9 თებერვალი

ანონსი – 9 თებერვალი

0 Comments

09:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება. 10:30 – სასტუმრო „ამბასადაროში“ სახალხო დამცველი წარადგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს „ოკუპირებული ტერიტორიტორიების შესახებ“ კანონს, მასში შესატან ცვლილებებს და ასახავს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.... Read More

პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

0 Comments

დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტმა მართლმსაჯულების რეფორმის  ​მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის  მიერ დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარს უჭერდა საპარლამენტო უმცირესობა, ნაციონალური მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი. პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი... Read More

საზოგადოებრივი მაუწყებელი © მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ალტერნატიული ხედვის მოსამზადებლად დროს ითხოვს

0 Comments

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი მიმართავს სამეურვეო საბჭოს, ტელევიზიის განვითარების ალტერნატიული გეგმის შესამუშავებლად დრო მისცეს. ეს მოთხოვნა გაავრცელეს იმ შეხვედრის შემდეგ, რომელიც 8 თებერვალს საქართველოს მედიის პროფკავშირისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პროფკავშირის... Read More

პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს შეხვდა

პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა

0 Comments

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერის, ეკა მიშელაძის თქმით, პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში: „ საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს... Read More

ალექსანდრ ლაპშინი; ფოტო: კავკაზსკი უზელი;

ბელარუსმა ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი აზერბაიჯანს გადასცა

0 Comments

მინსკის გადაწყვეტილებით, რომელიც რუსეთის მოქალაქის, ალექსანდრ ლაპშინის აზერბაიჯანისთვის გადაცემას შეეხება, რუსეთის, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებები იმედგაცრუებული არიან , – წერს გამოცემა კავკაზკსი უზელი. ალექსანდრ ლაპშინს ბაქოს აეროპორტში  7 თებერვალს... Read More

sdr

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმებზე თანამშრომლები მსჯელობენ

0 Comments

დღეს, 8 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები შეიკრიბნენ და იმსჯელეს იმ სტრატეგიაზე, რომელსაც განახორციელებენ ტელევიზიის განვითარების ალტერნატიული გეგმის შესამუშავებლად. შეხვედრა, რომელიც 17:00 საათზე დაიწყო, მედიისთვის დახურულია. დოდო შონავამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების... Read More

ცოტნე ზურაბიანი

ზურაბიანი: პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, რაში იხარჯებოდა მაუწყებლის ბიუჯეტი

0 Comments

წყალბუტობის მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, თუ რაში იხარჯებოდა საზოგადოებირივი მაუწყებლის ბიუჯეტი წლების განმავლობაში. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, წლების განმავლობაში პრიველად, მაუწყებლის... Read More

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

კობახიძე: ვემსახურები ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციური წესრიგის დამკვიდრებას

0 Comments

“ამ წუთიდან მთელი ჩემი ანგარიშვალდებულება ეკუთვნის საზოგადოებას და, ბუნებრივია, კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების სამსახურში ვიქნები. შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური კავშირები ეს  უკვე არის წარსული,” – ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის... Read More

გიორგი კვირიკაშვილი © EPA/STEPHANIE LECOCQ

პრემიერი: მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, წინ აღუდგეს რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს

0 Comments

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, “ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს, ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა... Read More

ფოტო: ფეისბუკის პირადი გვერდიდან

ნაცვლიშვილი: არის შესაძლებლობა, რომ რუსთავის აზოტის ქარხნის მუშებს სამუშაო შევუნარჩუნოთ

0 Comments

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსთავის აზოტის ქარხნის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება გაიმართოს და საწარმოს დათხოვნილმა მუშებმა სამსახური შეინარჩუნონ. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ბექა ნაცვლიშვილმა... Read More

ბავშვი ბურთს მიაგორებს და სახლში ბრუნდება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დედა გასაშვილებელ ბავშვს მშობელს ვეღარ შეურჩევს – ცვლილებების პროექტი შვილად აყვანის შესახებ კანონში

0 Comments

ბიოლოგიურ მშობელს, რომელიც ბავშვის გაშვილებას გადაწყვეტს, უფლება, თავად განსაზღვროს ოჯახი ან პირი, რომლისთვისაც ბავშვის შვილება სურს, შესაძლოა, ჩამოერთვას. ამ ცვლილებას ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც შვილად აყვანის შესახებ საკითხს დაარეგულირებს. ამჟამად... Read More

Untitled

პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

0 Comments

დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. მანანა კობახიძეს დეპუტატის უფლებამოსილება უკვე შეუწყდა. “ვულოცავ ქალბატონ მანანა კობახიძეს არჩევას... Read More

სასტუმრო "საქართველო". ფოტო: ვიკიპედია

კოდუა: სასტუმრო “საქართველო” გაიყიდა, მაგრამ მისი დემონტაჟი არ იგეგმება

0 Comments

ბიზნესმენ დავით კოდუას განცხადებით, სასტუმრო “საქართველო” არაბული კომპანიის La Verda-ს მფლობელებს მიჰყიდა. კოდუა გარიგების ღირებულებას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იგეგმება მხოლოდ შენობის გარემონეტება და არა ახალი სასტუმროს აშენება. “დემონტაჟი რატომ უნდა კეთდებოდეს? მხოლოდ გარემონტდება შენობა,” – განუცხადა... Read More

არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის დანიშვნა საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა

0 Comments

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლაზე დანიშნული რეფერენდუმი საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, რუსეთს საქართველოს წარმატებები და პროგრესი აშფოთებს,... Read More

ემზარ კვიციანი

ცილისწამების კრიმინალიზებას ამჯერად ემზარ კვიციანი მოითხოვს

0 Comments

“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ცილისწამების კრიმინალიზებას მოითხოვს. ამის შესახებ მან  დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. “სამწუხაროდ, 2005 წელს ეუთოს რეკომენდაციით გაუქმდა ცილისწამების მუხლი, რაც ქვეყნის... Read More

ბაღების დირექტორების აქცია თბილისში, ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

ბაგა-ბაღებიდან დათხოვნილი დირექტორები სასამართლოს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ

0 Comments

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან დათხოვნილმა დირექტორებმა თბილისის საქალაქო სასამართლო დაადანაშაულეს, რომ მათი დათხოვნის საქმის განხილვას გამზრახ აჭიანურებენ. საქმე ეხება თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ 2016 წლის გაზაფხულზე დათხოვნილ დირექტორებს. ისინი აცხადებენ, რომ... Read More

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი

ირმა ინაშვილი: ქართული ოცნება” უარს ამბობს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე

0 Comments

“პატრიოტთა ალიანსი” მოითხოვს, პარლამენტმა კენჭისყრაზე გაიტანოს 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ეხება. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს, 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კანონპროექტის... Read More

ფრესკო

შრომის ინსპექცია “ფრესკოს” ამოწმებს

0 Comments

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს შეამოწმებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განუცხადა. “შრომით ექსპლუატაციასა და იძულებითი შრომის ნიშნების შემცველ შეტყობინებაზე (იქნება ეს ცხელი ხაზით მიღებული... Read More

პარლამენტი

დღეს პარლამენტი მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევაზე იმსჯელებს

0 Comments

დღეს, 8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში  მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევაზე იმსჯელებენ. “მოძრაობა  თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს”  წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, მანანა კობახიძემ ყველაფერი გააკეთა, რათა ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლო დაექვემდებარებინა:... Read More

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

10 თებერვალს ენმ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციას გამართავს

0 Comments

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ  10 თებერვლიდან 15 თებერვლამდე უზენაესი სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე “უკანონო გადაწყვეტილების მიღებას აპირებს”. შესაბამისად, ენმ 10 თებერვალს, 13:30 წუთზე ტელევიზიის მხარდამჭერ... Read More

დუშეთი ფოტო: ნეტგაზეთ/მარიამ ბოგვერაძე

დიდუბე-ჩუღურეთში ელექტროენერგია დაახლოებით 1000 აბონენტს შეუწყდა

0 Comments

დღეს, 8 თებერვალს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თელასის ცნობით, ელექტროენერგია შეწყდა ავარიის გამო. თელასის ცნობითვე, დაახლოებით 1000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თელასის ცნობით, ელექტროენერგია დაახლოებით 12:30 საათზე... Read More

41483

ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმას შსს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით იძიებს

0 Comments

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი გამოძიებას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე (სსკ-ის 120-ე მუხლით) აწარმოებენ ტრანსგენდერი ქალების განცხადების საფუძველზე. პოლიციის ცნობით, 6 თებერვალს, დილის 07:20 საათზე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში... Read More

ig feed