საკრებულოს დეპუტატებმა ურბანული განვითარების უფროსად შეცვლილ კანდიდატს დაუჭირეს მხარი

Comments Off on საკრებულოს დეპუტატებმა ურბანული განვითარების უფროსად შეცვლილ კანდიდატს დაუჭირეს მხარი

დღეს, 21 თებერვალს, თბილისის საკრებულომ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, კახა კალაძის მიერ ოფიციალურად დასახელებული კანდიდატის, ვახტანგ ჯოხაძის ნაცვლად, რუსუდან მირზიკაშვილი დაამტკიცა. თბილისის მერმა ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა  ურბანული განვითარების სამსახურის... Read More

ქართული ოცნების წევრი დეპუტატი მინისტრს აკრიტიკებს

Comments Off on ქართული ოცნების წევრი დეპუტატი მინისტრს აკრიტიკებს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ალავიძეს აკრიტიკებს. მისი თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე საქმიანობაში მინისტრი სათანადოდ ჩართული არ არის. “გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს,... Read More

მინისტრი – საქველმოქმედი სსიპ-ები და ააიპ-ები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან

Comments Off on მინისტრი – საქველმოქმედი სსიპ-ები და ააიპ-ები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან

2019 წლიდან საქველმოქმედი  სსიპ-ები და ააიპ-ები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ორგანიზაციების მოგების გადასახადისგან გათავისუფლება ე.წ ესტონური მოდელით მოხდება. “ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები,... Read More

მთავრობა აუტიზმის მქონეთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას გეგმავს

Comments Off on მთავრობა აუტიზმის მქონეთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის საჭირო სერვისები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გახდეს ხელმისაწვდომი, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს არც გეგმა და არც ვადები. „საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ ვგეგმავთ,... Read More

ანონსი – 22 თებერვალი

Comments Off on ანონსი – 22 თებერვალი

10:30-ზე გაიმართება საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ყოველწლიური ანგარიშის – „ადამიანის უფლებები მსოფლიოში“ პრეზენტაცია. ღონიძიება მედიისთვის ღიაა. ღონიძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 10:30  კვირას პრესკლუბში რეგიონული მაუწყებლების ხელმძღვანელები მედიაში... Read More

ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

Comments Off on ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

ფრაქცია ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ დაადგინოს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით  შრომით დავების განმხილველი მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია და მოსამართლეთა რაოდენობა. “საქართველოს კანონმდებლობის... Read More

საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

Comments Off on საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. უწყების თანახმად, შეთანხმების შემდეგ ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირსა და სხვა პროდუქციაზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა. „მოლაპარაკების შედეგების შესაბამისად, ქართულ... Read More

წონის მატებასთან და კლებასთან გენეტიკა კავშირში არაა – კვლევა

Comments Off on წონის მატებასთან და კლებასთან გენეტიკა კავშირში არაა – კვლევა

The Guadian-ის ცნობით, სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, გენეტიკა არ არის პასუხისმგებელი წონის მატებასა და კლებაზე. თეორია იმის შესახებ, რომ გენეტიკური განმაპირობებლების გამო, ზოგი ადამიანი იოლად იკლებს ან იმატებს, მეცნიერება... Read More

ზოოპარკის სანახავად ხაშურიდან თბილისში 10 წლის ბავშვი გამოიპარა

Comments Off on ზოოპარკის სანახავად ხაშურიდან თბილისში 10 წლის ბავშვი გამოიპარა

გუშინ, 20 თებერვალს, პატრულის ეკიპაჟმა თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვა. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, ბავშვი ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა და ხაშურიდან მშობლების დაუკითხავად ცხოველების სანახავად გამოიპარა. “ბავშვი მარტო იჯდა ჩუმად და ხმას არ... Read More

ორბელიანის მოედანზე კაცის ცხედარი იპოვეს

Comments Off on ორბელიანის მოედანზე კაცის ცხედარი იპოვეს

ორბელიანის მოედანზე შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი  დაახლოებით ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.... Read More

კვიპროსში საქართველოს რვა მოქალაქე არ შეუშვეს

Comments Off on კვიპროსში საქართველოს რვა მოქალაქე არ შეუშვეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რვა მოქალაქე, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვიპროსში, ლარნაკას მიმართულებით მიფრინავდნენ, ქვეყანაში არ შეუშვეს. უწყების თანახმად, არშეშვების მიზეზი არასრული დოკუმენტაცია გახდა.... Read More

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

Comments Off on პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონპროეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. 1TV-ის ინფორმაციით, ვეტოს დაძლევას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 13 იყო. კანონპროექტის მიხედვით, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შეძლებს იმაზე მეტი რეკლამის მოზიდვას, რისი უფლებაც... Read More

ილია მეორეს სახის ნერვის ანთება აქვს – ექიმი ცისანა შარტავა

Comments Off on ილია მეორეს სახის ნერვის ანთება აქვს – ექიმი ცისანა შარტავა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, რომელიც ბოლო პერიოდში რამდენიმე ღონისძიებას არ დაესწრო, უკვე ერთი კვირაა, რაც სახის ნერვის ანთება აქვს. ინფორმაცია ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “ნეტგაზეთმა” ილია მეორის პირადი ექიმისაგან,... Read More

ე.წ. კიროვის კარხანაში ხანძარი ლოკალიზებულია – ცეცხლი საწყობებს წაეკიდა

Comments Off on ე.წ. კიროვის კარხანაში ხანძარი ლოკალიზებულია – ცეცხლი საწყობებს წაეკიდა

ე.წ. კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და არ არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება. ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია, სავარაუდოდ, ლეიბებისა და ლამინატების საწყობები –... Read More

შსს – გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაბრუნეს

Comments Off on შსს – გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაბრუნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკიდან გუშინ მორიგი რეადმისია  განხორციელდა.  უკან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაბრუნეს. უწყების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი დაარღვიეს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო... Read More

მეტრო “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია [ვიდეო]

Comments Off on მეტრო “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია [ვიდეო]

მეტრო “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ერისთავის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც თვითმხილველის მიერ მოწოდებულ ვიდეოში ჩანს, ხანძარმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. კიროვის... Read More

სამხრეთ კავკასია და საქართველოს უპირატესობები – ინტერვიუ ფოლკერ ვაიქსელთან

Comments Off on სამხრეთ კავკასია და საქართველოს უპირატესობები – ინტერვიუ ფოლკერ ვაიქსელთან

თბილისში, წიგნის სახლ “ლიგამუსში” სამეცნიერო ალმანახის: “საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში” პრეზენტაცია გაიმართა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ გერმანულენოვანი კრებულიდან თხუთმეტი სტატია თარგმნა ქართულად, რომლებიც სამხრეთ... Read More

$4 მილიონი და ტელეკომპანია პირველის “მოგვარებული პრობლემა”

Comments Off on $4 მილიონი და ტელეკომპანია პირველის “მოგვარებული პრობლემა”

ტელეკომპანია “პირველის” მფლობელი ამ დრომდე საჯაროდ არ საუბრობს, კონკრეტულად როგორ მოაგვარა პრობლემა, რომელიც, მისივე თქმით, ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკასა და მომავალს საფრთხეს უქმნიდა. თუმცა “ნეტგაზეთმა” მიაკვლია დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ “პირველის”... Read More

აფხაზური მხარე: იმედია, საქართველო ნდობის აღდგენისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამს

Comments Off on აფხაზური მხარე: იმედია, საქართველო ნდობის აღდგენისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მინისტრი  ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აქტიური პოლიტიკა გაატაროს “ბოლო... Read More

Quiz – ხართ თუ არა ექსპერტი დემნა გვასალიას საკითხებში?

Comments Off on Quiz – ხართ თუ არა ექსპერტი დემნა გვასალიას საკითხებში?

კარგად იცნობ დემნა გვასალიას შემოქმედებას? იოლად იპოვი VETEMENTS-ის და ბალენსიაგას მოდელებს? შეამოწმე შენი თავი “ნეტგაზეთის” ახალი ქვიზით.... Read More

არასაკმარისი 30 წელი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად

Comments Off on არასაკმარისი 30 წელი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად

ოლესია ვართანიანი, “საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის” წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში 30 წლის წინ სომხეთთან შეერთების მიზნით ყარაბაღელი სომხების მოძრაობა დაიწყო, რამაც აზერბაიჯანში, ყარაბაღის ტერიტორიაზე იმ დაპირისპირებას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც დღემდე ბოლო არ... Read More

ტყემალაძე “ოცნების” სახელით ვანისა და ხონის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

Comments Off on ტყემალაძე “ოცნების” სახელით ვანისა და ხონის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ინტერპრესნიუსის არაოფიციალური ინფორმაციით, ვანისა და ხონის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში “ქართული ოცნების” სახელით კენჭისყრა პარტიის”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს სურს. ნეტგაზეთთან საუბრისას ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში არასდროს არაფერია გამორიცხული,... Read More

კვლევა – საწმენდი სითხეების რეგულარული გამოყენება ფილტვებს ვნებს

Comments Off on კვლევა – საწმენდი სითხეების რეგულარული გამოყენება ფილტვებს ვნებს

Newsweek -ის ცნობით, ახალი კვლევის თანახმად, ქიმიური სადეზინფექციო საწმენდი საშუალებების (cleaning sprays) რეგულარულმა გამოყენებამ შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას იმავე ხარისხის ზიანი მიაყენოს, რაც ყოველდღიურად ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევით მიადგებოდა. კვლევა ბერგენის... Read More

ბიბილოვის ზეწოლა რადიო თავისუფლების “ეხო კავკაზას” ოს ჟურნალისტზე

Comments Off on ბიბილოვის ზეწოლა რადიო თავისუფლების “ეხო კავკაზას” ოს ჟურნალისტზე

ირინა ქელეხსაევა, ჟურნალისტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან, რომელიც რადიო თავისუფლების რუსულენოვან პორტალ “ეხო კავკაზასთან” თანამშრომლობს, ცხინვალის ჩინოვნიკებისა და კონკრეტულად დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მხრიდან ზეწოლას განიცდის. პრობლემა... Read More