საზმაუზე ახალ საარჩევნო გადაცემას GDS-ის ყოფილი პროდიუსერი ჩაიბარებს

0 Comments

საზოგადოებრივ მაუწყებელზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ახალი გადაცემა გავა ეთერში, ხოლო მისი პროდიუსერი 20/30-ის ყოფილი პროდიუსერი ეკა გამცემლიძე იქნება. ინფორმაცია GPB–ის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დაგვიდასტურა. მაღლაფერიძის თქმით, ჯერჯერობით არ არის... Read More

“საქართველო მარტო სახლში” – ქართული კულტურის ფესტივალი ბერლინში

0 Comments

ბერლინში, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და ბერლინის “დედაქალაქის კულტურის ფონდის“ ხელშეწყობით, ისტორიულ ვილა ელიზაბეტში საქართველო – გერმანიის წლის ფარგლებში გაიმართა ქართული კულტურისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი ფესტივალი –  „საქართველო მარტო სახლში („Georgien... Read More

ანონსი – 6 ივლისი

0 Comments

წარმოგიდგენთ 6 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს: 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორმა თბილისის“ საქმეზე კერძო საჩივარს წარადგენს. საია საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინების... Read More

თიბისის #1 ბარათის ორგანიზებით ვიდეოთამაშების მასტერკლასები გაიმართა

0 Comments

ტექნოპარკში, -18-ელები ვიდეოთამაშების მასტერკლასს დაესწრნენ, რომელიც სპეციალურად მათთვის თიბისი ბანკის ორგანიზებით გაიმართა. კომპიუტერული თამაშების მასტერკლასები გაიარეს იმ მოსწავლეებმა, რომლებიც უკვე არიან #1 ბარათის მფლობელები და თვალყურს ადევნებენ -18 ფეისბუქის გვერდს.... Read More

ურთიერთობას მოაქვს პლუსი – საქართველოს ბანკის ახალი პროგრამა

0 Comments

საქართველოს ბანკმა  ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი ურთიერთობის პროგრამა – PLUS-ი დაიწყო. ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და სწორედ მათთვის, საბანკო პროდუქტებთან ერთად, ბევრ ბენეფიტსა და PLUS-ებს მოიცავს. ურთიერთობის... Read More

ელიავას ბაზრობისთვის მიყენებული ზარალის ნაწილი თიბისი დაზღვევის მიერ ანაზღაურდება

0 Comments

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 850 კვ.მ ფართზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ეკუთვნოდა, შპს „გუჯუჯს“ თიბისი დაზღვევაში იყო დაზღვეული. ამ დროისათვის მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც დაიწყება ანაზღაურების გაცემა. ამჯამად მიმდინარეობს... Read More

ადიგენის არხში 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა დაიხრჩვნენ

0 Comments

ადიგენში, მდინარე ქვაბლიანის ერთ–ერთ არხში, 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა დაიხრჩვნენ. თვითმხილველების თქმით, ჯერ მოზარდი ჩავარდა არხში, ხოლო ქალი მის გადასარჩენად გადახტა მდინარეში. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ 112–დან ინფორმაციის... Read More

საქართველო 2:1 შვედეთი – ევროპის U19 ჩემპიონატი ფეხბურთში

0 Comments

19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები გიორგი კოხრეიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს. ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანეს, ხოლო შვედეთმა ერთი ბურთის გატანა... Read More

დონდუა: ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი თანამდებობას ტოვებს

0 Comments

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან, ჰერბერტ ზალბერი 2017 წლის აგვისტოდან თანამდებობას დატოვებს. “ბოლო რაუნდზე ბატონმა ზალბერმა განაცხადა, რომ ის ტოვებს თანამდებობას... Read More

ენმ აცხადებს, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატის სახლი სუს-მა გაჩხრიკა

0 Comments

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გლდანში მათ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატის, გოჩა კოკაიას სახლი სუსმა გაჩხრიკა. როგორც ნეტგაზეთს ენმ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, სუს-ის წარმომადგენლებმა ჩხრეკისას საფუძვლად მიუთითეს ერთ-ერთი... Read More

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, ბრალდებულიც საქართველოს მოქალაქეა

0 Comments

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც იგი დაიღუპა. სამინისტროს ცნობით, ბრალდებულიც საქრთველოს მოქალაქეა. სამინისტროს ცნობით, 29 ივნისს გენერალურ საკონსულოში სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შევიდა... Read More

ტრეფიკინგში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

0 Comments

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გადაწყვეტილება 4 ივლისს მიიღო. გასამართლებული პირი მიმალვაშია. “სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა,... Read More

მაშველებმა ჩხოროწყუში 2 ადამიანი ადიდებული მდინარიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს

0 Comments

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მაშველებმა ვერტმფრენის დახმარებით 2 ადგილობრივი გადაარჩინეს, რომლებიც ადიდებულ მდინარეში, პატარა კუნძულზე იყვნენ დარჩენილი და წყლიდან გმაოსვლას ვერ ახერხებდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, მდინარე ხობი უეცრად ადიდდა,... Read More

ამომრჩევლის მოსყიდვა თუ ზრუნვა დევნილებზე – მემორანდუმი კლინიკასთან

0 Comments

საარჩევნო საკითხების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დევნილთა სამინისტროს მიერ დადებული მემორანდუმი კლინიკასთან, რომლის მიხედვითაც დევნილებს უფასოდ მოემსახურებიან, კითხვის ნიშნებს აჩენს იმის თაობაზე, ხომ არ არის ეს ამომრჩევლის მოსყიდვა, სამინისტროში აცხადებენ, რომ... Read More

თბილისიდან ბათუმში 90 ლარად შეძლებთ ფრენას

0 Comments

7 ივლისიდან „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით იფრენს. მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32- ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურება. ერთი გზის ბილეთის ღირებულება  90 ლარს შეადგენს. ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის... Read More

“ვდნებოდი” – აბიტურიენტები ცხელი საგამოცდო ოთახებისა და კალმების გამო ჩივიან

0 Comments

აბიტურიენტების ნაწილი ეროვნული გამოცდების პროცესში მაღალი სიცხის გამო ჩივის. ისინი ამბობენ, რომ საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძირითადად საჯარო სკოლებშია მოწყობილი, გაგრილების სისტემა დამონტაჟებული არ არის. აბიტურიენტები ასევე საუბრობენ... Read More

ურთიერთობას მოაქვს პლუსი – საქართველოს ბანკმა მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამა წარადგინა

0 Comments

საქართველოს ბანკმა განაცხადა ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი ურთიერთობის პროგრამის – PLUS-ის დაწყების შესახებ. ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის შეიქმნა, სწორედ მათთვის, საბანკო პროდუქტებთან ერთად, ბევრ ბენეფიტსა და PLUS-ებს მოიცავს. ურთიერთობის პროგრამაში... Read More

ჯეჯელავა ჩაბუქისთვის სტატუსის მინიჭებაზე: ვნახოთ, რა გადაწვეტილებას მიიღებს სამინისტრო

0 Comments

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი ევროპულ სტანდარტებით მიმდინარეობას. “მე ვფირქრობ, რომ საკანონმდებლო პროცესი მიმდინარეობს.... Read More

პრეზიდენტის არჩევითობაზე რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივით ცესკოს მიმართეს

0 Comments

ცესკოში დარეგისტრირდა სარეფერენდუმო შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, სურთ თუ არა მოქალაქეებს, რომ პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნებით აირჩიონ. სარეფერენდუმო შეკითხვა ცესკოში 31 მაისს შევიდა, ხოლო 27 ივნისს ცესკომ შეკითხვა დაარეგისტრირა. რეფერენდუმის გამართვა სურს... Read More

ჯეჯელავა: მუხთარლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას დასავლელი პარტნიორები ეცნობიან

0 Comments

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიების მიმდინარეობას საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები რეგულარულად ეცნობიან: “ჩვენ ვიცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ვიცით, რომ ჩართულნი არიან... Read More

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, აფგან მუხთარლი დაზარალებულად ცნოს

0 Comments

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობისა და მის მიმართ შსს-ს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ეფექტური გამოძიების შესახებ წინადადებით მიმართა. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა დღეს, 5 ივლისს,... Read More

ლილოს ნაგავსაყრელს ხანძარი გაუჩნდა, ცეცხლი 1.5 ჰექტარს მოედო

0 Comments

დღეს, 5 ივლისს, თბილისში ლილოს ნაგავსაყრელს ცეცხლი გაუჩნდა, მაშველები ამ დროისთვის [12:12] ცეცხლს კვლავ აქრობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე გასულია 5 სამაშველო-სახანძრო რაზმი და ძალიან მალე  ხანძარს ჩააქრობენ.... Read More

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ

0 Comments

4 ივლისის ღამეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ალხანლში, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები- 50 წლის ქალი და მისი ორი წლის შვილიშვილი. კიდევ ერთი ქალი სროლის შედეგად დაშავდა.... Read More

ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე რეისი შეფერხდა

0 Comments

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი, (W66409) მემინგენი – ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით. აეროპორტის ცნობით, რეისი ქუთაისი-ბერლინი... Read More