ილია მეორე: მამა გიორგისგან კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს

0 Comments

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, იგი იცნობს ამჟამად პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და მისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს. პატრიარქი ამჟამად ბერლინში იმყოფება სამკურნალოდ. ვიდეომიმართვა ფეისბუკის გვერდზე “ზუგდიდისა... Read More

შსს-ს განცხადებით, მამუკა ახვლედიანი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს

0 Comments

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ხვალ, 17 თებერვალს დასაკითხად დაიბარეს. “თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის... Read More

ადამიანს უფლებათა ცენტრი: გვარამიას დაკითხვა დარღვევებით მიმდინარეობდა

0 Comments

ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს, 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას დაკითხვის პროცესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაკითხვა არსებითი დარღვევებით წარიმართა. “მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია სასამართლოში იკითხებოდა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისა... Read More

ხეები ჭრის შესახებ სხდომა საპარლამენტო კომიტეტში გარემოსდამცველებმა დატოვეს

0 Comments

დღეს, 16 თებერვალს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც ხეების ჭრასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მსჯელობდნენ, პროტესტის ნიშნად რამდენიმე ადამიანმა დატოვა. სხდომაზე  დეპუტატ დავით სონღულაშვილის ინიცირებულ კანონპროექტი და... Read More

თვეში დავით საგანელიძის ანაზღაურება საშუალოდ 33 ათასი ლარია – 2016 წლის დეკლარაცია

0 Comments

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2016 წლის განმავლობაში თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 33 687.5 ლარს ნიშნავს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთმა ზეპირი ფორმით მიიღო საჯარო სამსახურის... Read More

მიხეილ სააკაშვილმა ბერლინში პატრიარქი მოინახულა

0 Comments

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბერლინში სამკურნალოდ მყოფი პატრიარქი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებტივი მაუწყებლის კორესპოდენტი, ქეთევან ქარდავა ავრცელებს. დღის პირველ ნახევარში მოინახულა პატრიარქი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც.  ილია II  სამკურნალოდ... Read More

პროკურატურა: ჯერ არ ვაკონკრეტებთ, ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ მამალაძეს

0 Comments

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და დღეს, 16 თებერვალს გავრცელებული ინფორმაცია, პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციაა. “გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთა შესახებ გამოძიების... Read More

სომხეთში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დაჭირდებათ

0 Comments

რუსეთის მოქალაქეები სომხეთში მოგზაურობის დროს მხოლოდ შიდა პასპორტებით ისარგებლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების წესი სომხეთში ერთწლიანი პროცედურების გავლის შემდეგ დაამტკიცეს. 2017 წლის 24 იანვარს რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სომხეთის პრემიერთან კარენ... Read More

ეკა ბესელია “ციანიდის საქმეზე”: რა ვიცით, გამოძიება ვის მიმართ გამოავლენს დანაშაულის შესაძლო ჩადენას

0 Comments

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით,   დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოება მის დასრულებას უნდა დაელოდოს. “დანაშაულის მომზადების ეტაპზე დააკავეს ადამიანი, რომელსაც საწამლავი გადაჰქონდა საზღვარზე.... Read More

ბაქრაძე: დეკანოზ მამალაძის საქმეზე პროკურატურამ ინფორმაცია უნდა გაასაჯაროვოს

0 Comments

საქართველოს პარლამენტისა და პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, რომლიც შეეხება დეკანოზ დავით მამალაძის დაკავების საქმეს. “ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია. მოვითხოვთ... Read More

ანზორ ჩუბინიძის თქმით, ბერლინში პატრიარქთან დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩავიდა

0 Comments

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არანაირი გარანტია არსებობდა იმის, რომ პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა და სწორედ პრევენციის მიზნით ჩავიდა გერმანიაში. ამის შესახებ ჩბინიძემ ბერლინში “რუსთავი 2″–ს განუცხადა. “თავისთავად,... Read More

ბრალდებული დეკანოზი მამალაძე მიტროპოლიტმა ანდრიამ მოინახულა

0 Comments

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს, 16 თებერვალს ციხეში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მოინახულა. “ბრალდებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და მე პირადად მინდა ვთქვა,  ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის... Read More

15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე მოსახლეობის ნაწილს პირადობის მოწმობების აღება უფასოდ შეეძლება

0 Comments

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობის აღება მოქალაქეთა კონკრეტულ კატეგორიას შეეძლება. სამინისტროს ინფორმაციით, პირადობის მოწმობების აღება შეეძლებათ: სამინისტროს ცნობით, აქცია შეეხება სრულწლოვან და იმ პირებს, რომელთაც აქციის... Read More

პრემიერი დეკანოზის საქმეზე: სავარაუდო მსხვერლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს

0 Comments

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას სპეკულაციათა უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა. “რაც მოხდა იმაზე, დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებ. იმიტომ რომ სპეკულაციათა უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა და ეს არის... Read More

საქართველოს ბანკი Mastercard ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწროს

0 Comments

საქართველოს ბანკმა განაცხადა, რომ  მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან ერთად  ექსკლუზიურ  აქციას იწყებს. მომხმარებელს რომელიც, საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, აქციის ფარგლებში სხვადასხვა პრიზები გადაეცემა.   30 აპრილს... Read More

პრემიერმა ილია მეორე ბერლინის საავადმყოფოში მოინახულა

0 Comments

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 16 თებერვალს, გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოში მოინახულა. ილია მეორეს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარეს ბერლინის საავადმყოფოში, როგორც ექიმები ამბობენ, ოპერაცია წარმატებულად... Read More

პროკურატურა: ვაკეში ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნეს

0 Comments

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 15 თებერვალს ღამით, თბილისში  საქართველოს ინტერპოლის ბიუროს უფროს ინსპექტორ როსტომ ლორთქიფანიძეს ცეცხლი გაუხსნეს. “ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს ღამის საათებში თბილისში შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე... Read More

დეკანოზი მამალაძე საიას დახმარებას და ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრას ითხოვს

0 Comments

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ითხოვს, რომ მისი ინტერესები ამჟამად დაქირავებულ ადვოკატებთან ერთად საიამაც დაიცვას. გარდა ამისა, დეკანოზს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრაც სურს. ამის შესახებ ნეტგაზეთს საიას იურისტმა ლევან... Read More

ირმა ჭკადუა: დეკანოზის საქმეში შემთხვევით აღმოჩენილი მოწმე ვარ

0 Comments

ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც ამავდროულად არის საპროკურორო საბჭოს წევრი (საპროკურორო საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ნიშნავს მთავრ პროკურორს), ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მოწმეა. ჭკადუას თქმით, ის დეკანოზს არ იცნობს,... Read More

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დეკანოზის ადვოკატს გაუთქმელობის ვალდებულება გაუუქმოს

0 Comments

სახალხო დამცველი დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპს. ომბუდსმენი მიიჩნევს,... Read More

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა გაზპრომზე ენმ-ის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

0 Comments

დღეს, 16 თებერვალს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის მომზადებულ  რეზოლუციის პროექტს „საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“.... Read More

გვარამია არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი გამოძიება დაიწყოს

0 Comments

დაკითხვიდან გამოსული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის კითხვებიდან გამომდინარე არ გამორიცხავს მის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყოს, რაზეც პროკურატურა აცხადებს, რომ წინასწარ ვერ ამბობს რა იქნება. გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურა დაინტერესდა... Read More

საზმაუს საქმიანობის შეფასების 4-პუნქტიანი სქემა ბორდისაგან

0 Comments

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 16 თებერვალს გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძესა და მის მენეჯმენტს გადასცა თავისი ხედვა მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ჩარჩო-კრიტერიუმების თაობაზე. ზემოხსენებული ჩარჩო-კრიტერიუმები 4 კომპონენტისაგან შედგება: ხარისხი, ზეგავლენა, წვდომა... Read More

ნადირაშვილი: ხელისუფლება ცდილობდა ხალხს დაეჯერებინა, რომ პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა

0 Comments

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პროკურატურა, საპარლამენტო უმრავლესობა და აღმარულებელი ხელისუფლება  ცდილობდა, ხალხს დაეჯერებინა, რომ ქვეყანაში პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა. ირმა ნადირაშვილის თქმით, დღეს  პროკურატურისგან ვისმენთ უტიფარ განცხადებას, რომ არათუ... Read More