ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

თვითმმართველი ქალაქების დამატებით ლატვიელების “სისულელე” გავიმეორეთ – კობახიძე

0 Comments

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდამდე ლატვიაში იმყოფებოდნენ, სადაც კოლეგებმა უთხრეს, რომ 90–იან წლებში მსგავსი სისტემის შექმნით სისულელე გააკეთეს, ხოლო ვიზიტიდან სამ თვეში მმართველმა გუნდმა ეს “სისულელე” გაიმეორა.... Read More

პროექტ "მუზამეს" პროექტის პრეზენტაცია და Soap&Skin რუსთაველის თეატრის სცენაზე, 02.03.16. ფოტო: ნეტგაზეთი/ Elen White

თბილისის რომელ თეატრებში და რატომ შეუმცირდათ მსახიობებს ხელფასები

0 Comments

ქართული თეატრის მსახიობების ნაწილი შემცირებულ ხელფასებსა და გართულებულ მატერიალურ მდგომარეობაზე საუბრობს. ამის ერთ-ერთ პირობად კი “ქამრების შემოჭერის პოლიტიკის” შედეგად თეატრებისათვის შემცირებულ დაფინანსებას ასახელებენ. თემაზე ვრცლად 11 აპრილს ინგა გრიგოლიას საავტორო... Read More

დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგში სარჩელი გაიგზავნება

0 Comments

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელს ამ კვირაში ან მომავალი კვირის დასაწყისშივე გაგზავნის. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა, ეკა ლომიძემ განგვიცხადა. “თითქმის მზად გვაქვს უკვე საერჩელი, ვინაიდან გუშინ მივიღეთ... Read More

მიხეილ სააკაშვილი © EPA/ROMAN PILIPEY

სააკაშვილი ოკუპირებულ დონბასთან დროებით დიდი კედლის აშენებაზე საუბრობს

0 Comments

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დონბასთან დიდი კედლის აშენებისა და ოკუპირებულ ტერიტორიასთან დროებით გამიჯვნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სააკაშვილი “ფეისბუკზე” წერს. “მხარს ვუჭერ იმას, რომ ავაშენოთ დიდი კედელი და დროებით გავემიჯნოთ... Read More

4374

პარლამენტს აბორტის აკრძალვის წინადადებით მიმართეს

0 Comments

პარლამენტი აბორტის აკრძალვის შესახებ იმსჯელებს. შესაბამისი წინადადებით საკანონმდებლო ორგანოს 2017 წელს ორმა მოქალაქემ მიმართა. „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21″-ის დირექტორის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების მიხედვით,  ორსულობის ნებაყოფლობითი... Read More

მიხეილ ჯანელიძე, ედვარდ ნალბანდიანი; 2017, ფოტო: hetq.am

ნალბანდიანი: ბოლო დროს სომხურ-ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა

0 Comments

“ბოლო დროს სომხურ-ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა”, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა ქართველ კოლეგესთან 11 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ ერევანში. “ორივე მხარე პერიოდულად იმეორებს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის... Read More

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო © EPA/PATRICK SEEGER

რას ემსახურება ხელისუფლების განცხადებები, რომ სტრასბურგის სასამართლო გავლენის ქვეშ მოექცა

0 Comments

რას ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებებები რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომ თითქოს ევროპული სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა და რა გავლენა აქვს ასეთ... Read More

ფრესკო

გასახდელში კამერების დამონტაჟების გამო ინსპექტორმა “ფრესკოს” შემოწმება დაიწყო

0 Comments

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აცხადებს, რომ “ფრესკოს” გასახდელ ოთახებში ფარული თვალთვალის გამო სუპერმაკეტების ქსელის ინსპექტირება დაიწყეს. ინსპექტორის აპარატის განმარტებით, ინსპექტირება გულისხმობს როგორც ადგილზე ვითარების გაცნობას, ისე დოკუმენტების, ჩანაწერების და... Read More

კახა კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი. ფოტო: ნეტგაზეთ/გიორგი დიასამიძე

კალაძე თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას ბიუროკრატიის შემცირებით ხსნის

0 Comments

ვიცეპრემიერი კახა კალაძე მიესალმება, თუ პარლამენტი 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას დაუჭერს მხარს და ისინი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდებიან. ენერგეტიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ამით შემცირდება ბიუროკრატია, სისტემა უფრო მოქნილი გახდება და გამარტივდება გადაწყვეტილებების მიღება.... Read More

თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებული სავაჭრო ცენტრის მშენებლობა რუსთაველის გამზირზე. ქვეითებს მუდმივად უწევს დაელოდონ სატვირთო მანქანების გავლას ტროტუარზე, ან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

“ბიზნესის და მძღოლების ინტერესებზე მორგებული” კანონპროექტი ქვეითებს ისევ საფრთხეში ტოვებს

0 Comments

კერძო ბიზნესსა და მძღოლების ინტერესებზე მორგებული –  ასე აფასებს მოძრაობა “იარე ფეხით” საგზაო მოძრაობის შესახებ კანონპროექტს, რადგან კანონი ნაკლებად მკაცრია იმ დარღვევების მიმართ, რომლითაც ქვეითად მოსიარულენი ზარალდებიან, უფრო მკაცრი კი... Read More

რუსთაველის მეტროდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყოფილი შენობისკენ დაიწყეს მსვლელობა. მათ რუსთაველის გამზირის ერთი ნაწილი დაიკავეს და პოლიციის თანხლებით განაგრძეს მსვლელობა. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

რას შეცვლის ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საკანონმდებლო ინიციატივა

0 Comments

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და მოძრაობას აერთიანებს, საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას. გარდა კანონმდებლობის გადახედვისა, პლატფორმამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემცირებისა... Read More

15816

ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი იყიდა

0 Comments

დღეს, 12 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა –  გაცვლითი კურსით, 2,9313. ბოლო დღეების მანძილზე, ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდებოდა. ამ დროისთვის, ერთი აშშ დოლარის... Read More

5_cr

გრიგოლ გიორგაძემ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესახებ სამინისტროს პოზიცია წარადგინა

0 Comments

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების... Read More

მოხევეების პროტესტი ელექტროგადამცემი ხაზების სოფლის სიახლოვეს გატარების წინააღმდეგ. 12.03.2017. ფოტო: შოთა ბუჩუკური

“არ გავატარებინებთ ელ.გადამცემ ხაზებს სოფელთან” – პროტესტი სნოს ხეობაში

0 Comments

ყაზბეგის რაიონში, სნოს ხეობის სოფლების -სნოს, ახალციხის და კარკუჩას მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოხევეები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ სნოს ხეობის დასახლებულ პუნქტებთან 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი არ გაატაროს, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში... Read More

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

GNCC: საერთაშორისო ზარებზე შეზღუდვა მომხმარებელს არ შეეხება

0 Comments

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარები შეფერხების გარეშე განხორციელდება. კომისიაში განმარტავენ, რომ ზარების მიღებაზე შეზღუდვა არ შეეხება მომხმარებელს: “უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისთვის უნდა განიმარტოს, რომ აღნიშნული შეზღუდვა არანაირად... Read More

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის I შეხვედრა. 21.01.2017. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

გოცირიძე: საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წევრმა სამოქალაქო პარტნიორობა პოლიგამიასთან გააიგივა

0 Comments

საიას იურისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომისია ქორწინების, როგორც “ქალის და მამაკაცის კავშირად” განსაზღვრაზე შეთანხმდა. არასამთავრობოებს ჰქონდათ შეთავაზება, რომ თუკი... Read More

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 26.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ვაკონტროლებ სტრასბურგს და ნიუ–იორკის ბირჟასაც – პრეზიდენტის პასუხი კობახიძეს

0 Comments

ირაკლი კობახიძის ბრალდებას, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ სტრასბურგში გაგზავნილი წერილების შემდეგ სასამართლომ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო რუსთავი 2–ის საქმეზე გადაწყვეტილება, გიორგი მარგველაშვილი ხუმრობით პასუხობს. შემიძლია ვაღიარო, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, აგრეთვე, ნიუ–იორკის... Read More

მობილური ზარი ტელეფონი

საქართველოში შესაძლოა საერთაშორისო ზარების მიღება შეფერხდეს

0 Comments

ოპერატორთა განცხადებით, 12 აპრილს, 18:00 საათიდან 00:00 საათამდე, “ჯეოსელი” “მაგთიკომი” და “მობიტელი” საერთაშორისო ზარების შემომტანი ტრანზიტული ოპერატორების ქსელიდან გათიშვას დაიწყებენ. რაც ნიშნავს, რომ ამ დროის განმალობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან შესრულებული ზარების... Read More

32410

ჭიათურაში, სამუშაო ადგილზე რეზო ტალახაძე გარდაიცვალა

0 Comments

ჭიათურაში, გამამდიდრებელ კომბინატში, სამუშაო ადგილზე კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა. რეზო ტალახაძე ზეინკალი იყო და ჯორჯიან მანგანეზში” 40 წლის განმავლობაში მუშაობდა. „ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაქარია ზალიკაშვილის თქმით, პოლიცია საქმეს... Read More

გოჩა ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე: ტრანსგენდერ პირთათვის სქესის აღიარებაზე სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს

0 Comments

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის აღიარების საკითხზე პირველადი მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს და საბჭოს ერთ-ერთი წევრია იუსტიციის სამინისტრო. ლორთქიფანიძე ამბობს,... Read More

ვახუშტი მენაბდე. 26.01.207. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მენაბდე: შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები მცირდება

0 Comments

კონსტიტუციონალისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოთხოვნით, მცირდება შრომითი უფლებების საკონსტიტუციო გარანტიები. ამის შესახებ მან დღეს, 12 აპრილს, კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას... Read More

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ–მინისტრი. ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია

კვირიკაშვილი: შეიქმნება 40 000 სამუშაო ადგილი

0 Comments

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაგეგმილია 1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, დამატებით 500 000 ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტა. მისი თქმით, 10 მილიარდ... Read More

39374

ვერძეული: უსაფუძვლოა განცხადება, რომ სტრასბურგზე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა გავლენა მოახდინეს

0 Comments

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) იურისტი სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ ისეთი პოლიტიკური განცხადებები, როგორიც გუშინ და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების... Read More

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

რუსული რბილი ძალა, ჯაშუშები, ტერორიზმის დაფინანსება – სუს-ის ანგარიში პარლამენტში

0 Comments

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში შევიდა. ანგარიში სუს-ის კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლას, კონფლიქტის ზონიდან ადამიანების გატაცებას და სხვა საკითხებს ეხება. ანგარიშის თანახმად, უწყებაში 3764 ადამიანია დასაქმებული,... Read More

ჰაჯი ჯავადის მეჩეთის ნგრევის წინააღმდეგ გამოსულტა პროტესტი და დაკავება ფოტო: სამირა აგაიევას ფეისბუკის გვერდიდან

ბაქოში მეჩეთის ნგრევის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს აკავებენ

0 Comments

ბაქოში, “საბჭოთა” ქუჩაზე, სადაც აზერბაიჯანის დედაქალაქის გენერალური დაგეგმარების შესაბამისად, ახალი კვარტალი უნდა აშენდეს,  არსებულ შენობებს ანგრევენ. მათ შორისაა “ჰაჯი ჯავადის” მეჩეთი. დღეს, 12 აპრილს, პოლიციამ მეჩეთის ნგრევის წინააღმდეგ გამოსული მოქალაქეების დაკავება... Read More