაგდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობა [საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა–გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს]... Read More

ნარიყალაზე უკანონო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია მერიამ დააჯარიმა

Comments Off on ნარიყალაზე უკანონო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია მერიამ დააჯარიმა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 8 000 ლარით დააჯარიმა კომპანია “კაზმა”, რომელიც ნარიყალაზე სამუშაოებს აწარმოებდა. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარიყალაზე, ციხესთან მისასვლელ გზაზე მდებარე ფერდობზე  კომპანია მძიმე ტექნიკის თანხლებით “არქეოლოგიურ”... Read More

ბაზრობების სავალდებულო დაზღვევამდე ორი დღით ადრე დამწვარი სავაჭრო ცენტრი

Comments Off on ბაზრობების სავალდებულო დაზღვევამდე ორი დღით ადრე დამწვარი სავაჭრო ცენტრი

27 თებერვალს თბილისში კიდევ ერთი ბაზრობა დაიწვა. თუმცა, ზუსტად ორ დღეში, 2018 წლის პირველი მარტიდან, საქართველოში სავალდებულო ხდება სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების, სასტუმროებისა და ბენზინგასამართი (ასევე, აირგასამართი) სადგურების დაზღვევა. მთავრობის მიერ... Read More

წალენჯიხაში სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებულს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Comments Off on წალენჯიხაში სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებულს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზუგდიდის რაიონულმა  სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამხედრო მოსამსახურის, ბექა რუსიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ბრალდებული, ასევე სამხედრო მოსამსახურე დ.ჯ. პროკურატურის ცნობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ დ. ჯ-ს... Read More

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გათავისუფლეს შემდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

გაეროს წამების კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს

Comments Off on გაეროს წამების კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა გაეროს წამების... Read More