ინგლისელი და ქართველი მორაგბეების შერკინება [ვიდეო]

Comments Off on ინგლისელი და ქართველი მორაგბეების შერკინება [ვიდეო]

Beanyman News საქართველოსა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ერთობლივი ვარჯიშის ამსახველ ვიდეოს ავრელებს. ვიდეოში ჩანს, რომ ინგლისი და საქართველო შერკინებაში ვარჯიშობენ ლონდონში. BBC 5-თან საუბარში ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ვარჯიშს შესანიშნავი უწოდა... Read More

კომპანიამ მთავრობისგან მიღებული მიწა ქართუ ბანკში ჩადო, აქედან ივანიშვილისთვის ხეები გააქვთ

Comments Off on კომპანიამ მთავრობისგან მიღებული მიწა ქართუ ბანკში ჩადო, აქედან ივანიშვილისთვის ხეები გააქვთ

მწვანე კონცხის დასახლებაში 20 366 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 სექტემბერს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად გადასცა კომპანია „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“, რომელიც კერძო პირმა დაარეგისტრირა ქონების... Read More

თბილისის ცენტრში შუახნის კაცი დაჭრეს

Comments Off on თბილისის ცენტრში შუახნის კაცი დაჭრეს

დღეს, გამთენიისას თბილისში, ვორონცოვის ქუჩაზე შუახნის კაცი დაჭრეს. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს – მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რ2-ის... Read More

ნიგერიაში გაუჩინარებული მილიონების შეჭმაში გველს ადანაშაულებენ

Comments Off on ნიგერიაში გაუჩინარებული მილიონების შეჭმაში გველს ადანაშაულებენ

ნიგერიის საგამოცდო ადმინისტრაციის თანამშრომელი გაუჩინარებული ფულის შეჭმაში გველს ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცდების ცენტრის თანამშრომელმა იმ აუდიტორებს განუცხადა, რომლებიც ცენტრიდან 36 მილიონი ნიგერიული ნაირას (დაახლოებით $100 ათასი) გაუჩინარების საკითხს იკვლევენ. BBC-ის... Read More

ერევნის მერიიდან დეპუტატი ქალის ცემის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები გამოყარეს

Comments Off on ერევნის მერიიდან დეპუტატი ქალის ცემის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები გამოყარეს

ერევნის მერიაში იმ ქალების წინააღმდეგაც გამოიყენეს ძალა, რომლებიც ჩინოვნიკების მიერ დეპუტატი ქალის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ. მერიის შესასვლელში შეკრებილი პროტესტის მონაწილეები პოლიციამ გარეთ გააძევა, მათ მიმართ ძალა გამოიყენა, რა დროსაც მათ... Read More

სასჯელაღსრულება: პატიმარმა თვითდაზიანება, სავარაუდოდ, ერთჯერადი საპარსით მიიყენა

Comments Off on სასჯელაღსრულება: პატიმარმა თვითდაზიანება, სავარაუდოდ, ერთჯერადი საპარსით მიიყენა

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის დაჭრაზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ 10 თებერვალს მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება, სავარაუდოდ, ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა: “მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა... Read More

საია საზმაუს წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მიმართავს

Comments Off on საია საზმაუს წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადობრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს. ამის შესახებ საიას განცხადებაშია ნათქვამი. “სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი განაცხადა ეთერში განეთავსებინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას 1984 წელს მიღებული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების საჭიროების თაობაზე. აღნიშნული ნორმატიულიი აქტი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და  ყოველდღიურად იწვევს არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას”, – აცხადებენ საიაში. ვიდეორგოლი, რომლის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებაზეც საზმაუმ, საიას ცნობით, უარი... Read More

კალაძე მეტრო “ვარკეთილის” რეაბილიტაციაში ჩართულ პირებს სამსახურიდან ათავისუფლებს

Comments Off on კალაძე მეტრო “ვარკეთილის” რეაბილიტაციაში ჩართულ პირებს სამსახურიდან ათავისუფლებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ მამუკა კობახიძეს დაავალა, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლოს. როგორც “ნეტგაზეთს” მერიაში განუცხადეს, საუბარია 5-6 პირზე, თუმცა ამ ეტაპზე... Read More

გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

Comments Off on გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გლდანის მე-8 ციხეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა, მსჯავრდებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პატიმრის ადვოკატის თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.... Read More

თბილისის მერიის ორი თანამშრომელი მიკერძოებული გადაწყვეტილების მიზეზით გაათავისუფლეს

Comments Off on თბილისის მერიის ორი თანამშრომელი მიკერძოებული გადაწყვეტილების მიზეზით გაათავისუფლეს

თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების საბაბით გაათავისუფლეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ამის შესახებ დღეს, 14 თებერვალს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კალაძემ განმარტა,... Read More

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

Comments Off on ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა იმის გამო, რომ ტყუილში გამოიჭირეს. მინისტრს არ უთქვამს  იმის შესახებ, რომ 2006 წელს არ დასწრებია პუტინთან შეხვედრას. “ასოშიეთიდ პრესის” ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე... Read More

ანონსი – 14 თებერვალი

Comments Off on ანონსი – 14 თებერვალი

წარმოგიდგენთ 14 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს: 10:30 – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან ერთად მართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე: “დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში”. მისამართი: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” – ვარდების... Read More

სემინარიის კურსდამთავრებულები არ გამორიცხავენ, ზვიადაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ

Comments Off on სემინარიის კურსდამთავრებულები არ გამორიცხავენ, ზვიადაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ

სასულიერო სემინარიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქისა და სინოდისთვის გაგზავნილი წერილის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ რექტორის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ. ამის შესახებ სემინარიის კურსდამთავრებულმა ლადო ნარსიამ “რუსთავი2”-ის გადაცემა “არჩევანში” საუბრისას... Read More

ხანძარი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საერთო საცხოვრებელში

Comments Off on ხანძარი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საერთო საცხოვრებელში

თბილისში, ჭავჭავაძის #37-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში(ყოფილი სტუდქალაქი) ხანძარი გაჩნდა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. სააგენტოს ცნობით, მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განახორციელეს და შემთხვევის შედეგად არავინ... Read More