მიტროპოლიტ პეტრეს ცნობით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში ამ დრომდე არ უზიარებიათ

0 Comments

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებიდან დღემდე არ უზიარებიათ. ამის შესახებ მღვდელმთავარმა რუსთავის 2-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, მღვდელი კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა აზიარონ.  დეკანოზი რომ... Read More

3 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები

0 Comments

09:30 – საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი. მისამართი Holiday Inn Tbilisi. 10:00 საათზე (შესვენება 13:00-დან 14:00 საათამდე). იხილეთ კანდიდატებთან გასაუბრების VII ჯგუფის გრაფიკი. 10:30-ზე, სასტუმროში „Rooms Hotel“ (თბილისი), „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ტარდება ღონისძიება – “მშენებლობა საქართველოში: ახალი მიდგომები და... Read More

პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს

0 Comments

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პოლიტიკური პარტიების მაქსიმალურ აქტივობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მათ მეტი აქტივობისაკენ მოუწოდებს,”რათა საზოგადოება უფრო მეტად ჩაერთოს ცვლილებების განხილვისა და დისკუსიის პროცესში”. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მანამდეც ძალიან აქტიური იყო და აპირებს, მსგავსი აქტიურობა გააგრძელოს იმისათვის, რომ  კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ძირითადი კანონია, იყოს მაქსიმალურად გამართული,  დაბალანსებული, სწორი და... Read More

თბილისში მტკვრიდან ქალის ცხედარი ამოიტანეს

0 Comments

თბილისში, საპატრიარქოს წინ, ცოტა ხნის წინ მტკვრიდან ქალის ცხედარი ამოიტანეს. როგორც ნეტგაზეთს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, ადგილზე მისვლის დროს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ გამოძიება... Read More

მეზობლების დაპირისპირება ტრანსგენდერ ქალებთან – როგორ დასრულდა სასამართლო

0 Comments

დღეს, 2 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 4 პირის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევები ტრანსგენდერი ქალების ბინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით – ერთს 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ერთის მიმართ საქმისწარმოება შეწყვიტა, ხოლო... Read More

აფხაზური მხარე არ ასახელებს იტალიის ქალაქს, რომელთანაც პროტოკოლი გააფორმა

0 Comments

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ადგურ ხარაზიამ ხელი მოაწერა პროტოკოლს სამომავალო გეგმების შესახებ იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან, რომელსაც აფხაზური მხარე არ ასახელებს, რადგან ეშინია, რომ ოფიცია;ურმა თბილისმა ქალაქის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა... Read More

გვირილობა 2017 – ფოტორეპორტაჟი ქუთაისიდან

0 Comments

დღეს, 2 მაისს, ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული –  “გვირილობა 2017 “, იგივე ქუთაისქალაქობა სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ქუთაისიდან. “გვირილობის” აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქუთაისის დალოცვით დაიწყო. საზეიმო პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე... Read More

პარლამენტი ქუთაისში! – ვინ და რატომ იცავს კონსტიტუციის 48¹ მუხლს

0 Comments

არის თუ არა ქუთაისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარლამენტის ქალაქში დატოვება? რა სარგებელი მოუტანა ბოლო ხუთი წლის მანძილზე საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებამ ქალაქს? რატომ აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, კონსტიტუციიდან ამოღებული... Read More

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური აირჩიეს

0 Comments

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) სრული შემადგენლობის უმრავლესობით 2020 წლის 24 იანვრამდე კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური აირჩია. GNCC-ის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, კომისიის თავმჯდომარეს კი – სამი... Read More

გუგული მაღრაძე: მოწევა დასაშვები კაზინოებსა და სიგარა ბარებში იქნება

0 Comments

მთავრობასთან და ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. კანონპროექტის ავტორის, გუგული მაღრაძის თქმით, დოკუმენტის მეორე რედაქციის მიხედვით, რომელიც პარლამენტს მეორე მოსმენაზე... Read More

ევროკავშირი და ევრობანკი თიბისი ბანკთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საკრედიტო ხაზს გამოყოფენ

0 Comments

100 მილიონი დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის საქართველოში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) და ევროკავშირი აფართოებენ ერთობლივ პროგრამას თიბისი ბანკთან თანამშრომლობით, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივ... Read More

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ირაკლი შოთაძეს განცხადებით მიმართეს

0 Comments

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს განცხადებით მიმართავენ. დვალსა და აქიმიძეს აინტერესებთ, რა ეტაპზეა რ2-ის საქმეზე მათ მიერ შეტანილი საჩივრის გამოძიება. ასევე, ისინი... Read More

სახელმწიფოს მურმან დუმბაძის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა – 26 მაისის საქმე

0 Comments

2011 წლის  26 მაისის აქციის მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერის, მურმან დუმბაძის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. დუმბაძის ინტერესებს სასამართლოში საია, კონკრეტულად კი ადვოკატი შორენა ლოლაძე იცავდა. საიას ცნობით, სასამართლომ... Read More

პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა

0 Comments

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ ნეტგზეთს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს. პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს ორმაგი მოქალაქეობა 12 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, მიანიჭა. ხატია... Read More

დაპირისპირება პარლამენტში ვანო ზარდიაშვილსა და უჩა ნანუაშვილს შორის

0 Comments

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენაზე უჩა ნანუაშვილსა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა მოსამართლეთა შეურაცხყოფის აკრძალვაზე და... Read More

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

0 Comments

თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა –  მეორე კი დაშავდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით... Read More

იუსტიციის საბჭო გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ – ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან

0 Comments

რატომ სურთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ჟურნალისტები სასამართლო სისტემაზე პოზიტიური ტენდენციების გაშუქებით დაკავდნენ? ფიქრობენ თუ არა, რომ ეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა? როგორ წარმოუდგენიათ მედიასთან ამგვარი ურთიერთობა? რატომ ფიქრობენ ახალი მექანიზმის შემუშავებაზე,... Read More

თაღლითობა – ფარული მოსმენებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მუხლია [ინფოგრაფიკა]

0 Comments

2017 წლის 3 თვეში სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პირველი ინსტანციების სასამართლოებს 136-ჯერ მიმართეს სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე უფლების მოპოვების მიზნით. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.... Read More

შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

0 Comments

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტს პოსტის ვადამდელი დატოვებისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილის თქმით, თუ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება, ხალხს ექნება საშუალება, არჩევნების გზით მხარი დაუჭირონ სასურველ კანდიდატს, რისი შესაძლებლობაც, მისი... Read More

პროკურატურის ცნობით, ანაბეჭდები სესიაშვილის შვილისაა, თუმცა ქურდობა არ ჩაუდენია

0 Comments

საქართველოს პროკურატურა განცხადებით ეხმაურება თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტს, რომელშიც ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდებიც ფიგურირებს. პროკურატურა განმარტავს, რომ სესიაშვილის უდანაშაულობა გამოძიებამ უკვე დაადგინა და მანქანაში მისი თითის ანაბეჭდები... Read More

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ინიციატორი 108 დეპუტატია

0 Comments

პარლამენტში კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს კანონპროექტი და განმარტებითი ბარათები უკვე შევიდა. კონსტიტუციური კანონის პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს დღეს, 2 მაისს საპროცედურო... Read More

ლარში ფიქსირებული სესხების ნაწილზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება

0 Comments

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7.0 პროცენტამდე გაზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ სესხებზე, რომლებიც ლარში რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება. როგორც ეროვნული... Read More

8 მაისს თიბისი და რესპუბლიკა გაერთიანდებიან

0 Comments

თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანებასთან დაკავშირებით, 5 მაისს, 18:00 საათიდან, ბანკი რესპუბლიკის სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება, რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები შეჩერდება 5 მაისს, 16:00 საათიდან. თიბისი ბანკის რამდენიმე სერვისი, 6... Read More

“ევროპულმა საქართველომ” პლებისციტის მოთხოვნით კარდაკარ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

0 Comments

დღეს, 2 მაისს, “მოძრაობა ევროპულმა საქართველომ” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით კარდაკარ სიარული და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ისინი მოითხოვენ, რომ პლებისციტი ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემის საკითხის შესახებ.... Read More