სამინისტროს ცნობით, ავტოავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

0 Comments

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 9 თებერვალს, ავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტოავარიის შედეგად, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა. სამინისტროს ცნობით,... Read More

სტუდენტების აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 30 წუთით პიკეტირებული ჰქონდათ

0 Comments

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილეების ნაწილს მაუწყებლის შენობა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში პიკეტირებული ჰქონდა და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს, რათა განცხადება გაეკეთებინათ. ისინი მაუწყებლის ფოიეში შეიკრიბნენ და ელოდებოდნენ, როდის მისცემდნენ... Read More

ანონსი: 10 თებერვალი

0 Comments

10:00 თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ქუთაისი, დარბაზი N304 11:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ქუთაისი, დარბაზი N301 11:00 საია თბილისის საქალაქო სასამართლოში ენერგეტიკის სამინისტროს... Read More

სააპელაციო სასამართლომ ომბუდსმენის ოფისიდან დათხოვნილი თანამშრომლის სარჩელი დააკმაყოფილა

0 Comments

დღეს, 9 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დააკმაყოფილა ილია ჭანტურაიას სარჩელი საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ საქმეში. ილია ჭანტურაია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის თანამდებობას... Read More

რა ხარვეზებს შეიცავს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი – ომბუდსმენის რეკომენდაციები

0 Comments

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით, კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობასა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობას გააუმჯობესებს. სახალხო დამცველის რეკომენდაციები, რომლებიც დღეს,... Read More

11 წლის ბავშვის ჩვენება მამის წინააღმდეგ

0 Comments

11 წლის ბავშვმა ჩვენება მამის წინააღმდეგ მისცა. მამას შვილის ცემაში ედება ბრალი. ოჯახში ძალადობის შემთხვევას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. ამ შემთხვევის შესახებ გასული წლის ნოემბერში „ბათუმელებს“ ბრალდებულის მეუღლემ მოუყვა.... Read More

აფხაზეთში ახალი ორგანიზაცია “გაერო-ქალები” დაფუძნდება

0 Comments

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერმინისტრი გაეროს მუდმივ კოორდინატორსა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნილს სკოტს სოხუმში შეხვდა. ბესლან ბარციცმა და ნილს სკოტმა, როგორც აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი წერს,... Read More

რუსულმა ძალებმა სირიაში თურქეთის სამი ჯარისკაცი მოკლეს, პუტინი მწუხარებას გამოთქვამს

0 Comments

BBC  იუწყება, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა თურქეთის სამი ჯარისკაცი მოკლეს ჩრდილოეთ სირიაში, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მწუხარებას გამოთქვამს. BBC-ის ცნობითვე, ჯარისკაცები სირიელ აჯანყებულებს ეხმარებოდნენ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისაგან ქალაქ... Read More

“დაიცავი საზოგადოებრივი მაუწყებლი!” – სტუდენტებისა და პროფკავშირების საპროტესტო აქცია/მსვლელობა

0 Comments

დღეს, 9 თებერვალს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსიდან სტუდენტებისა და პროფკავშირების მსვლელობა დაიწყო. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობამდე მივლენ. მსვლელობის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას მართავენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ საზოგადეობრივ... Read More

პარლამენტმა გია ცერცვაძის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

0 Comments

დღეს, 9 თებერვალს, პარლამენტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის რეზოლუციის პროექტს, რომელიც ჯარისკაცების პირადი მონაცემების გასაჯაროების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება. პარლამენტის დადგენილების პროექტი ” საქართველოს... Read More

პარლამენტმა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესის შეცვლას მხარი დაუჭირა

0 Comments

დღეს, 9 თებერვალს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 97 ხმით მხარი დაუჭირა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებების განხორციელება შვილად აყვანისა და... Read More

მაღლაფერიძე: მაუწყებელი უნდა ფასდებოდეს რეიტინგებით

0 Comments

“ჩვენი შეხედულება ეფუძნებოდა, პირობითად რომ ვთქვათ, უფრო “მემარცხენე” ამას [იდეოლოგიას] – ეს უნდა იყოს ძალიან ფართოდ საზოგადოებაზე მიმართული, ანუ მაინც რეიტინგით და კვლევით,” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა,... Read More

საწვავი და ზოგიერთი ბრენდის თამბაქო ისევ გაძვირდა

0 Comments

თებერვალში საქართველოში თამბაქოს გარკვეული ბრენდების და საწვავის ფასი გაიზარდა. როგორც ნეტგაზეთს თამბაქოს გმაყიდველ ჯიხურებში განუცხადეს, ფასის მატება შეეხო “გალუაზის” პროდუქციას, რომელიც ამ კვირაში 30 თეთრით გაძვირდა და 3.30 ლარი ღირს.... Read More

დაპირისპირება “ბიბლუსში” სამუშაო პირობების გამო

0 Comments

წიგნის მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” თანამშრომელთა ნაწილის განცხადებით, მძიმე და არანორმირებულ შრომით პირობებში უწევთ მუშაობა. “ბიბლუსის გალერეის” ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ზოგჯერ 24-საათიან რეჟიმშიც უწევდათ მუშაობა, თუმცა კომპანიის... Read More

ილია მეორეს ქირურგიული ოპერაცია გერმანიაში 13 თებერვალს ჩაუტარდება

0 Comments

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს გერმანიაში ქირურგიული ოპერაცია ორშაბათს, 13 თებერვალს, ჩაუტარდება. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა დაუდასტურა. “ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს. ჩაუტარდა გამოკვლევები და გერმანელმა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ოპერაციის... Read More

ვანო აბრამიშვილი

რატომ უნდა შეიცვალოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?

0 Comments

საქართველოს პარლამენტმა  „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღო. ამ კანონის ამოქმედებას წინ ორი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა უძღოდა: აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის... Read More

შსს-ს პერსონალური მონაცემების უვადოდ შენახვა აეკრძალა

0 Comments

დღეს, 9 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის, ედიშერ გოდუაძის კონსტიტუციური სარჩელი და  არაკონსტიტუციურად ცნო პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში მუდმივად შენახვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო... Read More

რატომ გაჩნდა GPB-ის საიტზე გამოკითხვა – უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?

0 Comments

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გამოკითხვა, შეკითხვით: თქვენი აზრით, უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი? როგორც მაუწყებელში განგვიცხადეს, გამოკითხვის ინიციატორი მარკეტინგის ჯგუფია. აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენელმა ნათია ხოშტარიამ გვითხრა, რომ გამოკითხვა არ არის... Read More

ომბუდსმენის თქმით, “Sector 26”-ში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანები დაჩაგრეს

0 Comments

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ბათუმში მდებარე კლუბ Sector 26-ში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით კლუბის დაცვის წევრებმა კონკრეტული ადამიანების დისკრიმინაცია მოახდინეს. სახალხო დამცველის  მიერ 9 თებერვალს გავრცელებულ  განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბ „Sector... Read More

სალაძე: რაიმე ახალი დოკუმენტი დღეს ვასილ მაღლაფერიძეს არ წარმოუდგენია საბჭოსთვის

0 Comments

“დღეს რაიმე ახალი, ცალკე დოკუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრაზე. იმავე დოკუმენტზე იყო საუბარი, რაც პრეზენტაციის სახით იყო წარმოდგნილი რამდენიმე დღის წინ მედიისთვის”, – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო... Read More

ზვიად ქორიძე: ხელაღებით მოვწყვიტოთ საზმაუს მოქალაქეები, დანაშაულებრივი პროექტია

0 Comments

რატომ იწვევს კრიტიკას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი ხედვა, რომელიც ერთი წლის მანძილზე ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს? რა საფრთხეს შეიცავს ეს გადაწყვეტილება და არსებობს თუ არა ალტერნატიული შესაძლებლობები არხის... Read More

ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების მოთხოვნით ერევანში აქცია გამართეს

0 Comments

“სომხეთის ხელისუფლებამ ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა შეაჩეროს და ბელარუსის ელჩი იგორ ნაზარუკი ქვეყნიდან უნდა წავიდეს”, – ეს იყო ძირითადი მესიჯი ერევანში 2017 წლის 8 თებერვალს გამართული აქციის, სადაც 50-მდე მოქალაქემ, მათ... Read More

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რეგლამენტის შეცვლას ითხოვს

0 Comments

“პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქცია რეგლამენტის შეცვლას ითხოვს. მათი თქმით, სხდომაზე განცხადებების გაკეთების საშუალება არ ეძლევათ. ირმა ინაშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის შეცვლა აუცილებელია, რათა ყოველი პლენარული სხდომა  პოლიტიკური განცხადებებით დაიწყოს: “ჩვენ პარლამენტს... Read More

ეკა ბესელია: არ ვფიქრობ, რომ ნარკოტიკების მოხმარების თემაზე რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ

0 Comments

პოლიტიკურ პარტია “გირჩს” სურს, საქართველოში რეფერენდუმი გაიმართოს და მოსახლეობამ უპასუხოს კითხვას, უნდა ისჯებოდეს თუ არა ნარკოტიკების მოხმარება, რასაც არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე... Read More