ანონსი – 7 თებერვალი

0 Comments

გთავაზობთ 7 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს. 09:30 საათზე, ასოციაცია – „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსმარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების პრეზენტაციას გამართავს.  მის: ორბელიანის 8/10, სასტუმრო მუზეუმი 10:30 საათზე, ელენე... Read More

მამუკა ახვლედიანი აპირებს, მაღალჩინოსნებს სასამართლოში უჩივლოს

0 Comments

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ სასამართლოში უჩივლებს მოქმედი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის და თითოეული მათგანისგან 100 ათას ლარს მოითხოვს. მამუკა... Read More

კანონპროექტით, იპოთეკური სესხის პროცენტი სესხის ძირს არ უნდა აღემატებოდეს

0 Comments

მოქალაქე ნანა ქადაგიშვილი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანი იპოთეკური სესხის პირობების დარეგულირება და კრედიტორისა და მოვალის უფლებრივი მდგომარეობის დაბალანსებაა. კანონპროექტის თანახმად, უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში, საჯარო რეესტრმა შეტყობინება... Read More

რა გავლენას მოახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გეგმა აჭარის ტელევიზიაზე

0 Comments

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ტელევიზია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხია, არ წყვეტს მუშაობას. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალარჩეულმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძლემ დღეს, 6 თებერვალს განაცხადა, რომ... Read More

სასამართლო დეზომორფინის მოხმარებისთვის არსებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს

0 Comments

2017 წლის 6 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ . მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ... Read More

თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულს გუდაურში მოგებული ბინა გადასცა

0 Comments

თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების გამარჯვებული სუპერპრიზით დააჯილდოვა.  ბანკის წარმომადგენელმა  ზურაბ ერგეშიზეს კუთვნილი ბინა საცხოვრებელ კომპლექს „მგზავრებში“, გადაცემა „ექიმების“ წამყვანებთან ერთად, საზეიმოდ გადასცა და გამარჯვება მიულოცა. შეგახსენებთ, თიბისი... Read More

ელენე ხოშტარია ფრაქციის თავმჯდომარე აღარ არის, რატიანი კი გიგი წერეთელმა შეცვალა

0 Comments

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს თავმჯდომარეები შეეცვალათ.  “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ელენე ხოშტარია აღარ იქნება. მის ადგილს ოთარ კახიძე დაიკავებს. ხოლო, “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგი წერეთელი გახდა. აქამდე ამ თანამდებობას... Read More

2016 წელს პედოფილიისთვის 221 ადამიანი დაისაჯა

0 Comments

221 – ამდენი ადამიანი დაისაჯა გასულ წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, რომელიც დამნაშავეებმა 16 წელს მიუღწეველ პირებთან ჩაიდინეს. საერთო სასამართლოებში მკვეთრად იმატა ამ კუთხით საქმეების რაოდენობამ. მაგალითად, 2015 წელს სექსუალური ხასიათის... Read More

რუმინეთის მთავრობამ უკან დაიხია, თუმცა აქციები არ წყდება და მთავრობის გადადგომას ითხოვენ

0 Comments

რუმინეთის მთავრობამ მრავალათასიანი მიტინგების შემდეგ განაცხადა, რომ მოძებნიან ლეგალურ გზას იმისათვის, რომ კორუფციული დანაშაულობების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს უკან გამოიწვევს, თუმცა აქციის მონაწილეები არ იშლებიან და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მედიის ცნობით, რუმინეთში... Read More

გია უდესიანის ადვოკატები პროკურატურას მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

0 Comments

ბესიკ ხარძიანის საქმეზე ბრალდებულ გია უდესიანის ადვოკატები აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ იმისთვის, რომ გია უდესიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნოს. გია უდესიანს ბესიკ ხარძიანისთვის კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით ციხეში... Read More

შსს-ს ცნობით, კიდევ ერთი ფარული ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყეს

0 Comments

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიწყო გამოძიება ვებ-გვერდ Українська революція-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ საუბრობენ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი და რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია. უწყების ცნობით, გამოძიება... Read More

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო

0 Comments

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს, 6 თებერვალს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს შეხვდა. „კანონპროექტის... Read More

“რეალური სივრცე” “მოამბეს” არ შეუერთდება – ზაუტაშვილის უარი მაღლაფერიძეს

0 Comments

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანი ნინო ზაუტაშვილი უარს ამბობს არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც, “რეალური სივრცე” “მოამბეს” უნდა შეერთდებოდა. ამის შესახებ დღევანდელ “რეალურ სივრცეში” თავად გადაცემის... Read More

„საქართველოს რკინიგზა“: ხის გადატანის გამო მატარებლების მოძრაობა არ შეფერხდება

0 Comments

მატარებლების მოძრაობაში დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, შეფერხება არ იქნება – განაცხადა „ბათუმელებთან“ დაჩი ცაგურიამ, „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. დღეს ონლაინ-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 თებერვალს დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით... Read More

ანთაძე: სტრატეგიული გეგმა “წითელი ზონისა” და “ინტერVIEW”-ს შეჩერებასაც ითვალისწინებს

0 Comments

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მრჩევლის, ია ანთაძის განცხადებით, არხის განვითარების სტრატეგია, რომელიც გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს, 6 თებერვალს, საზოგადოებასა და სამეურვეო საბჭოს წარუდგინა, დამტკიცების შემთხვევაში იმ გადაცემების შეჩერებასაც ითვალისწინებს,... Read More

გამოკითხვა: უჭერთ თუ არა მხარს ვასილ მაღლაფერიძის გეგმას?

0 Comments

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ შემუშავებული გეგმა, რომელსაც სამეურვეო საბჭოს და მოსახლეობას მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარებისთვის სამსჯელოდ სთავაზობენ. გეგმა 2018 წლამდე ყველა გადაცემის შეჩერებას... Read More

ქეთი მსხილაძე: მაღლაფერიძის გეგმა რეფორმის ყველაზე რადიკალური ვარიანტია

0 Comments

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე რეფორმის ყველაზე რადიკალურ ვარიანტს უწოდებს არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ საზოგადოებისთვის და საბჭოს წევრებისთვის წარდგენილ სტრატეგიას, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2017... Read More

მოქალაქე პარლამენტს წინადადებით მიმართავს, სამხედრო სამსახური ქალებისთვისაც სავალდებულო იყოს

0 Comments

მოქალაქე ირინე ბარბაქაძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და ითხოვს, რომ “სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა დედაკაცისთვისაც სავალდებულო გახდეს.” პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად,  სახელმწიფო [ქალებს] ხელს უწყობს, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრების წესი;... Read More

მედიის ადვოკატირებისათვის: მაღლაფერიძის გეგმა ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ კანონს

0 Comments

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა  ისაუბრა მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ და სამეურვეო საბჭოსა და დაინტერესებულ საზოგადოებას განსახილველად შესთავაზა გეგმა, რომლის ერთ–ერთი პუნქტი გულისხმობს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას,... Read More

ვიცემერის თქმით, ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემა სამართლებრივი წესების დაცვით მოხდა

0 Comments

თბილისის მერის მოადგილის თქმით, “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის ყოფილი თავმჯდომარის, ნატა ნაზღაიძის ძმის, ზვიად ნაზღაიძისთვის, მიწის ნაკვეთი და ფინანსური ანაზღაურება მის მფლობელობაში არსებული ქონების სანაცვლოდ გადაეცა: “თბილისის მერიის მხრიდან... Read More

ირინა ფუტკარაძე: მაღლაფერიძემ წარადგინა ხედვა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საბჭოც გაიზიარებს

0 Comments

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ირინა ფუტკარაძის განცხადებით, დღეს ვასილ მაღლაფერიძემ საჯაროდ წარადგინა არხის განვითარების ხედვა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საბჭო მის ხედვას გაიზიარებს. დირექტორის არხის განვითარების... Read More

გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

0 Comments

თავისუფალი-დემოკრატების ყოფილი ლიდერი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის მრჩევლად დაინიშნა. როგორც ნეტგაზეთს გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ცაგარეიშვილი მრჩევლად 20 იანვარს დაინიშნა. ცაგარეიშვილი წინა მოწვევის პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის... Read More

ომბუდსმენის ანგარიში – გაზრდილი მიმართვიანობა პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე

0 Comments

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მოქალაქეების მიმართვიანობა 2016 წელს რეკორდულად გაიზარდა – მაღალია მიმართვიანობა პენიტენციური დაწესებულებებიდან და პოლიციის მხრიდან ძალაუფლების გადამეტების თაობაზე, ხოლო რეკომენდაციების ნახევარზე ადრესატებს არ გაუთვალისწინებიათ. სახალხო დამცველის 2016... Read More

ჯეჯელავა შაჰინის სკოლაზე: არც ერთი ქვეყნის პოლიტიკური პროცესი აისახება სკოლებზე

0 Comments

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის  შეჩერება თურქეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება და კონკრეტული დარღვევებითაა გამოწვეული. დღეს მინისტრმა სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც... Read More