ვლადიმირ ვაისი: გურამ კაშია საუკეთესოა ნაკრებში

Comments Off on ვლადიმირ ვაისი: გურამ კაშია საუკეთესოა ნაკრებში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი აცხადებს, რომ გურამ კაშია კვიპროსთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საუკეთესო იყო მოედანზე. მისი თქმით, ჰოლანდიური “ვიტესის” კაპიტანი, ჯაბა კანკავასთან და გიორგი ლორიასთან ერთად, საქართველოს... Read More

სააკაშვილის განცხადებით, მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს

Comments Off on სააკაშვილის განცხადებით, მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში მისი 12 წლის შვილი ჰყავთ დაკავებული. “ორი საათის წინ ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ჩემი 12 წლის ვაჟიშვილი და სახელმწიფო დაცვის ქართველი თანამშრომელი, რომელიც... Read More

წულუკიანი: მთავრობა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე კანონპროექტს ამზადებს

Comments Off on წულუკიანი: მთავრობა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე კანონპროექტს ამზადებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პოლიტკური ნება, სამართალდამცავ უწყებაში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შექმნას. ეს განცხადება მინისტრმა 10 ნოემბერს, სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მიმდინარეობის... Read More

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს – ანგარიში

Comments Off on როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს – ანგარიში

“2017 წელს მიმდინარე ,,ასოცირების დღის წესრიგის“ განხორციელების პროცესი ადასტურებს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრირების მიმართულებით აღებული ვალდებულებების ერთგულია”- ვკითხულობთ მეორე ერთობლივ ანგარიშში, რომელშიც შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების... Read More

ლარის რყევა ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მოკლევადიანი ქცევის შედეგია – ფინანსთა სამინისტრო

Comments Off on ლარის რყევა ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მოკლევადიანი ქცევის შედეგია – ფინანსთა სამინისტრო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში დღითიდღე უფასურდება. ფინანსთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თქმით, ეს ლარის მოკლევადიანი რყევაა, რაც განპირობებულია ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მოკლევადიანი ქცევით. ხოლო მეორე მოადგილის განცხადებით, მოკლევადიან პერიოდში... Read More

მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ნარმანიას მადლობის სხვა ადრესატები და საბოლოო ანგარიში

Comments Off on მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ნარმანიას მადლობის სხვა ადრესატები და საბოლოო ანგარიში

“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრებს: ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მან წარმადგინა დედაქალაქის მერად და გამომიცხადა ის უდიდესი ნდობა, რამაც მე დიდი ენერგია მომცა; ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს – პრემიერ-მინისტრს, რომლის... Read More

საქართველო -კვიპროსის მატჩი გურამ კაშიას მონაწილეობით

Comments Off on საქართველო -კვიპროსის მატჩი გურამ კაშიას მონაწილეობით

დღეს, 10 ნოემბერს, გორში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში კვიპროსს ეთამშება. ამ დროისთვის [18:52]ანგარიშია 1:0 საქართველოს სასარგებლოდ. მატჩში მონაწილეობს ფეხბურთელი გურამ კაშია, რომელიც ნაკრების ვიცეკაპიტანია. ბოლო რამდენიმე კვირაა კაშია ყურადღების ცენტრშია,... Read More

ცრუ დასმენის საქმეზე სასამართლომ გიორგი ოქროპირიძე გაამართლა

Comments Off on ცრუ დასმენის საქმეზე სასამართლომ გიორგი ოქროპირიძე გაამართლა

დღეს, 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა როგოც ცრუ დასმენის (სსკ-ს 373ე მუხლი), ასევე, ცრუ ჩვენების მიცემის (სსკ-ს 370-ე მუხლი)... Read More

თბილისის გეგმები აფხაზეთში უფასო დენზე გაზრდილი მოთხოვნის შესამცირებლად

Comments Off on თბილისის გეგმები აფხაზეთში უფასო დენზე გაზრდილი მოთხოვნის შესამცირებლად

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით თბილისში ორდღიანი ღონისძიება გაიმართა. მთავარი თემა ევროკავშირთან ასოცირებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ქვეყანაში ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები იყო. ასევე განიხილეს აფხაზეთის... Read More

ამირან კვირიკაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

Comments Off on ამირან კვირიკაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილის სუიციდთან დაკავშირებულ საქმეს სწორედ მათი უწყება იძიებს. “9 ნოემბერს კი საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. ამჟამად საქმეზე... Read More

ბერუჩაშვილი: შოტლანდიაში აფხაზური მემორიალი უკვე მოხსნილია

Comments Off on ბერუჩაშვილი: შოტლანდიაში აფხაზური მემორიალი უკვე მოხსნილია

შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული, აფხაზური დროშის ფონზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟის შესახებ აფხაზურ მხარე ოფიციალურ კომენტარს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს. თუმცა პირად საუბარში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების... Read More

EMC ლგბტქი აქტივისტების დაცვისკენ შსს-ს მოუწოდებს

Comments Off on EMC ლგბტქი აქტივისტების დაცვისკენ შსს-ს მოუწოდებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ლგბტქი აქტივისტების, კობა ბიწაძისა და ბექა გაბადაძის მიმართ ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრების მიერ ფეისბუქში განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე  სახელმწიფოს ეფექტიანი ღონისძიებებისა... Read More

ლექვინაძის თქმით, სითი პარკის უაპელაციოდ გაშვება 25 მლნ ლარი დაჯდებოდა

Comments Off on ლექვინაძის თქმით, სითი პარკის უაპელაციოდ გაშვება 25 მლნ ლარი დაჯდებოდა

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, კომპანია სითი პარკის უაპელაციოდ გაშვება თბილისის მერიას დაახლოებით 25 მილიონი ლარი დაუჯდებოდა. მისი თქმით, ამის შესახებ აუდიტორული კომპანიის დასკვნაში იყო აღნიშნული, რომელმაც კომპანია სითი პარკი... Read More

დამკვირვებლის სექსუალურ შევიწროებაზე საჩივარი საოლოქო კომისიამ არ განიხილა

Comments Off on დამკვირვებლის სექსუალურ შევიწროებაზე საჩივარი საოლოქო კომისიამ არ განიხილა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დამკვირვებლის მიმართ სექსუალური შევიწროების თაობაზე საჩივარი საოლქო კომისიამ არ განიხილა. ორგანიზაციის ხელმძღვანლის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, კომისიამ განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროება არ იყო მათი განხილვის... Read More

13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Comments Off on 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ზვიად მ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ბრალდებულის მხრიდან 13 წლის... Read More

‘სამართლიანი არჩევნების’ შეფასებით, ოზურგეთში არათანაბარი საარჩევნო გარემოა შექმნილი

Comments Off on ‘სამართლიანი არჩევნების’ შეფასებით, ოზურგეთში არათანაბარი საარჩევნო გარემოა შექმნილი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბულია მდგომარეობა ოზურგეთის საარჩევნო ოლქში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა მიხელ ბენიძემ დღეს, 10 ნოემბერს გამართულ... Read More

საია პროკურატურას ამირან კვირიკაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

საია პროკურატურას ამირან კვირიკაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

Comments Off on საია პროკურატურას ამირან კვირიკაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას შსს-ს ნაცვლად საქართველოს პროკურატურა უნდა აწარმოებდეს და შესაბამის ორგანოებს სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. “გავრცელებული ინფორმაციით, კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით... Read More

თბილისში აგრარული ბაზრების შემოწმების შედეგად 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

Comments Off on თბილისში აგრარული ბაზრების შემოწმების შედეგად 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში არსებული აგრარული ბაზრების შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევებისას 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. აქედან ორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი  შეუჩერდა  და 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.  “აქტიურად მოწმდება აგრარული ბაზრები. შემოწმებისას... Read More

სამხრეთ ოსეთი იეჰოვას მოწმეთა აკრძალვაში რუსეთს უერთდება

Comments Off on სამხრეთ ოსეთი იეჰოვას მოწმეთა აკრძალვაში რუსეთს უერთდება

სტატია თავდაპირველად სახელწოდებით South Ossetia Joins Russia in Ban on Jehovah’s Witnesses eurasianet.org-ზე გამოქვეყნდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის მსგავსად იეჰოვას მოწმეები “ექსტრემისტულ” ორგანიზაციად გამოაცხადა. როგორც სეპარატისტული ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი მიიჩნევს,... Read More

ლიბანის საკითხებზე საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდება

Comments Off on ლიბანის საკითხებზე საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საუდის არაბეთში ვიზიტს იწყებს. საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. მაკრონის განცხადებით, ვიზიტისას ლიბანში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. ლიბანი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა. ორ ქვეყანას... Read More