აშშ-მა რუსეთისგან სან-ფრანცისკოში საკონსულოს დახურვა მოითხოვა

0 Comments

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, რუსეთს დაევალა სან-ფრანცისკოში საკონსულო და ორი დამატებითი შენობა ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში დახუროს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-მა ეს გადაწყვეტილება რუსეთის იმ ნაბიჯის საპასუხოდ მიიღო, რომლის თანახმააც, ამერიკელი... Read More

ევრობასკეტი 2017: საქართველომ ლიტვა 2 ქულით დაამარცხა

0 Comments

ისრაელში მიმდინარე ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვას მოუგო, ანგარიშით: 79:77. შეხვედრის პირველი მეოთხედი 18:18 დამთავრდა, თუმცა მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების... Read More

მეტროსადგურ “გურამიშვილში” წყალი ჩამოდის – მერია გარემონტებას სექტემბრიდან გეგმავს

0 Comments

მეტროსადგურ “გურამიშვილში” წყალი ჩამოდის, რომელსაც სათლში აგროვებენ და ღვრიან. მერია კი მეტროსადგურში სარემონტო სამუშაოების დაწყებას 15 სექტემბრიდან გეგმავს. სარემონტო სამუშაოებისთვის მერიას ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. მეტროსადგურ “გურამიშვილში” არსებული მდგომარეობის ამსახველი... Read More

ელენე მაცხონაშვილი კულტურის მინისტრთან საეთერო დებატებს ითხოვს

0 Comments

თოჯინების თეატრის უკვე ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ელენე მაცხონაშვილმა, მსახიობებთან და მხარდამჭერებთან ერთად, დღეს, 31 აგვისტოს, თოჯინების თეატრის მშენებარე შენობასთან კარვით აქცია გამართა. “მე კონკრეტული კანდიდატის საწინააღმეგო არაფერი მაქვს. მე მაქვს პრეტენზია... Read More

მაცხონაშვილი: ტელევიზიით გავიგე დღეს, რომ თურმე უნიათო სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ

0 Comments

თოჯინების თეატრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი ამბობს, რომ მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს. “ტელევიზიის ეთერიდან გავიგე დღეს, რომ თურმე ვარ უნიათო სამხატვრო ხელმძღვანელი და პრეტენზია აქვთ... Read More

იურისტი: შემოწირულობების სიმცირის გამო ოპოზიციისთვის უთანასწორო გარემო იქმნება

0 Comments

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ “ქართულ ოცნების” შემწირველი კომპანიების უმრავლესობა ტენდერებს იგებს. არიან ისეთებიც, რომლებიც  წინა არჩევნებზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობს სწირავდა ფულს, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათი პოლიტიკური სიმპათიები... Read More

შსს: აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებულია

0 Comments

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, აბასთუმნის მახლობლად ხანძარი, რომელსაც 29 აგვისტოდან ებრძვიან, ლოკალიზებულია. შსს-ს ინფორმაციითვე, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის,... Read More

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

0 Comments

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლებმა 5 სექტემბერს განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დაგეგმეს – ამის შესახებ ნეტგაზეთს ერთ-ერთმა მშობელმა, თენგო შენგელიამ განუცხადა. აქციის ორგანიზატორები სხვა მოქალაქეებსაც სთხოვენ, რომ აქციას შეუერთდნენ. განათლების ხარისხის განვითარების... Read More

ნაფეტვრებში ბალახი და ბუჩქები დაიწვა

0 Comments

ნაფეტვრებში 31 აგვისტოს ხანძარი იყო –  ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა. დაიწვა 3 ჰექტარი ფართობი და ერთი მშენებარე ობიექტი. ეს ინფორმაცია  საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტმა გაავრცელა. უწყების ცნობით, 18.00 საათზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია,... Read More

გაღარიბების გზაზე მყოფი აფხაზეთის ბუნდოვანი მომავალი

0 Comments

როგორც არ უნდა ეცადონ ადგილობრივები გარეგნული სიმშვიდით მღელვარება დამალონ, აფხაზეთში ზაფხულის სეზონს შეგვიძლია უკვე ჩავარდნილი ვუწოდოთ. დიახ, რუს ტურისტს დიდი მოთხოვნები არ აქვს. მის უშიშრობაზე ლეგენდებიც კი დადის, თუმცა ძირითადად... Read More

ქეთი დოლიძე თუმანიშვილის სახელობის თეატრს აღარ უხელმძღვანელებს

0 Comments

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქეთი დოლიძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელი აღარ იქნება.  თოჯინების თეატრის მმართველი ელენე მაცხონაშვილიც აღარ უხელმძღვანელებს აღნიშნულ თეატრს. “როგორც კინომსახიობთა თეატრის, ისე თოჯინების თეატრის შემთხვევაში,... Read More

გერმანელების ნაკვალევი ბათუმში

0 Comments

ერთ-ერთი უკანასკნელი ბათუმელი გერმანელი, ირინა შმიდტი, რამდენიმე წლის წინ  გარდაიცვალა ბათუმში, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. ირინა აქ ცხოვრობდა თავის ქართულ-გერმანულ ოჯახთან ერთად. 9 წლის იყო, როდესაც გერმანიიდან კრასნოიარსკის მხარეში... Read More

რესპუბლიკელები: დემირელის დახურვა პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს

0 Comments

რესპუბიკური პარტია ავრცელებს განცხადებას, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს დემირელის სკოლისათვის ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის გამო. მათივე განცხადებით, დემირელის სკოლისა და მისი დირექტორის, ემრე ჩაბუქის, ირგვლივ განვითარებული მოვლენები “ბევრ კითხვას აჩენს და... Read More

სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა OSCE-ს დამკვირვებლებს ცეცხლი გაუხსნეს

0 Comments

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დღეს, 2017 წლის 31 აგვისტოს, როდესაც ეუთოს [OSCE] დამკვირვებელთა ჯგუფი მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მორიგ მონიტორინგს აწარმოებდა, აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გახსნა. “აზერბაიჯანულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს ცეცხლი... Read More

სასამართლომ ბრალდებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

0 Comments

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე, რომელიც ქრთამის აღებაშია ბრალდებული, სასამართლომ კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აბესაძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, პროკურორის არგუმენტები დასაბუთებული არ ყოფილა. ასევე, სასამართლომ დაუსაბუთებლად გაუგრძელა აბესაძეს... Read More

დეპარტამენტი: მოქალაქე, რომელიც ხეს უკანონოდ ჭრიდა, ინსპექტორებს ბენზოხერხით დაუპირისპირდა

0 Comments

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქემ, რომელიც ხეს უკანონოდ ჭრიდა, დეპარტამენტის თანამშრომლებს ბენზოხერხით წინააღმდეგობა გაუწია. დეპარტამენტის ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე,  ბენზოხერხის გამოყენებით, მოქალაქე ჭალის მუხის სახეობის ხეებს უკანონოდ ჭრიდა.... Read More

ნათია კაპანაძე: პროცესი არის ან შეიძლება იყოს მართული მაუწყებლის წინააღმდეგ

0 Comments

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ აჭარის პროკურატურას მიმართა, რაც შეიძლება ოპერატიულად შეისწავლოს მაუწყებლის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, სადაც მალხაზ ბოლქვაძე ნათია კაპანაძეს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. “თავდაპირველად მსურს აღვნიშნო,... Read More

მარიხუანის ფლობის საქმეზე ბექა წიქარიშვილს 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

0 Comments

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბექა წიქარიშვილს 69 გრამი მარიხუანის ფლობის საქმეზე 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სასამართლომ წიქარიშვილი დამნაშავედ ცნო და ჯარიმასთან ერთად გარკეული უფლებებიც შეუზღუდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბექა წიქარიშვილს... Read More

თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმროში მატრასი დაიწვა

0 Comments

დღეს, 31 აგვისტოს, თბილისში, სასტუმრო “რუსთაველში”, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარეობს, ძლიერი დაკვამლიანება დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია მატრასი. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.  ... Read More

მღებრიშვილი: გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი ბორჯომში მუშაობას შეუდგა

0 Comments

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინონ. მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდება აბასთუმნის ტყეში ხანძართან გამკლავება,... Read More

პრემიერის თქმით, გამოიყოფა თანხები კრიზისული სიტუაციებისთვის მზადყოფნის გაზრდისთვის

0 Comments

მთავრობის 31 აგვისტოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში გაითვალისწინებენ კრიზისული სიტუაციისთის მზადყოფნის გაზრდისთვის საჭირო თანხებს. კვირიკაშვილი ამბობს, რომ დასჭირდებათ “სისტემური ცვლილებები და ინფრასტრუქტურის განახლება” “დღევანდელ დღეს, მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის... Read More

პრემიერი რუსეთისგან დახმარებაზე: თავის გასამართლებელი არაფერი გვაქვს

0 Comments

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამარცხვინო უწოდა განცხადებებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით მოისმინა: “უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით და არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო,... Read More

პრემიერი: ხანძართან ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს წახალისება ეკუთვნით

0 Comments

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ, 31 აგვისტოს სხდომაზე განაცხადა, რომ ვინც ჩართული იყო ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, პრემიებით უნდა წახალისდნენ. მან ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს ამ საკითხის მოგვარება დაავალა.... Read More

მღებრიშვილი: აბასთუმანში ცეცხლის ყველა ღია კერა ფაქტიურად ჩამქრალია

0 Comments

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში ცეცხლის ყველა ღია კერა ფაქტიურად ჩამქრალია: “ჩვენ უკვე პოზიტიური დინამიკა გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტიურად ჩამქრალია, ძალიან ეფექტურად მუშაობს... Read More