შსს: “ლურჯი ვეშაპი” ქართულ ინტერნეტში არ არსებობს – ხუთთვიანი გამოძიების შედეგები

0 Comments

თითქმის ხუთთვიანი გამოძიების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ე.წ. ონლაინ თამაში “ლურჯი ვეშაპი”, რასაც არასრულწლოვნების სუიციდის მცდელობებს უკავშირებდნენ, ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ არსებობს. ამის შესახებ შსს-მ განცხადება... Read More

პანკისის სათემო რადიოს თანამშრომლებს ტრანსგენდერ ქალზე დაწერილი სტატიისთვის ემუქრებიან

0 Comments

პანკისის სათემო რადიოს ვებ-გვერდზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პანკისიდან ევროპაში გაქცეული ტრანსგენდერი ქალის ისტორია“, რასაც მკითხველთა ნაწილის აგრესია, სიძულვილის ენის და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა რესპონდენტის, სტატიის ავტორისა და სათემო რადიოს... Read More

“შვილები არ დატოვო უპატრონოდ, დაგიჭერენ” – შესაძლო მუქარა ევროპული საქართველოს კანდიდატზე

0 Comments

დღეს, 14 ოქტომბერს, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართა და გარდაბანში მათ მაჟორიტარობის კანდიდატზე, ელშან კურბანოვზე ხელისუფლების კოორდინატორის მხრიდან შესაძლო მუქარის შესახებ მასალები გააცნო მედიას. ირაკლი აბესაძის განცხადებით, გარდაბნის რაიონის სოფელ... Read More

კვირიკაშვილი: ილია მეორეს კიდევ დიდხანს მეუფებას ვუსურვებ [ვიდეო]

0 Comments

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს და მოსახლეობას სვეტიცხოვლობას მცხეთიდან ულოცავს. პრემიერმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან მე-40 წელი მიულოცა და ქვეყანას მისი პატრიარქობა კიდევ დიდხანს უსურვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 40 წელი შესრულდა მას შემდეგ,... Read More

NGO-ები: თეთრიწყაროში შესაძლო ზეწოლის გამო “ევროპული საქართველოს” პარტიული სია გაუქდმა

0 Comments

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში “ევროპული საქართველოს” პარტიული სია გაუქმდა, ვინაიდან ყველა კანდიდატმა 7-9 ოქტომბერს განცხადება დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე ისე, რომ პარტიისთვის ეს არც... Read More

აფხაზური მხარე: ევროპარლამენტი კულტურულ ძეგლებზე ჩვენს ინიციატივას განიხილავს

0 Comments

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია მოხარულია ევროპარლამენტარის გამოხმაურებით “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ვიდეომიმართვაზე. “გამოდის, ასეთი კრეატიულობით იმას მივაღწიეთ, რომ ევროპარლამენტი აფხაზეთში ძეგლების დაცვის საკითხს და... Read More

შსს: ბანგლადეშის 6 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა

0 Comments

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა [N2 სამმართველოს (ახალციხე) N5 სასაზღვრო სექტორის (ნიალა) დასაცავ მონაკვეთზე] ბანგლადეშის რესპუბლიკის ექვსი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით... Read More

ბირთვული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ: ტრამპის მუქარა ირანს

0 Comments

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას შეუძლია “ნებისმიერ დროს გამოთიშოს აშშ  ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან”. BBC-ის ცნობით, აშშ-ის პირველმა პირმა ირანის მთავრობას “ფანატიკური რეჟიმი” უწოდა... Read More

შსს: რუსთავში ნარკორიალიზატორი დავაკავეთ [სპეცოპერაციის ვიდეო]

0 Comments

13 ოქტომბერს, საღამოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში სპეცოპერაცია ჩაატარეს და 1985 წელს დაბადებული ხ.კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა დაკავებულის... Read More

არა სისასტიკეს! არა მსხვერპლშეწირვებს! – ილია II-ის მოწოდებას საპატრიარქოსთან გააპროტესტებენ 🐑

0 Comments

15 ოქტომბერს მარჯანიშვილის მეტროდან საპატრიარქომდე ცხოველთა დამცველები აქცია-მსვლელობას გამართავენ და გააპროტესტებენ ილია მეორის მრევლისადმი მოწოდებას იმის შესახებ, რომ სამი ცხვარი დაკლან და ამით გაჭირვებულებს დაეხმარონ. “ამ დღეებში პატრიარქმა გააკეთა განცხადება, რომლითაც... Read More

ანონსი – 14 ოქტომბერი

0 Comments

წარმოგიდგენთ 14 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს: 11:00 საათზე , ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაცია. მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის N84. საკონტაქტო:... Read More