ცალკეული შემთხვევების განზოგადება – ომბუდსმენის ანგარიშის განსხვავებული შეფასებები

0 Comments

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშს იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე დღეს 5 საათის მანძილზე ისმენდნენ. ანგარიშის განხილვას, რომელიც ძირითადად ძალოვან სტრუქტურებში და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ეთმობოდა, ცხარე კამათი მოჰყვა დეპუტატებს შორის. მმართველი... Read More

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0 Comments

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე... Read More

დორტმუნდი-მონაკოს საფეხბურთო მატჩი გადაიდო

0 Comments

უეფას გადაწყვეტილებით, დორტმუნდი-მონაკოს საფეხბურთო მატჩი გადაიდო. თამაში სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. “გარდიანის” ცნობით, დორტმუნდის საფეხბურთო გუნდის სტადიონისკენ მიმავალ გზაზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მოთამაშე, მარკ ბატრა დაზიანდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს,... Read More

თბილისში, გმირთა მოედანზე ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და აალდა

0 Comments

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, გმირთა მოედანზე ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და აალდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა: “შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ადმინისტრაციულად გაფორმდება ავტოსაგზაო... Read More

საარჩევნო სისტემა კვლავ უსამართლო რჩება – ინტერვიუ მიხეილ ბენიძესთან

0 Comments

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდება და საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, თუმცა გაუნაწილებელ მანდატებს სრულად დაიმატებს გამარჯვებული პარტია. “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ ასეთი წესი,... Read More

ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა

0 Comments

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა და ამიტომ შეაჩერა “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ამის შესახებ მან ინგა გრიგოლიასთან საუბრისას, გადაცემა... Read More

ნარმანია ოპოზიციას: პოლიტიკური სიცრუე და მამაძაღლობა არ გამოგივათ (ვიდეო)

0 Comments

“პოლიტიკური სიცრუე და მამაძაღლობა არ გამოგივათ” – ამ სიტყვებით თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა. დღეს, 11 აპრილს დავით ნარმანია  დედაქალაქის საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა, რის შემდეგაც დეპუტატების... Read More

ანონსი – 12 აპრილი

0 Comments

გთავაზობთ 12 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს. 11:00 საათზე “საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ მართავს კონფერენციას – ცვლილებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის. კონფერენციაზე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პლატფორმის ავტორობით მომზადდა.  ადგილი:... Read More

თვალთვალის საფუძველი ქალის გაკონტროლებაა – ნანა ფანცულაია ფრესკოში მომხდარზე

0 Comments

“საქართველოში ქალთა ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა ფანცულაია მიიჩნევს, რომ ქალების თვალთვალი კულტურულ ნორმადაა დამკვიდრებული და ქალების კონტროლს ისახავს მიზნად. ასე გამოეხმაურა ქალთა უფლებების დამცველი “ფრესკოს” თანამშრომლების გახმაურებულ ინფორმაცის იმის თაობაზე,... Read More

შსს-ს განმარტება – რა ვითარებაში გარდაიცვალა მოქალაქე, რომელსაც მამამ ესროლა

0 Comments

“პატრულის მანქანას რომ საწვავი გამოელია, ლეგენდების სფეროდან არის”, – ასე გამოეხმაურა მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი პირი იმის გამო გარდაცვალა, რომ პოლიციამ საავადმყოფომდე დროულად ვერ მიიყვანა, რადგან... Read More

ნარმანია: ყველასთვის ცნობილია, რომ მე ვარ გუნდურად მოთამაშე

0 Comments

აპირებს თუ არა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კვლავაც თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას მოქმედი მერი დავით ნარმანია? ამ კითხვაზე მან ასეთი პასუხი გასცა: “ყველასთვის ცნობილია, რომ მე ვარ გუნდურად მოთამაშე ადამიანი.... Read More

როგორ გაიზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა – მინისტრის ხედვები და დეპუტატების გამოხმაურება

0 Comments

დღეს, 11 აპრილს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური ანგარიში მოისმინა. სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე, გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებასა და მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. 2017-2020... Read More

ფო

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 20/30-ის ყოფილი წამყვანი მაკა ცინცაძე დაასაქმა

0 Comments

20:30-ის ყოფილი წამყვანი, მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავიდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განუცხადა. გიორგი გვიმრაძის თქმით, ზუსტად არაა გადაწყვეტილი, რა გადაცემას წაიყვანს... Read More

კრიტიკულად განწყობილი აუდიტორია ჯანსაღი სოციალური მედიისთვის – ინტერვიუ ექსპერტთან

0 Comments

გლენ გილმორი ამბობს, რომ თანამედროვე სამყაროში აკვარიუმის თევზის ყურადღების ინტერვალი 9 წამია მაშინ, როდესაც ადამიანის 8 წამამდე შემცირდა. დღეს უფრო მეტი შანსი გაქვს სოციალურ მედიაში განთავსებული კონტენტით დააინტერესო თევზები, ვიდრე... Read More

გაიგეთ, რამდენად ხშირად იყენებთ ქართულ ენას სოციალურ ქსელში

0 Comments

თუ თქვენ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხართ და ხშირად წერთ სტატუსებს და კომენტარებს, ვებგვერდი www.geocheck.ge საინტერესო ექსპერიმენტს გთავაზობთ. პლატფორმის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ, Facebook-ზე რამდენი პროცენტით წერთ ქართულად. ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ... Read More

“თავისუფალი დემოკრატები” საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას განიხილავენ

0 Comments

“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ თუ უმრავლესობა არ გაითვალისწინებს მათ პოზიციებს კონსტიტუციაში არჩევნების საკითხების განსაზღვრის შესახებ, ისინი კომისიას დატოვებენ, რადგან არ სურთ პასუხისმგებლობის აღება კონსტიტუციაში შესატან “დამაზიანებელ” ცვლილებებზე.... Read More

რამდენად ეფექტური იქნება ყარაბაღში სელექციური აბორტის აკრძალვა

0 Comments

მთიანი ყარაბაღის ეროვნულმა კრებამ [პარლამენტმა] 2017 წლის 30 მარტს 33-დან 28 ხმით კენჭი უყარა “რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებებს და სქესობრივი ნიშნით ორსულობის შეწყვეტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.... Read More

თბილისის მერის ყოველწლიური ანგარიშის ძირითადი აქცენტები

0 Comments

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. გთავაზობთ ძირითად საკითხებს, რის შესახებაც ნარმანიამ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ისაუბრა.                  ... Read More

“ფრესკოში” კამერების დამონტაჟებას ქალთა გასახდელებში “ჩხუბისა და ქურდობის პრევენციით” ხსნიან

0 Comments

ფრესკოში ადასტურებენ ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სუპერმაკეტების ქსელის ქალთა გასახდელებში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. როგორც ნეტგაზეთს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ აფრიდონიძემ განუცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფრესკოს მოტივაცია... Read More

გასახდელში ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია – ინსპექტორის გამოხმაურება “ფრესკოში” მომხდარზე

0 Comments

დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახებში ვიდეოთვალთვალი, ასე გამოეხმაურა “ნეტგაზეთთან” საუბარში საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ფრესკოს ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციას, რომ გამოსაცვლელ ოთახებში მათ ადმინისტრაცია უთვალთვალებს. “„პერსონალურ მონაცემთა... Read More

ნარმანია: 2014 წლიდან დღემდე თბილისში 650 ათასი ხეა დარგული

0 Comments

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს ყოველწლიურ ანგარიშს აბარებს, სადაც ძირითადად საუბრობს იმ პროექტების შესახებ, რაც მერიამ განახორციელა. მერმა ჩამოთვალა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დედაქალაქში 2016 წელს განხორციელდა და რომელთა განხორციელება... Read More

ქუთაისში თუ თბილისში? – კომისია პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრაზე ვერ თანხმდება

0 Comments

დღეს, 11 აპრილს,  საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი მსჯელობს, როგორ უნდა განისაზღვროს პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციაში – ის იყოს თბილისში, ქუთაისში, თუ საერთოდ გაუქმდეს ეს ჩანაწერი. ამასთან დაკავშირებით კომისიის წევრები ერთსულოვანი არ... Read More

დავით ნარმანია საკრებულოში მივიდა

0 Comments

თბილისის მერი საკრებულოში წლიურ ანგარიშს წარადგენს. დავით ნარმანია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში უკვე მივიდა. “დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. გარდა ბიუჯეტის... Read More

საქართველოში 20 რუსული სამედიცინო ცენტრის გახსნა იგეგმება

0 Comments

უმსხვილესი რუსული კერძო სამედიცინო კლინიკა “ინვიტრო”, რომელსაც ეკუთვნის სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი (900-ზე მეტი ოფისი) რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელარუსში, 2020 წლამდე სამხრეთ კავკასიაში 65 სამედიცინო ცენტრის გახსნას აპირებს. “მომდევნო ორი... Read More