საზმაუს მენეჯმენტი ომბუდსმენს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე მიანიშნებს

0 Comments

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი, რომლის მიერ წარმოდგენილ რეფორმის გეგმას საზოგადოების ნაწილი ბოლო დღეებიის განმავლობაში აკრიტიკებს, სახალხო დამცველს პასუხობს. განცხადება მაუწყებლის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული და მანამდე ომბუდსმენის მიერ გავრცელებული განცხადების პასუხს... Read More

ანონსი, 25 თებერვალი

0 Comments

  25 თებერვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა. გთავაზობთ ამ დღეს საქართველოში დაგეგმილი მოვლენების ანონსს: 11:00  პარლამენტის (რუსთაველის გამზირზე) შენობის წინ – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და საზოგადოება „მემორიალი“... Read More

ისრაელის ელჩის თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი არ დგას

0 Comments

საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმის საკითხი არ დგას. “მე ამ საკითხზე ნამდვილად კომენტარს არ ვაკეთებ, ვინაიდან არ არსებობს ასეთი საკითხი”, – განაცხადა... Read More

ომბუდმენის წარმომადგელები დეკანოზ მამალაძეს შაბათს მოინახულებენ

0 Comments

სახალხო დამცველის წარმომადგენლები შაბათს მოინახულებენ პატიმრობაში მყოფ დეკანოზს. მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. “შაბათს შევლენ და მოინახულებენ ომბუდსმენის წარმომადგენლები. თუ საჭირო... Read More

ადვოკატი: მიმაჩნია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა

0 Comments

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლე შესაძლოა საფრთის წინაშეა. ადვოკატი ამ განცხადებას პროკურატურის დამოკიდებულებას უკავშირებს, რომელმაც რამდენიმედღიანი დაკითხვის მოთხოვნის მიუხედავად, ბრალდებული კვლავ არ... Read More

დაპირისპირება საკრებულოში ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის გამო

0 Comments

დღეს, 24 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის წესში ცვლილებების შეტანა განიხილებოდა, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება საკრებულოს გადაწყვეტილებას მოჰყვა – საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომლის... Read More

პროკურორმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, მაგრამ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დაუკითხავს

0 Comments

პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიებას დღეს არ დაუკითხავს და მხოლოდ ხმის, ხელნაწერის და დნმ-ის ნიმუშები აიღეს. “ჩვენ შესულები ვიყავით შესაბამისი ნიმუშების ასაღებად, ავიღეთ ეს ნიმუშები, კერძოდ,... Read More

“გირჩმა” ე.წ. ბიონარკოტიკის შეძენაზე ექსპერიმენტი ჩაატარა

0 Comments

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდრის განცხადებით, ე.წ. ბიონარკოტიკის შეძენის ექსპერიმენტი ჩაატარეს. როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში კანაფის შეძენა ძალიან რთულია –  ე.წ. ბიონარკოტიკის მოპოვება, რომელიც მისივე განცხადებით, კანაფზე... Read More

ხილი და ბოსტნეული 10-ჯერ დღეში – ახალი კვლევა გულის დაავადებებისა და კიბოს პრევენციისთვის

0 Comments

ხილისა და ბოსტნეულის მიღება დღეში ხუთზე მეტჯერ  გულის შეტევის, კიბოს, ინსულტისა და ნაადრევი სიკვდილის რისკის შემცირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა – ესაა ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერების უახლესი კვლევის ერთ-ერთი მიგნება. კვლევის მიხედვით, რომლის... Read More

იან კელი ნინო ზაუტაშვილს, ირაკლი ტაბლიაშვილსა და მედია-აქტივისტებს შეხვდა

0 Comments

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი  დღეს მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შეხვდა, რათა, როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “განეხილა დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიაპლურალიზმის მნიშვნელობა”. “როგორც ელჩმა მანამდეც აღნიშნა: „იმისათვის, რომ ნებისმიერი... Read More

საკრებულომ ზვიად ნაზღაიძისთვის მილიონამდე ლარის გადაცემის დადგენილება ძალაში დატოვა

0 Comments

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა დადგენილების გაუქმებას, რომლის ძალითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს სანდრო ეულის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი და ასი ათასობით ლარი გადაეცა. საკრებულოს 29 წევრმა მხარი... Read More

პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე კანონპროექტი II მოსმენით მიიღო

0 Comments

დღეს, 24 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და 84  ხმით 5-ის წინააღმდეგ  მხარი დაუჭირა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვილებათა პაკეტს. თავდაპირველად, პარლამენტმა კენჭი საპარლამენტო უმცირესობის ალტერნატიულ წინადადებებს უყარა.... Read More

მერიის განმარტებები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის გადახდაზე

0 Comments

თბილისის მერიამ გამოაქვეყნა განმარტებები სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ. მერიის განაცხადებით,  2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, ზვიად ნაზღაიძის შემთხვევაშიც, მიღებულია... Read More

საკრებულოს წევრმა მეორე წევრს ბოთლი ესროლა [ვიდეო]

0 Comments

დღეს, 24 თებერვალს, საკრებულოს სხომაზე საკრებულოს წევრმა ილია ჯიშკარიანმა საკრებულოს მეორე წევრს ირაკლი ნადირაძეს ბოთლი ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში ზვიად ნაზღაიძისთვის გადაცემულ მიწასთან დაკავშირებით გამართულმა დისკუსიამ გამოიწვია.... Read More

“დაინახე ყველა ფერი” – ორწლიანი კამპანია შშმ ბავშვებზე სტიგმის დასამარცხებლად

0 Comments

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ორგანიზებით, საქართველოში ორწლიანი ანტი-სტიგმა მოძრაობა დაიწყო. მოძრაობის ფარგლებში იგეგმება ქვეყნის მასშტაბით სოციალურ ცვლილებებზე მიმართული საინფორმაციო კამპანიის განხორციელება, რომლის მიზანიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბაშვების მიმართ არსებული სტიგმის... Read More

ენდრიუ მაქქართის საჯარო ლექცია თიბისი ბანკში

0 Comments

„ფინანსური სერვისების მკვეთრი ზრდა, რომელიც მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული,“ – ამ თემაზე თიბისი გალერეაში პროფესორმა ენდრიუ მაქქართიმ საჯარო ლექცია გამართა. ლექცია-ვორქშოპს თიბისი ბანკის თანამშრომლები, ბიზნესკლიენტები და თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის ISET-ის... Read More

კორძაია: ხელისუფლება მზადაა, ხელყოს პირადი ცხოვრება, როცა ის სხვათა ხელყოფისგან უნდა დაიცვას

0 Comments

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ამბობს, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი არსებულ მდგომარეობას აუარესებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება “თავის სასარგებლოდ იყენებს”. კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, საკონსტიტუციო... Read More

კანონპროექტით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს

0 Comments

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს. აღნიშნული ცვლილებების  შეტანის შესახებ გადაწყვეტილება... Read More

ადვოკატი: მამა გიორგის დასაკითხად სრული მზაობა გვაქვს

0 Comments

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, ექსპერტიზა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაკითხვა დღესვე დაიწყება, პროცესი დიდხანს გაგრძელდება. “მამა გიორგის დასაკითხად ჩვენ გვაქვს სრული მზაობა. ამის შესახებ გავაკეთეთ... Read More

პროკურორის თქმით, ციანიდის საქმის მტკიცებულებები მაშინ გასაჯაროვდება, როცა საფრთხე აღარ იქნება

0 Comments

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ არ იცის, გააცნო თუ არა მტკიცებულებები მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პატრიარქსა და სინოდს. რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიგებს ამ მტკიცებულებების შესახებ საზოგადოება, პროკურორი პასუხობს: “ეს... Read More

პროკურორი: ნიმუშებს ავიღებთ და დეკანოზის მზადყოფნის შემთხვევაში, დღესვე დავკითხავთ

0 Comments

ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფება, პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი მივიდა. “დღეს მოსულები ვართ, რომ ავიღოთ შესაბამისი ხელწერის ნიმუშები. ასევე, ავიღოთ ბიოლოგიური ნიმუშები და ფონოსკოპიური ნიმუშები... Read More

იციკ მოშე საქართველო–ისრაელის უვიზო რეჟიმის 100 დღით შეჩერების ინიციატივით გამოდის

0 Comments

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე მხარეებს ურთიერთობის 7-პუნქტიან “შოკოთერაპიას” სთავაზობს. “ისრაელის სახლის” დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ეს გეგმა მოაგვარებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და მოიტანს განახლებულ ნდობას. იციკ მოშეს ურთიერთობების 7-პუნქტიანი შოკოთერაპია შეწყდეს... Read More

“ევროპულმა საქართველომ” პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა

0 Comments

უმცირესობამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განიხილავდნენ. ეკა ბესელიას ინიციატივით და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტი  პაკეტში შემავალ მთავარ კანონპროექტს “საჯარო სამართლის იურიდიული... Read More

ბოტკოველის თქმით, საპატრიარქიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის

0 Comments

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, არ აპირებს გადახედოს საპატრიარქოდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მიქაელ ბოტკოველმა საპატრიარქო გუშინ, 23 თებერვალს, “პროტესტის ნიშნად” დატოვა.... Read More