ნიკა გვარამია. 6.02.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარა

0 Comments

ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 თებერვალს, 10:30 საათზე, დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ გვარამია “ფეისბუკზე” წერს. “რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაკითხად მისვლაზე უარი განაცხადა,... Read More

აუდიტორია N115–ის პროტესტი ბიბლუსში. ფოტო: სოფო კობიძე

აუდიტორია N115: შრომითი პირობების გაპროტესტების გამო ბიბლუსმა თანამშრომლები გაათავისუფლა

0 Comments

აუდიტორია N115-ის ცნობით, ბიბლუსმა სამსახურიდან გაათავისუფლა 2 თანამშრომელი, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო–მიმართვა და მათი სამუშაო პირობები საჯაროდ გააპროტესტეს. სტუდენტებმა “ბიბლუსის” გადაწყვეტილებას კომპანიის მაღაზიაში გააპროტესტეს. “ბიბლუსის” ხელმძღვანელობამ საპატრულო... Read More

ბექა მინდიაშვილი © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

“ეს არის აპოკალიფსი” – ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

0 Comments

“ეს არის აპოკალიფსი, აპოკალიფსური რეალობაა მორწმუნისათვის. ყველა გულწრფელი მორწმუნე სახტად უნდა დარჩეს იმით, რასაც ისმენს ბოლო 2 თვის და განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში”, – ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, რომელსაც ნეტგაზეთი საპატრიარქოში... Read More

დიდთოვლობა და ზვავსაშიშროება გუდაური–კობის მონაკვეთზე. ფოტო – საავტომობილო გზების დეპარტამენტის Facebook გვერდიდან

ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

0 Comments

საავტომობილო გზების დეპარტამენტის (21:20 საათის) ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-71 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო კმ 71-188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი... Read More

16 თებერვალი

ანონსი – 16 თებერვალი

0 Comments

წარმოგიდგენთ 16 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:   16 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართება. სამეურვეო საბჭო წარმოადგენს და საზოგადოებას გააცნობს, თუ რა კონკრეტული კრიტერიუმებით და ინდიკატორებით... Read More

ბავშვი და სიგარეტი © PA

საქართველოში ბავშვების 60% თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშაა – ომბუდსმენის რეკომენდაციები

0 Comments

კვლევების თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30%–ზე მეტი მწეველია, ხოლო 3-დან 11 წლამდე ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშაა, – ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული... Read More

ილია მეორე და მისი პირადი მცველები. ფოტოს ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს 2015 წელს

ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის თუ ქონებისთვის?

0 Comments

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით მაღალი იერარქიის სასულიერო პირების და მმართველ რგოლის შიგნით დაპირისპირებამ კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადაინაცვლა. მიტროპოლიტი დიმიტრი, ქორეპისკოპოსი იაკობი და თუ კიდევ რომელიმე სხვა მღვდელმთავარი – ვინ შეცვლის... Read More

საზოგადოებრივი მაუწყებელი © ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს

0 Comments

დღეს, 15 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თუ სამეურვეო საბჭო გაიზიარებს მენეჯმენტის ხედვას, მაუწყებლის შეფასების უმთავრესი ინდიკატორი იქნება მაყურებლის არჩევანი. აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებას მადლობას უხდის საზოგადოებრივ... Read More

Screen Shot 2017-02-15 at 6.38.51 PM

საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა ერთი პირი დაჭრეს

0 Comments

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის  უკანონოდ გადალახვას ცდილობდა,  მესაზღვრეებმა ინსტრუქციის თანახმად ფეხში დაჭრეს, რის შემდეგაც, სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  ოფიციალური ინფორმაციითვე, დაჭრილი მოქალაქე... Read More

kobakhidze

მანანა კობახიძე: ბათუმში ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებ

0 Comments

„ამ წუთას ნათესავთან ვარ და შემდეგ ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებ. ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი გადმომეცემა და, შესაბამისადა, საუბარი ამაზე არ არის“, – ასე უპასუხა მანანა კობახიძემ „ბათუმელების“ კითხვას ბათუმში საცხოვრებელი ბინით... Read More

მაია რჩეულიშვილი, შპს “ცენტრ-პოინტ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი/დირექტორი. სქრინი: გადაცემა "დაუპატიჟებელი სტუმარი"

პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალდება წაუყენა

0 Comments

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს “ცენტრ-პოინტ ჯგუფის”-ს დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი და შპს “დიღომი დისთრიქთ აფართმენთ”-ის საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია. საქართველოს პროკურატურამ ამ... Read More

ფოტო: აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან

აფხაზეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს კვლავ ქართული ეკლესიის საზღვრების გადახედვას სთხოვს

0 Comments

აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს საბჭოს სამდივნომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ის სახელზე 2017 წლის 9 თებერვალს ოფიციალური წერილი გაგზავნა. წერილის მთავარი გზავნილი, როგორც წინა წლებში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლა და  ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ჩარჩოების გადახედვის... Read More

მარიხუანა, გირჩი

100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის შეძენა–შენახვისთვის პატიმრობა გაუქმდა

0 Comments

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვისთვის პატიმრობა გააუქმა. ამის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 15 თებერვალს, მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს... Read More

8903

შინაპატიმრობა და სხვა ცვლილებები – პარლამენტი პატიმრობის კოდექსის შეცვლაზე მუშაობს

0 Comments

დღეს, 15 თბერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილეს, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას ეხება. პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შედის 20 კანონში და მისი... Read More

23 დეკემბერს ჩატარებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე კომიტეტის ყრილობა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში"

ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები ძალაშია – სასამართლომ საკუთარი განჩინება გააუქმა

0 Comments

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ადვოკატის, ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება, რომლითაც დროებით შეჩერებული იყო ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საარჩევნო–საანგარიშო ყრილობის შედეგები. თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 იანვრის... Read More

29.07.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თამბაქოს არაეფექტური კონტროლი – ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში

0 Comments

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც თამბაქოს კონტროლის სფეროში, საქართველოში არსებულ მდგომარეობას ეხება, სახელმწიფო უწყებების მხრიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება არაეფექტურია. ის, რომ ქვეყანაში არ მოქმედებს თამბაქოს პროდუქციის რეკლამირების აკრძალვის... Read More

ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, ადა მარშანია

უცხოელებზე მიყიდულ ყოველ ჰექტარზე 1 მლნ-ის ინვესტიცია – პატრიოტთა ალიანსი

0 Comments

პატრიოთა ალიანსი, რომელიც უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას კონსტიტუციით ითხოვს, კომპრომისულ ვარიანტად  უცხოელებზე მიყიდულ თითოეულ ჰექტარზე განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრას ასახელებს. დღეს, 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა... Read More

საკონსტიტუციო სასამართლო

გამოცდილ მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადით აღარ დანიშნავენ

0 Comments

საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ომარ ჯორბენაძის სარჩელი, რომელიც გამოცდილი მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნას აპროტესტებდა. აქამდე არსებული რეგულაციის მიხედვით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე რაიონული, ან სააპელაციო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე გამოსაცდელი 3 წლიანი... Read More

საკონსტიტუციო სასამართოს ფოტო

საკონსტიტუციო სასამართლო შემაკავებელ ორდერზე იმსჯელებს

0 Comments

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქე ს.გ.-ს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქე ასაჩივრებს წესს, რომელიც პოლიციელს ანიჭებს შესაძლებლობას, ოჯახში ძალადობის დროს, საკუთარი შეხედულების მიხედვით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, ან უარი თქვას მის... Read More

გედევან ფოფხაძე, საქართველოს პარლამენტი. ფოტო:ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

გედევან ფოფხაძე: ის, რაც ეკლესიაში ხდება, არ უნდა იყოს ეკლესიის მტრებთან განსახილველი

0 Comments

გედევან ფოფხაძე სასულიერო პირების მხრიდან ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე საჯარო განცხადებებს ეხმაურება და საზოგადოებას წლების მანძილზე, ეკლესიის დისკრედიტაციის მაგალითებს ახსენებს. მმარელი გუნდის წევრს მიაჩნია, რომ “რაც ეკლესიაში ხდება, არ უნდა იყოს ეკლესიის... Read More

ქორეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: არაოფიციალურ ფეისბუქ გვერდიდან

ქორეპისკოპოსი იაკობი: მეუფე პეტრე რომ შემხვდება, როგორ უნდა შემხვდეს, არ ვიცი

0 Comments

პატრიარქ ილია მეორის ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ჯობია ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ პირადად უთხრას ის რასაც მასზე ფიქრობს. “[მეუფე პეტრე] ჩემი მისამართით რასაც ფიქრობს მოვიდეს და პირში მითხრას. მეუფეს უნდა შერცხვეს.... Read More

„ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს. ფოტო: Wizz Air

Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს

0 Comments

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთი უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება... Read More

ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია

რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ საპატრიარქოს დაფინანსება ბიუჯეტიდან უნდა შეწყდეს

0 Comments

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ითხოვს, რომ შეწყდეს საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება  სახელწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას,... Read More

შორენა თეთრუაშვილი

„ეს მე არ მეხება“ – შორენა თეთრუაშვილი მიტროპოლიტ პეტრეს ბრალდებებს პასუხობს

0 Comments

“ეს მე არ მეხება. ეტყობა, ეგ სულ სხვა ადამიანზე ლაპარაკობს და ეს მისი პრობლემაა,” – ასე პასუხობს შორენა თეთრუაშვილი მის მიმართ ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. პატრიარქის მდივან-რეფერენტის კომენტარი... Read More

საქართველოს ბანკმა „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) გააფორმა მემორანდუმი. 15 თებერვალი, 2017. ფოტო: საქართველოს ბანკი,

საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარი გამოყო

0 Comments

საქართველოს ბანკმა  15 თებერვალს „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკი  ფონდ  „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით, დაცული ტერიტორიების მხარადჭერისთვის 100,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს. ეს თანხა საქართველოში არსებული... Read More